სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10609

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ამირანი (ტატო) ბობოხიძე 1971-93წწ. გარდ. სოფ. ეშერა სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი ამირანი (ტატო) ბობოხიძე 1971-93წწ. გარდ. სოფ. ეშერა სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი ამირანი (ტატო) ბობოხიძე 1971-93წწ. გარდ. სოფ. ეშერა სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ბობოხიძე სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

35       ბეჭდვა

ამირანი (ტატო) ბობოხიძე 1971-93წწ. გარდ. სოფ. ეშერა სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-6 ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"

სოხუმელი, მე-12 საშუალო სკოლა დამთავრებული, მაიაკელი ამირან ბობოხიძე. აფხაზეთის ომის გმირი...მისი სახელი მიენიჭა ერთ-ერთ თბილისის ქუჩას...დიდება გმირებს!

ამირან შოთას ძე ბობოხიძე დაიბადა 1971 წლის 12 მაისს ქ. სოხუმში. მე-12 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში. მე-5 კურსის სტუდენტი იყო, როცა აფხაზეთის ომი დაიწყო. მოხალისედ ჩაირიცხა 23-ე ბრიგადაში რიგითად. მთელი ბრძოლების მანძილზე სამჯერ იყო დაჭრილი, მაგრამ ფრონტის ხაზი არ მიუტოვებია. მისი ხელმძღვანელობით მოხერხდა 5-სართულიანი სახლის შენობის გათავისუფლება აფხაზი სეპარატისტებისაგან. ეშერის მისადგომებთან, 1993 წლის 18 სექტემბერს, აფხაზები გადმოვიდნენ შეტევაზე ტანკებით. ამირანს სამხედრო სამსახურში ყოფნის დროს მიღებული ჰქონია ნაღმმტყორცნის სპეციალობა, რომლის მეშვეობითაც შეძლო მოწინააღმდეგის ტანკის აფეთქება, შემდეგ მეორე ტანკი გამოჩნდა, ისიც ააფეთქეს მან და მისმა თანამებრძოლმა, აფეთქებული ტანკიდან მოასწრეს ნაღმის გამოსროლა, რის შედეგადაც მისი ორი მეგობარი ადგილზევე დაიღუპა, თავად დაჭრილმა ამირანმა მხოლოდ ორი სიტყვის თმა მოასწრო: „გამათავეთ, ბიჭებო, ძალიან მტკივა“… და ათ წუთში გათავდა.

„მახსოვს  შენი  პირველი  ნაბიჯები , შემდეგ, სიჭაბუკე,ყმაწვილკაცობა, პირველი  სიყვარული...თვალისდახამხამებაში  გაირბინა  ხანმოკლე  სიცოცხლის  ოცდაერთმა  წელმა. .. 18  სექტემბრის   სისხლიანი  დილა  საბედისწერო  აღმოჩნდა  შენთვის... სამშობლოსთვის  თავდადებულმა  უკვდავ  ხსოვნაში  ჰპოვე   მარადისობა. ვერ  მოგიტანე  საფლავზე  ვარდები, ვერ  იპოვა  სულმა  სიმშვიდე, ფოტოც  არ დამრჩა  შენი  შვილო...

   ღვთისმშობელო , ნუ  მოაკლებ  შენს  მფარველობას  ბობოხიძეების  ოჯახს, ამქვეყნიური  სიკეთე  არ  მოშლოდეს   მისი  გვარისა  და სახელის  გამგრძელებელთ.

  უფალო, შენ  გააძლიერე  და გადაარჩინე  საქართველო“.

  ამირანის  გულმკვდარი  დედის  ჩანაწერებიდან


ამირან შოთას ძე ბობოხიძე დაიბადა 1971 წლის 12 მაისს ქ. სოხუმში. მე-12

საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა სოხუმის სუბტროპიკული

მეურნეობის ინსტიტუტში. მე-5 კურსის სტუდენტი იყო, როცა აფხაზეთის ომი

დაიწყო. მოხალისედ ჩაირიცხა 23-ე ბრიგადაში რიგითად. მთელი ბრძოლების

მანძილზე სამჯერ იყო დაჭრილი, მაგრამ ფრონტის ხაზი არ მიუტოვებია. მისი

ხელმძღვანელობით მოხერხდა 5-სართულიანი სახლის შენობის გათავისუფლება

აფხაზი სეპარატისტებისაგან. ეშერის მისადგომებთან, 1993 წლის 18 სექტემბერს,

აფხაზები გადმოვიდნენ შეტევაზე ტანკებით. ამირანს სამხედრო სამსახურში ყოფნის

დროს მიღებული ჰქონია ნაღმმტყორცნის სპეციალობა, რომლის მეშვეობითაც შეძლო

მოწინააღმდეგის ტანკის აფეთქება, შემდეგ მეორე ტანკი გამოჩნდა, ისიც ააფეთქეს მან

და მისმა თანამებრძოლმა, აფეთქებული ტანკიდან მოასწრეს ნაღმის გამოსროლა, რის

შედეგადაც მისი ორი მეგობარი ადგილზევე დაიღუპა, თავად დაჭრილმა ამირანმა

მხოლოდ ორი სიტყვის თმა მოასწრო: „გამათავეთ, ბიჭებო, ძალიან მტკივა“… და ათ

წუთში გათავდა.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 02.04.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 06.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0