სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10609

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ბესიკ გეთია  1970-93წ. გარდ. 23წლის,  გუმისთა, სოხუმი, აფხაზეთი დაბ. სოხუმი ბესიკ გეთია  1970-93წ. გარდ. 23წლის,  გუმისთა, სოხუმი, აფხაზეთი დაბ. სოხუმი

1970-1993 წწ. გარდ. 23 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი გეთია სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

43       ბეჭდვა

ბესიკ გეთია 1970-93წ. გარდ. 23წლის, გუმისთა, სოხუმი, აფხაზეთი დაბ. სოხუმი

ბესიკ (ბესო) გივის ძე გეთია დაიბადა 1970 წლის 29 ნოემბერს, სოხუმში.


დაამთავრა სოხუმის მე-II საშუალო სკოლა. მუშაობდა ასოციაცია „სევასტოპოლტურაზმის“ დირექტორის მოადგილედ.

სოხუმის უსაზღვრო სიყვარულმა უყოყმანოდ ჩააყენა სამშობლოს დამცველთა. რიგებში. იბრძოდა პარველ ბატალიონში.

ჩვენო ძვირფასო ძმაო ბესო, ძნელია წარმოდგენა იმისა, თუ როგორ გვიმძიმს შენს და-ძმას, მშობლებს, შენს ძმაკაცებს შენთან გამოთხოვება. ძნელია ჩვენთვის უშენობა. შენ ჩვენთვის სულ ცოცხალი იქნები. ჩვენ მხოლოდ შენი ლოდინით შეგვიძლია სიცოცხლე.

სულ ამბობდი, მე თუ არ წავედი, სოხუმელები თუ არ წაველენ, ქალაქს ჩამოსულები ისე ვერ დაიცავენ, როგორც ქალაქის ყოველი კუთხე ვიცითო. სულ გვეუბნებოდი: იმათ, ვინც იბრძვის, განა მშობლები არა ჰყავთო? განა ისინი თქვენზე ნაკლებად ნერვიულობენო? სოხუმი ჩვენ უნდა დავიცვათო.

16 მარტს გუმისთის მისადგომებთან გამართული სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის დროს გმირულად დაეცი. მტერმა მუხანათურად მიგიტყუა, ქართულად დაიძახა: მიშველეთო. შენ თავდაუზოგავად გაიქეცი საშველად, ქართველებს  უჭირსო. შენ ვეღარ დაბრუნდი.

ბესო, შენში ყველაფერი განსაკუთრებული და გამორჩეული იყო. ბუნებამ სილამაზით შეგამკო, რაინდულად შემართული ვაჟკაცი ნათესავ-მეგობართა შორის სამაგალითო და საუკეთესო იყავი პატიოსნებით, ალალ-მართლობით,მიმტევებლობით, მოყვასის სიყვარულით გამოირჩეოდი.


გეთია ბესიკი გივის ძე აფხაზეთში საბრძოლო მოქმედების დაწყების პირველი დღეებიდან ირიცხებოდა 23-ე ბრიგადის პირველ მოტომსროლელ ბატალიონში სადაზვერვო ოცეულში მზვერავად. მონაწილოებდა ბატალიონის ყველა ოპერაციაში, მან თავი გამოიჩინა 1993 წლის 5 იანვრის აფხაზ სეპარატისტთა შემოტევის დროს. 15 მარტის დღის მეორე ნახევარში, ბესო გეთიამ, როგორც კი გაიგო, აფხაზმა ბოევიკებმა ჩვენი პოზიციები გაარღვიესოსო, მაშინვე პოზიციისკენ გასწია. გუმისთის მისადგომებთან ჩაერთო სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში. 16 მარტის დილის საათებში, როდესაც ჩვენმა მეომრებმა შესძლეს აფხაზი ბოევიკების შემოტევის მოგერიება, გადავიდნენ კონტრ-შეტევაზე, და დაიწყეს დარჩენილი ჯგუფების გაწმენდა გუმისთის მისადგომებთან. სომხის სახლში აფხაზ ბოევიკებს ტყვედ ჰყავდათ აყვანილი ქართველი მებრძოლი. ბესო გეთიამ და მისმა თანამებრძოლმა შეუტიეს ალყაშემორტყმულ სახლს, რათა დაეხსნათ ქართველი მებრძოლი. გაიმართა უთანასწორო ბრძოლა, ბესომ და მისმა თანამებრძოლმა შესძლეს სახლში შეღწევა ბრძოლით და ქართველი მეომრის გადარჩენა, მაგრამ თვითონ შეიწირა მტრის ტყვიამ.
1993 წლის 25 მარტს ბესო გეთია დაასაფლავეს სოხუმში. გეთია ბესიკი დაჯილდოებულია მედლით ,,მხედრული მამაცობისათვის,,.

წყარო მარინა ნაჭყებია დაიბადა სოხუმში 1956 წლის 24 დეკემბერს

ჭიდილი მხეცებთან ნოველა ავტორი ნუგზარ ქებურია

 ბესიკ გეთია იყო 23-ე ბრიგადის 1-ლი ბატალიონის მზვერავი, სოხუმელი, ძალზე ახალგაზრდა, ლამაზი ტან-ფეხის, ჭკვიანი ენერგიული, უმაგრესი პატრიოტი,  სამშობლოს ერთგული და გაუყიდავი ადამიანი.

         განსაკუთრებული მამაცობა გამოიჩინა 1993 წ.15-16 მარტს გუმისთასთან ბრძოლებში...

      16 მარტს დილის 5 საათზე მან თავისი ბატალიონის ხელმძღვანელობას აცნობა, რომ გუმისთის ხიდის მისვლამდე, გზის ხელმარჯვნივ, ფერდობზე სომხების ორსართულიანი სახლების სარდაფებში გამაგრებული იყვნენ რუსეთის უშიშროების სამსახურის მიერ დაქირავებული და სპეციალურად მომზადებული აფხაზური მხარის ბოევიკები. რომლებსაც სომხების სახლთან გზა ჰქონდთ ჩაკეტილი.  გზის იქეთა მხარეს ჩარჩენილი იყო 1-ლი ბატალიონის, გია ელიავას ასეული, რომლის შემადგენლობაში, თითქმის ყველა ზემო კელასურელი მეომარი იყო...

         გამთენიისას 1-ლი ბატალიონის მეომრებმა შეძლეს აფხაზური მხარის მეომრების  შემოტევის მოგერიება, გადავიდნენ კონტრ-შეტევაზე, დაიწყეს დარჩენილი ჯგუფების გაწმენდა გუმისთის მისადგომებთან და ფრონტის ხაზის ნელ-ნელა გასწორება... 

     ბატალიონის  საველე შტაბი იყო აჩადარაში, ფრონტის ხაზიდან 150 მეტრის დაშორებით, ციტრუსების პლანტაციებთან ახლოს მდებარე შენობაში. აქედან ანაწილებდა მეთაური, დავით ღვინჯილია, ბატალიონის ცალ-ცალკე ჯგუფებად დაყოფილ მებრძოლებს.          

         მზვერავთა ჯგუფის მეომრები, ბესიკ გეთიას მეთაურობით გაემართა აჩადარის, სამეურნეო ტექნიკის  სარემონტო  საწარმოს, ნახევრად დანგრეული შენობის მიმართულებით, სადაც ადგილობრივთა ცნობით  აფხაზური მხარის ბოევიკებს, რამდენიმე აჩადარელი მაცხოვრებელი ჰყავდათ ალყაში მოქცეული და სარემონტო საწარმოს, რომელიღაც შენობაში ჩაკეტილი.  ქართველების მხრიდან ალყაში  შეჭრის მცდელობის შემთხვევაში მათი ცოცხლად დაწვით იმუქრებოდნენ...                                                                      

         მზვერავთა ჯგუფის მებრძოლებმა ელვისებურად შეუტიეს ალყაშემორტყმულ შენობას და მათ როგორღაც შესძლეს ალყის გარღვევა და შენობაში შეღწევა , მაგრამ მისი გაწმენდა აფხაზური მხარის ბოევიკებისგან და ტყვეთა განთავისუფლება ადვილი არ აღმოჩნდა.

        აფხაზური მხარის ბოევიკებმა, როგორც კი შენიშნეს ქართველი მეომრების მიახლოვება მაშინვე ცეცხლი გაუხსნეს. ბესიკ გეთია შენობის კედელს აედევნა და სადღაც სამშენებლო ნაგავის ყუთთან ახლოს  ჩაჯდა და მუხლებზე ჩაჩოქილმა ავტომატის ზუსტი დამიზნებით მიზანში ამოიღო ორი ბოევიკი, რომლებიც უკნიდან, მეორე შენობის მხრიდან უჭრიდათ გზას.

          - არ გაინძრეთ!.. - გაისმა უცებ შენობებს შორის ყმაწვილი მზვერავი ბიჭის რუსული ბრძანება. აფხაზი ბოევიკები მოულოდნელობისაგან გაშრნენ. ადგილიდან განძრევა არც უფიქრიათ. - გაფრთხილებთ! ხელის ოდნავი განძრევა და მოვიდა ტყია!... - გაუმეორა მან.

        - დაუშვით იარაღი! - თავისიანებს გასძახა შავგვრემანმა,  შუახნის წვერებიანმა ბოევიკმა და რამდენიმე ნაბიჯი ქართველი მზვერავი ბიჭის მიმართილებით გადადგა. - არ ისროლოთ!..

       - ვინ ხართ!..

       - მე აფხაზი ვარ!.. მეთაურის მოადგილე!.. და შენ ძალიან კარგად მიცნობ!... მაგრამ ახლა ამის დრო არ არის!.. პირდაპირ მითხარი, რა გინდათ?!..

        ბესიკმა იცნო სოხუმელი ფაჩულია მამაძაღლი, მაგრამ ახლა, ამის დრო მართლაც არ იყო და პირდაპირ უთხრა:

       - ჩვენი ცნობით, სადღაც აქ, ამ საწარმოს ტერიტორიაზე თქვენს ხალხს,  რამდენიმე აჩადარელი მშვიდობიანი მაცხოვრებელი ჰყავთ, რომელიღაც შენობაში ჩაკეტილი.

     - კი, მართალია!.. - უპასუხა აფხაზმა ფაჩულიამ და ალმაცერად გახედა შენობის კუთხეს ამოფარებულ რამდენიმე კბილებამდე შეიარაღებულ ქართველ მებრძოლს და აფხაზების მიმართულებით დამიზნებულ ავტომატის ლულებს. - მეთაურს უნდა ველაპარაკო!.. რამდანიმე წუთი მჭირდება!..

       - კარგი!.. - დაეთანხმა ქართველი მზვერავი.

      მართლაც, ცოტა ხანში, აფხაზთა ჯგუფის მეთაური, ფოცხვერის სისწრაფით მობრუნდა...


       - რა ქენით?..

      - მეთაურს ველაპარაკე, მაგრამ!..

      - ფაჩულია, მომისმინე!.. - სწრაფად გააწყვეტინა ბესიკმა. - შენობაში მე თვითონ შევალ, შენ მხოლოდ ის მითხარი, ამ შენობებშია თუ არა, და ეს ადგილი  სად არის?..

     - მეთაურმა მითხრა, შენს ახლობელთან ერთად რამდენიმე ქართველი ადგილობრივი კაციაო  დატყვევებული და მათი ადგილსამყოფელის დასადგენად ერთი მაღალჩინოსნის დათანხმებააო საჭირო. - აცნობა მან დამწუხრებული ხმით.

   - ვაჭრობა არ მინდა! - უყოყმანოდ მიუგო ბესიკ გეთიამ. - ის ბიჭი ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანის ახლობელია. პირდაპირ მითხარი, რას ითხოვენ ამ ინფორმაციისთვის?.. შეიძლება ჩვენი მაღალჩინოსნის დათანხმებაც გახდეს საჭირო!..

   - თქვენი ბატალიონის მეომრების მიერ წუხელ ტყვედ აყვანილ ციმცბას და ბენიას!.. - ფაჩულიამ გაჭირვებით ამოთქვა მათი გვარები...

   - გაცვლა უნდათ?..                                                                                                      - არა!..                                                                                                                                         - აბა, რა ჯანდაბა, უნდათ?..                                                                                           - ციმცბას და ბენიას უვნებელს თუ მოუყვან, ესენი თქვენების ადგილსამყოფელს გეტყვიან და აქაურობას დატოვებენ...                                                                                

         -კი, მაგრამ!..                                                                                                                

         - ბესიკ!.. მართალია მე ვალში ვარ შინთან, იმის გამო, რომ ომის დაწყებისთანავე, რამდენიმე ჩემი ახლობელი ადამიანი გუმისთაზე უვნებლად გადამაყვანიე, მაგრამ მე ახლა შუამავლის როლში ვარ, თქვენსა და აფხაზებს შორის და მკაცრად გამაფრთხილეს, ყოველგვარი მაგრამის გარეშე მელაპარაკა თქვენთან. იქ, იქნება ორი თუ სამი მცველი, ყველაზე მეტი ოთხი, ჩემს გვერდით რომ დგას მებრძოლი, ამათი ჯიშის და ჯილაგის, სამივეს გააგორებთ და გაიყვანთ თქვენს ხალხს...                                                                                 - ძალიან კარგი! - ბესიკმა უხმოდ ამოიღო სამხედრო ქურთუკის ჯიბიდან ყავისფერი თხელი ბლოკნოტი და ფანქარი, რაღაც მოკლე ჩანაწერი გააკეთა და თავის ახლო მეგობარს, ვახტანგ ქარდავას გადასცა. - გთხოვ, სწრაფად იმოქმედე... - და ჩანაწერი გადასცა.

   ვახტანგი სწრაფად შემოტრიალდა და უსიტყვოდ გაუჩინარდა.                                                                           

          ბესიკ გეთია მეგრულად ელაპარაკებოდა აფხაზ ფაჩულიას და მათი საუბრისა არაფერი გაეგებოდა კაზაკ ბოევიკს, ის დაკვირვებით შესცქეროდა ქართველი მზვერავი ბიჭის, ჯერ კიდევ ბავშვურ, მაგრამ ვაჟკაცურ სახის ნაკვთებს და დუმდა, მაგრამ მისი დუმილი, რაღაც ავისმომასწავებელ, საშინელ ხმაურზე უფრო ძლიერი იყო.

      - ნუ გეშინია,  ყველაფერი კარგად იქნება!.. - უთხრა აფხაზმა ფაჩულიამ ქართველ მზვერავს, როცა ორივე ტყვე უვნებლად ჩაიბარა და თვალით ანიშნა ქართველ ტყვეთა ადგილსამყოფელი.

      - მე არაფრის არ მეშინია, ვინმესი რომ მშინებოდა აქ არ მოვიდოდი. - მიუგო ქართველმა მზვერავმა. დაიცადა სანამ ფაჩულიას ჯგუფი იქაურობას გაეცლებოდა და შტურმისთვის მოემზადა.

         ბესიკი მცირე ხანს გაუნძრევლად და დაძაბული იყურებოდა საეჭვო დარბაზისკენ. ცოტაც და მის ხელში დაჭრილი მხეცივით იღრიალა რუსულმა ავტომატმა. 

     შემდეგ ვახტანგ ქარდავა და კიდევ ორი ამერიკულ ფორმიანი ქართველი მებრძოლის სამხედრო ბათინკების ბახა-ბუხი გაისმა. 

       შიგნით განსაცდელში მყოფთ კარგად ესმოდათ, თანდათან, როგორ ძლიერდებოდა ფეხის ხმა, ყვირილი, ველური, ბრძოლისათვის დამახასიათებელი შეძახილები, მერე ხელყუმბარის გამაყრუებელი აფეთქების ხმა. და დარბაზის კარი ვიღაცამ თუ რაღაცამ შემოანგრია.

       სანამ დაბნეული და შიშით ატანილი ტყვეები რამეს მოიფიქრებდნენ, შემონგრეულ კართან, ქართველი მზვერავი ძეგლივით აღიმართა.

       - ჩქარა! გადით აქედან!.. - შეუძახა მან რიხით.

    ყველაზე პატარა ტყვე ბიჭმა, სოხუმილი ნაცნობი,  რომ დაინახა გაუხარდა, გამოუცნობი, რაღაც ნაღვლიანი ღიმილი შეაგება ქართველ მზვერავს...

        უცებ, დარბაზის ფიცრებით აჭედილ ფანჯრის ჭურჭუტანიდან ავტომატის ლულა გამოჩნდა...                                                                                                                        

       - ამას მე შევაკავებ, თქვენ გადით აქედან!.. - მთელი ხმით უყვირა ბესომ თავის მეგობრებს და ზედი-ზედ მოკლე ჯერი მიუშვა ფანჯრის მიმართულებით, მაგრამ უხილავმა მტერმაც მოასწრო ერთი საბედისწერო გასროლის გაკეთება... ქართველი მზვერავი ბიჭი საშინლად მოეშვა, მთვრალივით დაბარბაცდა და მოცელილივით ჩაიკეცა...

       ხელში დაჭრილი ვახტანგ ქარდავა სწრაფად შემობრუნდა მეგობრის დასახმარებლად, მაგრამ თვალებ ბრიალა სოხუმელი ბიჭი სისხლისგან ნელ-ნელა იცლებოდა და ძალა თანდათან ელეოდა..



ბესიკ გივის ძე გეთია დაიბადა 1970 წლის 29 ნოემბერს. დაამთავრა ქალაქ სოხუმის მე-11. საშუალო სკოლა. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1992 წლის 26 სექტემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის | მოტომსროლელ ბატალიონში სადაზვერვო ოცეულის მზვერავად. მონაწილეობდა ბატალიონის მიერ განხორციელებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში. თავი გამოიჩინა 1993 წლის 5 იანვარს, აფხაზ სეპარატისთა ერთ-ერთი შემოტევის დროს. 15 მარტს, ბესომ, როგორც კი გაიგო, რომ აფხაზმა „ბოევიკებმა“ ჩვენი პოზიციები გაარღვიეს, მაშინვე იქ გაჩნდა და სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ჩაერთო. 16 მარტს ჩვენმა მეომრებმა აფხაზი „ბოევიკების“ შეტევა მოიგერიეს, კონტშეტევაზე გადავიდნენ და დაიწყეს დარჩენილი ჯგუფების გაწმენდა გუმისთის მისადგომებთან. ერთ-ერთ სახლში მოწინააღმდეგეს ტყვედ ჰყავდა აყვანილი ქართველი მებრძოლი, ბესო გეთიამ და მისმა თანამებრძოლმა ალყაშემორტყმულ სახლს შეუტიეს, გაიმართა უთანასწორო ბრძოლა, ბიჭებმა შეძლეს სახლში შეღწევა და ქართველი მეომრის გადარჩენა, მაგრამ ბესიკი მტრის ტყვიას ვერ გადაურჩა.


დაკრძალულია  ქალაქ სოხუმში. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ბესიკ გეთია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II

ხარისხის ორდენით და მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის”.

წიგნიდან საქართველო


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.04.2021
ბოლო რედაქტირება 25.03.2022
სულ რედაქტირებულია 2

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 10.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0