სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
მარლენ (ალეკო) რურუა 1951-92 გარდ. 41 წლის, გაგრა დაბ. გაგრა აფხაზეთი მარლენ (ალეკო) რურუა 1951-92 გარდ. 41 წლის, გაგრა დაბ. გაგრა აფხაზეთი

1951-1993 წწ. გარდ. 42 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი რურუა სია

გაგრა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

4       ბეჭდვა

მარლენ (ალეკო) რურუა 1951-92 გარდ. 41 წლის, გაგრა დაბ. გაგრა აფხაზეთი

მარლენ (ალეკო) ვლადიმერის ძე რურუა იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც სიცოცხლე ზვარაკად შესწირეს სამშობლოს თავისუფლებას.
დაიბადა 1951 წლის 22 აგვისტოს ქ. გაგრაში. დაამთავრა ქ. გაგრის პირველი საშუალო სკოლა. მუშაობდა რუსეთში. 80-იან წლებში რუსეთიდან დაბრუნებული საბოლოოდ დამკვიდრდა გაგრაში. ეს ის დროა, როცა ეროვნული მოძრაობა ფრთებს შლიდა. მალე მარლენი მთელი არსებით ჩაება ეროვნული მოძრაობის ფერხულში.

1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო ძმათა შორის სამკვდრო-სასიცოცხლო ომი. მარლენი ერთ-ერთი პირველი გაწევრიანდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის ქ. გაგრის მე-3 ბატალიონში, როგორც რიგითი მეომარი.


იმ ავადმოსაგონარ 1992 წლის 1 ოქტომბერს მტერი ყოველი მხრიდან უტევდა გაგრას. ქალაქი ცეცხლის ალში იყო გახვეული, მარლენი კი იმ ღამით წინა ხაზზე იბრძოდა, დაიჭრა. გვიან მოვიდა სახლში, გამოიცვალა სველი სამოსი, ივახშმა და დაიბარა; ''ჩემი შემცვლელი არ მოვიდა უნდა წავიდეო, ჩემზე არ ინერვიულოთო.'' წავიდა...დილით კი გაგრა დაეცა...
გაგრის აღების შემდეგ მისი თანამებრძოლები იგონებდნენ..''როცა დავრწმუნდით, რომ უთანასწორო ბრძოლაში ვერაფერს გავხვდებოდითო, გადავწყვიტეთ ბრძოლით დაგვეხია უკან, მაგრამ ის ვერ დავიყოლიეთ და იქ დარჩა...''
გავიდა წლები, მხოლოდ წლების შემდეგ გაირკვა რომ ჭურვს ემსხვერპლა ის ტანკი, რომელშიც მარლენი იმყოფებოდა ქ. გაგრის მე-3 მატალიონის მებრძოლებთან ერთად. დაიღუპა ისე, რომ ვერ ეღირსა მშობლების, დების, მეგობრების ცრემლები...
მშვიდად განისვენე აფხაზეთის ღვთისკურთხეულ მიწაში სამშობლოსათვის თავგანწირულო ვაჟკაცო!

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 03.04.2021
ბოლო რედაქტირება 12.04.2022
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 24.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0