სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10632

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
დათო ეფაძე 1947-93წწ გარდ. სოფ. თავისუფლება სოხუმი დ. იაშტუღა სოხუმი აფხაზეთი დათო ეფაძე 1947-93წწ გარდ. სოფ. თავისუფლება სოხუმი დ. იაშტუღა სოხუმი აფხაზეთი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ეფაძე სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

37       ბეჭდვა

დათო ეფაძე 1947-93წწ გარდ. სოფ. თავისუფლება სოხუმი დ. იაშტუღა სოხუმი აფხაზეთი

დათო ეფაძე დაიბადა 1947 წლის 15 სექტემბერს სოხუმის რ-ის ს. იაშტუხაში.უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ მსახურობდა ჯარში, საიდანაც სამხერო ოფიცრის წოდებით დაბრუნდა მშობლიურ სოხუმში. დაოჯახდა ჰყავდა მეუღლე და ქალ-ვაჟი, მუშაობდა ,,სოხუმხელსაწყოში“.
1992 წელს აფხაზეთში ომის დაწყების პირველი დღიდან ჩადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. იბრძოდა 23-ე ბრიგადის მე-8 ბატალიონის 1-ელ ასეულში ოცმეთაურად.
დათო ეფაძე აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა ასელის მიერ წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში ცუგუროვკისა და იაშტუხის სიმაღლეების დასაცავად, სადაც მან გამოავლინა სამხედრო საქმის უზადო ცოდნა და თავდადება. იგი უშიშრად მიუძღვოდა თავის თანამებრძოლებს მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად.

განსაკუთრებით დ.ეფაძემ თავი გამოიჩინა 1993 წლის 2-27 ივლისს ბრძოლებში, როდესაც აფსუა სეპარატისტები და მათი დამქაში რუსეთის, ჩრდილო-კავკასიელთა, სომხების სამხედრო შენაერთები მოადგნენ ცუგუროვკას და იაშტუხის მთის სტრატეგიულ სიმაღლეებს. დათო მედგრად ეკვეთა მტრის ჭარბ ძალებს და დანარჩენ ქართველ ვაჟკაცებთან ერთად შესძლო მომხვდურთან გამკლავება და მათი უკუქცევა. იმ მომენტისთვის მტერი განადგურებულ იქნა და უკან დაიხია. ამ სისხლისმღვრელ ბრძოლებში დაიღუპნენ დათოს თანამებრძოლები თენგო ძაძამია, ომარ ფანჩვიძე, კაკო კურტანიძე,რომან ბერულავა, ელგუჯა კოპალიანი, დემურ ქარდავა
სამწუხაროდ ამ გამარჯვების შემდეგ პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ე. შევარდნაძის მეთაურობით ხელი მოაწერა 27 ივლისის ე.წ.საზავო სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომელიც შემდგომში საბედისწერო აღმოჩნდა როგორც აფხაზეთის მოსახლეობისათვის აგრეთვე დამანგრეველი სრულიად საქართველოსთვის. ქართულ საჯარისო ნაწილებს ჩამოერთვათ იარაღი, გაყვანილ იქნა მძიმე ტექნიკა და ბატალიონები მოხსნილ იყვნენ საბრძოლო პოზიციებიდან.
1993 წლის 16 სექტემბერს დაარღვიეს რა სამშვიდობო ხელშეკრულება რუსეთის სადესანტო ნაწილების წინამძღილობით ათასობით გამხეცებული გადამთიელი შემოესია მშვიდობიან სოხუმს და მის შემოგარენს. დავით ეფაძე თავის თანამებრძოლებთან ერთად სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში გადეშვა. გადამალული ავტომატებით, მცირე ტყვია-წამლით თავდადებული მამულიშვილები თავგანწირვით ეკვეთნენ მტრის არმადას. ამ უთანასწორო ბრძოლებში სიცოცხლის ფასად ქართველმა გმირებმა შესძლეს მოწინააღმდეგის შეჩერება და გადაარჩინეს სოფლების თავისუფლება, ბირცხა, იაშტუხის მშვიდობიანი მოსახლეობა ქალები, ბავშვები, შეაჩერეს აგრეთვე სოხუმის სწრაფი-ელვისებური აღება, რაც გაცილებით კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევდა.
ამ ბრძოლებში 21 სექტემბერს ეფაძე დათო დაიღუპა ს. თავისუფლებასთან. დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის მე-2 ხარისხის ორდენით.
მე-8 ბატალიონის 1-ლი ასეულის მეთაური
ჯემალ სვანიძე
წყარო მარინა ნაჭყებია დაიბადა სოხუმში 1956 წლის 24 დეკემბერს

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.04.2021
ბოლო რედაქტირება 11.03.2022
სულ რედაქტირებულია 1

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 10.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0