სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
მერი პაკელიანი 1954-93წწ. გარდ. კამანი სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი მერი პაკელიანი 1954-93წწ. გარდ. კამანი სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი მერი პაკელიანი 1954-93წწ. გარდ. კამანი სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი მერი პაკელიანი 1954-93წწ. გარდ. კამანი სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

1954-1993 წწ. გარდ. 39 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი პაკელიანი სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

37       ბეჭდვა

მერი პაკელიანი 1954-93წწ. გარდ. კამანი სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

მერი ლაზარეს ასული პაკელიანი

მე-8 ბატალიონის III ასეული
დაიბადა 1954 წლის 12 ივნისს, ქალაქ სოხუმში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა ქ. სოხუმის სამედიცინო ტექნიკუმში. სწავლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო კამანში არსებულ მოხუცებულთა და ინვალიდთა პანსიონატში მედდად.

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე მერი გვერდით დაუდგა თანასოფლელებს. ასეულის მებრძოლებს ეხმარებოდა და საჭიროების შემთხვევაში პირველად სამედიცინო დახმარებას უწევდა.
მერი პაკელიანს ორი პატარა შვილი, დავითი და დიმიტრი ნათესავებთან ჰყავდა დატოვებული, რომლებსაც აკითხავდა, მოინახულებდა და ისევ კამანში ბრუნდებოდა. მის ასეულში სხვა თანასოფლელებთან ერთად მისი მეუღლე ალექსანდრე გამსახურდიაც იბრძოდა.
1993 წლის 5 ივლისს, საწინააღმდეგო მხრიდან კამანზე განხორციელებულ იქნა ფართომასშტაბიანი შემოტევა, გენერალ ლებედის საშტურმო-სადესანტო ბატალიონის მეშვეობით, რომელსაც ასეულის 40 კაციანი ჯგუფი უწევდა წინააღმდეგობას. ამ დროს მერი პაკელიანი თავის თანამებრძოლებთან პირველ საგუშაგოზე იმყოფებოდა, აქვე იყო მისი მეუღლეც. მერი თანამებრძოლებს მჭიდებს უტენიდა და ამარაგებდა. როდესაც მტერი უკვე ძალიან ახლოს მოვიდა, მერის უბრძანეს იქაურობას გაცლოდა და იქვე ახლოს ეკლესიისთვის შეეფარებინა თავი. მიუხედავად იმისა, რომ მეუღლის დატოვება უჭირდა, იძულებული იყო დაეტოვებინა საგუშაგო. გასვლის წინ კიდევ ერთხელ შეამოწმა იარაღი, ბიჭებს შესძახა -აბა თქვენ იცით! და სროლასროლით გასწია ეკლესიისაკენ. მეუღლემ თვალი გააყოლა და დაინახა, თუ ეკლესიის ეზოს შესასვლელში როგორ წაბორძიკდა, შემდეგი მისი მოქმედება მეუღლეს არ უნახია, რადგან ამ ყველაფერს ეკლესიის კედელი ფარავდა. თუმცა სროლების და აფეთქების ხმები არავის გამოპარვია...
ერთი თვის შემდეგ კამანელი გმირების გამოსვენების დროს, იქ მყოფ აფხაზებისგან იქნა ცნობილი, რომ ამ დაჭრილ ქალმა სიკვდილის წინ ხელყუმბარა გახსნა და მტერთაგან ოთხი ბოევიკი შეიწირა!
მერი პაკელიანს სიკვდილის შემდეგ მიენიჭა „ვ. გორგასალის I ხარისხის ორდენი“
წყარო მარინა ნაჭყებია დაიბადა სოხუმში 1956 წლის 24 დეკემბერს


მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი


მე-8 ბატალიონის III ასეული

დაიბადა 1954 წლის 12 ივნისს, ქალაქ სოხუმში. საშუალო სკოლის დამთავრების

შემდეგ სწავლა გააგრძელა ქ. სოხუმის სამედიცინო ტექნიკუმში. სწავლის

დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო კამანში არსებულ მოხუცებულთა და

ინვალიდთა პანსიონატში მედდად.

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე მერი გვერდით დაუდგა

თანასოფლელებს. ასეულის მებრძოლებს ეხმარებოდა და საჭიროების შემთხვევაში

პირველად სამედიცინო დახმარებას უწევდა.

მერი პაკელიანს ორი პატარა შვილი, დავითი და დიმიტრი ნათესავებთან ჰყავდა

დატოვებული, რომლებსაც აკითხავდა, მოინახულებდა და ისევ კამანში ბრუნდებოდა.

მის ასეულში სხვა თანასოფლელებთან ერთად მისი მეუღლე ალექსანდრე

გამსახურდიაც იბრძოდა.

1993 წლის 5 ივლისს, საწინააღმდეგო მხრიდან კამანზე განხორციელებულ იქნა

ფართომასშტაბიანი შემოტევა, გენერალ ლებედის საშტურმო-სადესანტო ბატალიონის

მეშვეობით, რომელსაც ასეულის 40 კაციანი ჯგუფი უწევდა წინააღმდეგობას. ამ დროს

მერი პაკელიანი თავის თანამებრძოლებთან პირველ საგუშაგოზე იმყოფებოდა, აქვე

იყო მისი მეუღლეც. მერი თანამებრძოლებს მჭიდებს უტენიდა და ამარაგებდა.

როდესაც მტერი უკვე ძალიან ახლოს მოვიდა, მერის უბრძანეს იქაურობას გაცლოდა

და იქვე ახლოს ეკლესიისთვის შეეფარებინა თავი. მიუხედავად იმისა, რომ მეუღლის

დატოვება უჭირდა, იძულებული იყო დაეტოვებინა საგუშაგო. გასვლის წინ კიდევ

ერთხელ შეამოწმა იარაღი, ბიჭებს შესძახა -აბა თქვენ იცით! და სროლასროლით

გასწია ეკლეესიისაკენ. მეუღლემ თვალი გააყოლა და დაინახა, თუ ეკლესიის ეზოს

შესასვლელში როგორ წაბორძიკდა, შემდეგი მისი მოქმედება მეუღლეს არ უნახია,

რადგან ამ ყველაფერს ეკლესიის კედელი

ფარავდა. თუმცა სროლების და აფეთქების ხმები არავის გამოპარვია…

ერთი თვის შემდეგ კამანელი გმირების გამოსვენების დროს, იქ მყოფ აფხაზებისგან

იქნა ცნობილი, რომ ამ დაჭრილ ქალმა სიკვდილის წინ ხელყუმბარა გახსნა და

მტერთაგან ოთხი ბოევიკი შეიწირა!

მერი პაკელიანს სიკვდილის შემდეგ მიენიჭა „ვ. გორგასალის I ხარისხის ორდენი“




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.04.2021
ბოლო რედაქტირება 17.11.2022
სულ რედაქტირებულია 2

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 06.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0