სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ზურაბ ალთუნაშვილი 1961-93წწ. გარდ. სოფ. ლაბრა ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. თბილისი ზურაბ ალთუნაშვილი 1961-93წწ. გარდ. სოფ. ლაბრა ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. თბილისი ზურაბ ალთუნაშვილი 1961-93წწ. გარდ. სოფ. ლაბრა ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. თბილისი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ალთუნაშვილი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

10       ბეჭდვა

ზურაბ ალთუნაშვილი 1961-93წწ. გარდ. სოფ. ლაბრა ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. თბილისი

ზურაბ ალთუნაშვილი
პოლიციის კაპიტანი, ზურაბ ვალერიანის ძე ალთუნაშვილი, დაბადებული 1961 წელს, ქ. თბილისში. 1993 წლის 3 მარტს აფხაზეთში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა.
ზურაბ ალთუნაშვილმა შსს მილიციის უმაღლესი სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ნაძალადევის რაიონის შს განყოფილების არასრულწლოვანთა საქმეების ინსპექციაში, ინსპექტორის თანამდებობაზე. არასრულწლოვანთა შორის ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ წარმატებული მუშაობისათვის იგი დაწინაურებულ იქნა არასრულწლოვანთა საქმეების ინსპექციის უფროსის თანამდებობაზე. მან მუშაობის პერიოდში შესძლო მრავალი ძნელად აღსაზრდელი და დანაშაულის ჩადენისაკენ მიდრეკილების მქონე მოზარდი დაეყენებინა სწორ გზაზე, რისთვისაც ხელმძღვანელობისაგან მრავალჯერ იქნა წახალისებული.
როდესაც ქვეყანას დასჭირდა, ზურაბ ალთუნაშვილი უყოყმანოდ ჩადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში.
1991-1992 წლებში სამაჩაბლოში, კერძოდ, ცხინვალთან მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს ზ. ალთუნაშვილი აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა, რისთვისაც იგი საქართველოს შს მინისტრის ბრძანებით იქნა წახალისებული.
აფხაზეთში დაწყებული კონფლიქტის დროს, 1992 წლის აგვისტოდან ზ. ალთუნაშვილი მილიციის თანამშრომლებთან ერთად უშუალო მონაწილეობას იღებდა აფხაზეთში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საქმეში, ხოლო 1993 წლის 24 თებერვალს ნაძალადევის რ-ის შსგ მიერ გაგზავნილი იქნა აფხაზეთში, კერძოდ, ოჩამჩირის რ-ის სოფ. ლაბრაში საბრძოლო ჯგუფის უფროსად.
1993 წლის 3 მარტს სოფელ ლაბრაში აფხაზ სეპერატისტებთან შეტაკებისას ზურაბი გმირულად დაიღუპა. მას მიყენებული ჰქონდა ჭრილობები ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან. გარდა ამისა, იყო ნაწამები, რასაც ადასტურებდა ის გარემოება, რომ მოკლულს მოკვეთილი ჰქონდა მარცხენა მკლავი იდაყვის არეში (რომელიც დაღუპვის ადგილზე არ აღმოჩნდა) სახისა და ტანის არე დაზიანებული ჰქონდა ბასრი, მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედების შედეგად. იგი გადმოსვენებულ და დაკრძალულ იქნა საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე.
პოლიციის კაპიტანი ზურაბ ალთუნაშვილი პირად შემადგენლობაში და თანამებრძოლთა შორის სარგებლობდა კარგი ავტორიტეტით. ამავე დროს იყო კარგი მეოჯახე, მამა და მეუღლე. აღსანიშნავია, რომ ლაბრაში მოკლულს მარჯვენა ხელში ჩაბღუჯული ჰქონდა 4 თვის პატარა ვაჟიშვილის ქუდი, რომელსაც ომში თან ატარებდა ყოველთვის.

წყარო მარინა ნაჭყებია დაიბადა სოხუმში 1956 წლის 24 დეკემბერს

პოლიციის კაპიტანი, ზურაბ ვალერიანის ძე ალთუნაშვილი, დაბადებული 1961

წელს, ქ. თბილისში. 1993 წლის 3 მარტს აფხაზეთში, საქართველოს ტერიტორიული

მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა.

ზურაბ ალთუნაშვილმა შსს მილიციის უმაღლესი სკოლის დამთავრების შემდეგ

მუშაობა დაიწყო ნაძალადევის რაიონის შს განყოფილების არასრულწლოვანთა

საქმეების ინსპექციაში, ინსპექტორის თანამდებობაზე. არასრულწლოვანთა შორის

ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ წარმატებული მუშაობისათვის იგი

დაწინაურებულ იქნა არასრულწლოვანთა საქმეების ინსპექციის უფროსის

თანამდებობაზე. მან მუშაობის პერიოდში შესძლო მრავალი ძნელად აღსაზრდელი და

დანაშაულის ჩადენისაკენ მიდრეკილების მქონე მოზარდი დაეყენებინა სწორ გზაზე,

რისთვისაც ხელმძღვანელობისაგან მრავალჯერ იქნა წახალისებული.

როდესაც ქვეყანას დასჭირდა, ზურაბ ალთუნაშვილი უყოყმანოდ ჩადგა სამშობლოს

დამცველთა რიგებში.

1991-1992 წლებში სამაჩაბლოში, კერძოდ, ცხინვალთან მიმდინარე საბრძოლო

მოქმედებების დროს ზ. ალთუნაშვილი აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა,

რისთვისაც იგი საქართველოს შს მინისტრის ბრძანებით იქნა წახალისებული.

აფხაზეთში დაწყებული კონფლიქტის დროს, 1992 წლის აგვისტოდან ზ.

ალთუნაშვილი მილიციის თანამშრომლებთან ერთად უშუალო მონაწილეობას იღებდა

აფხაზეთში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საქმეში, ხოლო 1993 წლის 24 

თებერვალს ნაძალადევის რ-ის შსგ მიერ გაგზავნილი იქნა აფხაზეთში, კერძოდ,

ოჩამჩირის რ-ის სოფ. ლაბრაში საბრძოლო ჯგუფის უფროსად.

1993 წლის 3 მარტს სოფელ ლაბრაში აფხაზ სეპერატისტებთან შეტაკებისას ზურაბი

გმირულად დაიღუპა. მას მიყენებული ჰქონდა ჭრილობები ავტომატური

ცეცხლსასროლი იარაღიდან. გარდა ამისა, იყო ნაწამები, რასაც ადასტურებდა ის

გარემოება, რომ მოკლულს მოკვეთილი ჰქონდა მარცხენა მკლავი იდაყვის არეში

(რომელიც დაღუპვის ადგილზე არ აღმოჩნდა) სახისა და ტანის არე დაზიანებული

ჰქონდა ბასრი, მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედების შედეგად. იგი გადმოსვენებულ და

დაკრძალულ იქნა საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე.

პოლიციის კაპიტანი ზურაბ ალთუნაშვილი პირად შემადგენლობაში და

თანამებრძოლთა შორის სარგებლობდა კარგი ავტორიტეტით. ამავე დროს იყო კარგი

მეოჯახე, მამა და მეუღლე. აღსანიშნავია, რომ ლაბრაში მოკლულს მარჯვენა ხელში

ჩაბღუჯული ჰქონდა 4 თვის პატარა ვაჟიშვილის ქუდი, რომელსაც ომში თან

ატარებდა ყოველთვის. სამშობლომ არ უნდა დაივიწყოს ზურაბ ალთუნაშვილისდარი

პატრიოტები




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.04.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0