სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10609

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ზურიკო ჯანჯღავა 1977-93წწ გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოხუმი ზურიკო ჯანჯღავა 1977-93წწ გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოხუმი ზურიკო ჯანჯღავა 1977-93წწ გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოხუმი ზურიკო ჯანჯღავა 1977-93წწ გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოხუმი

1977-1993 წწ. გარდ. 16 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ჯანჯღავა სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

30       ბეჭდვა

ზურიკო ჯანჯღავა 1977-93წწ გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოხუმი

ზურიკო ჯანჯღავა.... დიდება გმირებს! სკოლის მერხიდან ----აფხაზეთის ომში.



17 წლის სოხუმელ, აფხაზეთის ომის გმირს- 24 იანვარი დაბადების დღეა....ოჯახთან და ვეტერანებთან ერთად მოვიგონეთ წლოვანებით პატარა ზურიკო, მაგრამ დიდი სამშობლოს პატრიოტი, რომელმაც უანგაროთ თავი შესწირა ქვეყნისა და ერის წინაშე.
ჯანჯღავა ზურაბ
ღირსების სხივი შეჰმატეს
მამა-პაპათა საფლავებს,
წმინდა სანთელი დავუნთოდ,
მადლობა ვუთხრათ ვაჟკაცებს.
დაიბადა 1977 წლის 24 იანვარს ქ. სოხუმში. ქ. სოხუმის შოთა რუსთაველის სახელობის პირველ საშუალო სკოლაში სწავლობდა.16 წლის ზურაბი სამშობლოს სიყვარულით გალანთებული სოხუმელი ვაჟკაცი საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე ჩადგა საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის მებრძოლთა რიგებში.

ზურაბ ჯანჯღავა მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზირებული ბრიგადის პირველი ბატალიონის პირველი საცეცხლე ოცეულის მძღოლ-მექანიკოსად 1992 წლიდან, ხოლო 1993 წლის 3 მარტიდან 1993 წლის 23 სექტემბრამდე 239-ე საზენიტო საარტილერიო დივიზიონის მე-3 საზენიტო ბატარეის პირველი ოცეულის მესამე ათეულის მძღოლ-მექანიკოსად.

აფხაზეთის ომის პერიოდის განმავლობაში ზურაბი უშუალო მონაწილეობა აქვს მიღებული პირველი ბატალიონისა და 239-ე საზენიტო-საარტილერიო დივიზიონის მიერ წარმოებულ ყველა ძირითად საბრძოლო ოპერაციებში. საბრძოლო დავალებების შესრულების პერიოდში, მიუხედავად თავის ახალგაზრდული ასაკისა, გამოირჩეოდა განსაკუთრებული მამაცობითა და მასზე მიმაგრებული სამხედრო ტექნიკისა და იარაღის პროფესიული ფლობით.
1993 წლის 25 სექტემბერს ზურაბ ჯანჯღავა მისთვის ჩვეული სიმამაცით ჩაება ბრძოლაში ახალი რაიონიდან ძველი რაიონისკენ გადასასვლელი გზის მიმდინარე ტერიტორიაზე. იერიში მიიტანა მტრის განლაგების სიღრმეში და სამწუხაროდ იქ დარჩა. დღემდე ის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ზურაბის უდროოდ წასვლა ამ საწუთროდან მოუშუშებელ ტკივილად დარჩა მის ოჯახში, მის მეგობრებში, მის ახლობლებში.
მუდამჟამს იყოს შენი ხსენება, უსაფლაოდ დარჩენილო ვაჟკაცო! შენი საფლავი აფხაზეთია, შენი სახელი უკვდავია...
16 წლის ზურაბ ჯანჯღავამ ვერ მოესწრო ოჯახის შექმნა, მაგრამ ამ ასაკში მან დატოვა გმირული სახელი.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 03.04.2021
ბოლო რედაქტირება 24.01.2023
სულ რედაქტირებულია 2

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 02.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0