სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10528

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
 გონერი ადეიშვილი  1968-93წწ. გარდ. აფხაზეთი  დაბ. სოფ. ახალშენი სოხუმი აფხაზეთი  გონერი ადეიშვილი  1968-93წწ. გარდ. აფხაზეთი  დაბ. სოფ. ახალშენი სოხუმი აფხაზეთი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ადეიშვილი სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

28       ბეჭდვა

გონერი ადეიშვილი 1968-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ახალშენი სოხუმი აფხაზეთი


გონერ (კონერი?)  ადეიშვილი  დაიბადა 1968  წლის  7  ოქტომბერს  სოხუმის  რაიონის  სოფელ  ახალშენში.
    სკოლის  დამთავრების  შემდეგ  მუშაობა  დაიწყო   სოფლის  კოოპერატივში.,მალევე  დაოჯახდა  და  შეეძინა  ქალიშვილი.ცხოვრება  წინ  მიოდიოდა  , მაგრამ  საუბედუროდ  1992  წელს   აფხაზეთში  ომი  დაიწყო   და  გონერი  ჩადგა  სამშობლოს  დამცველთა  რიგებში.  მსახურობდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2 საარმიო  კორპუსის  23-ე  მექანიზებული  ბრიგადის  მე-8  ბატალიონის  I ასეულში  ყუმბარმტყორცნელად.
 გონერ   ადეიშვილი  აქტიურად  მონაწილეობდა  ასეულის  მიერ  წარმოებულ  საბრძოლო  ოპერაციებში. იბრძოდა  ცუგუროვკის  სიმაღლის  დასაცავად.  1993  15-16  მარტს  მოწინაღმდეგის  მიერ  ქალაქ  სოხუმზე  განხორციელებული  მორიგი  შემოტევის  დროს  პოზიციების  დაბომბვისას  გონერი  მძიმედ  დაიჭრა  და  სამხედრო  ჰოსპიტალში  მკურნალობდა.
  1993  წლის  16  სექტემბერს  მტერმა  კვლავ  დაარღვია  სამშვიდობო  ხელშეკრულება და  შემოუტია  მძიმე  ტექნიკის  დარჩენილ  სოხუმს. გონერი  კვლავ  დადგა  ქვეყნისთვის  თავდადებულ  მებრძოლთა  გვერდით. მოუშუშებელი  ჭრილობის  მიუხედავად, თავისი ყუმბარმტყორცნით სოფელ  თავისუფლებასთან  მიმდინარე  სისხლისმღვრელ   ბრძოლებში  უზრუნველყოფდა  ასეულის ზურგის  უსაფრთხოებას. ამ  შეტაკებებში გონერმა   არნახული  გმირობის  მაგალითი  უჩვენა, გადაარჩინა   არაერთი  თანამებრძოლი, გაანადრურა  მტრის  ტექნიკა.
     1993  წლის  20  სექტემბერს  გმირი  ვაჟკაცი  დაიღუპა  თავისი  სახლის  სიახლოვეს,ვიემში.
 საქართველოს  პრეზიდენტის  განკარგულებით  სამშობლოს  ტერიტორიული  მთლიანობისთვის  ბრძოლაში  გამოჩენილი  გმირობის, ვაჟკაცობისა  და  თავგანწირვისათვის  გონერ  ადეიშვილს, სიკვდილის  შემდეგ,მიენიჭა  ვახტანგ  გორგასლის  III  ხარისხის  ორდენი.

წყარო მარინა ნაჭყებია დაიბადა სოხუმში 1956 წლის 24 დეკემბერს

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.04.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 08.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0