ვახტანგ ურიდია 1967-93წწ. გარდ. 27 წლის, სოფ. ბირცხა სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი
ურიდია ვახტანგ
დაიბადა 1967 წლის 29 მარტს ქ. სოხუმში. იყო ნიჭიერი. მას ჰქონდა მათემატიკური ნიჭი. წარჩინებით დაამთავრა ბესლეთის #1 საშუალო სკოლის 8 კლასი. ჩაირიცხა სოხუმის ინდუსტრიულ ტექნიკუმში. სავალდებულო-სამხედრო სამსახური გაიარა ესტონეთში, საიდანაც უფროსი სერჟანტის წოდებით დაბრუნდა. სავალდებულო სამსახურიდან დაბრუნებისთანავე 1988 წელს ჩაირიცხა თბილისის ტექნიკურ ი ინსტიტუტის სოხუმის ფილიალში. მან გამოცდებში მიიღო მაღალი შეფასება. პარალელურად მუშაობდა სოხუმის რაიონულ კომიტეტში სამეურნეო სამსახურის უფროსად.
აფხაზეთში ომის დაწყების დროს ვახტანგი უკრაინაში იმყოფებოდა. მეორე დღესვე გუდაუთის გავლით ჩამოვიდა სოხუმში და მოხალისედ ჩაირიცხა 23-ე ბრიგადის პირველ ბატალიონში.
მონაწილეობას იღებდა ყველა საბრძოლო ოპერაციებში. 1995 წლის 1-5 იანვარს გუმისთასთან ბრძოლის დროს გამოჩენილი სივაჟკაცე უფროსი ლეინტენანტის წოდებით დაფასდა. იგი პირველი ბატალიონის დაზვერვის ოცეულის მეთაურად დანიშნეს.
1993 წლის 16-17 მარტს, მდ. გუმისთასთან შემოტევითი ბრძოლის დროს დაჯილდოვდა მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის“. მის სიმამაცეზე საუბრობდნენ თანამებრძოლები.
1993 წლის 21 სექტემბერს, როცა მტერი შტურმით უტევდა სოხუმს, გმირულად დაიღუპა სოფ. ბირცხასთან. მოწინააღმდეგემ ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი მიზანდასახულად მოარტყა ტანკს, სდაც ვახტანგი იმყოფებოდა.
ვახტანგ ურიდია დასაფლავებულია სოფ. ბესლეთში.
ვახტანგ ურიდია- საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1993 წლის 28 თებერვლის ბრძანებულებით დაჯილდოვდა მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის“.
ვახტანგ ურიდია- საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 09.09.# 497 ბრძანებულებით დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით.