სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ზური ბენიძე 1953-93წწ. გარდ. სოფ. თავისუფლება სოხუმი დაბ. სოფ. ბირცხა სოხუმი აფხაზეთი ზური ბენიძე 1953-93წწ. გარდ. სოფ. თავისუფლება სოხუმი დაბ. სოფ. ბირცხა სოხუმი აფხაზეთი

1953-1993 წწ. გარდ. 40 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ბენიძე სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

3       ბეჭდვა

ზური ბენიძე 1953-93წწ. გარდ. სოფ. თავისუფლება სოხუმი დაბ. სოფ. ბირცხა სოხუმი აფხაზეთი


ზური  ბენიძე  დაიბადა  1953  წლის  16  აპრილს  სოხუმის  რაიონის  სოფელ  ბირცხაში. სამხედრო-სავალდებულო სამსახურის  მოხდის  შემდეგ  მუშაობდა  სოფლის  მეურნეობაში.

    1992 წელს  აფხაზეთში  საომარი  მოქმედებების  დაწყების  პირველი  დღიდან  ზური  სამშობლოს  დამცველთა  რიგებში  ჩადგა. ირიცხებოდა  საქართველოს   რესპუბლიკის    თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  23-ე მექანიზირებული  ბრიგადის  მე-8  ბატალიონის  პირველ  ასეულში-  მეტყვიამფრქვევედ.
   ზური  ბენიძემ  არაერთხელ  გამოიჩინა  თავი,როგორც  უშიშარმა  ,თავდადებულმა  მებრძოლმა. განსაკუთრებით  კი  მაშინ, როცა,  1993 წლის 16   სექტემბერს   მტერმა  ვერაგულად  დაარღვია  27  ივლისის  სამშვიდობო  ხელშუკრულება   და  თავს  დაესხა   მშვიდობიანი   ქალაქის  მოსახლეობას.  ზური  ბენიძე  თავის  თანამებრძოლებთან  ერთად  თავგანწირვით  ეკვეთა  აფსუა  სეპარატისტების   და  მათი  მხარდამჭერი- რუსეთის,ჩრდილო-კავკასიელთა,სომხების  კბილებამდე   შეიარაღებულ   საჯარისო  ნაწილებს. ამ  უთანასწორო  ბრძოლებში  სოფელ  თავისუფლების  მისადგომებთან  მოხერხდა  მტრის  შეჩერება,რამაც  საშუალება  მისცა  სოფლების- ბირცხისა  და  იაშთუხის  მოსახლეობას   გახიზნულიყვნენ.

    ზური  ბენიძე  25  სექტემბერს,თავისი  განუყრელი  ტყვიამრქვევით  სისხლის  უკანასკნელ  წვეთამდე  იცავდა  მშობლიურ  კუთხეს,დაჭრილი  ელოდა  დამხმარე  ძალას,თუმცა   უშედეგოდ... ლომგული   ვაჟკაცი  საღამოს  სისხლისგან  დაიცალა  და   გმირულად  დაეცა  ბრძოლის  ველზე  ბირცხისა  და  თავისუფლების  გზაგასაყარზე, ისე, როგორც  მისი  სახელოვანი  წინაპრები.
        ზური  ბენიძეს  დარჩა  მეუღლე  და  ვაჟი.
     საქართველოს  პრეზიდენტის  განკარგულებით  სამშობლოს   ტერიტორიული   მთლიანობისთვის  ბრძოლაში  გამოჩენილი  გმირობის , ვაჟკაცობისა   და თავგანწირვისათვის  ზური  ბენიძე,  სიკვდილის  შემდეგ,  დაჯილდოვდა  ვახტანგ  გორგასლის  I   ხარისხის   ორდენით.

წყარო მარინა ნაჭყებია დაიბადა სოხუმში 1956 წლის 24 დეკემბერს

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.04.2021
ბოლო რედაქტირება 25.09.2022
სულ რედაქტირებულია 1

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 03.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0