სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10528

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ნოდარ მიბჩუანი 1961-93წწ გარდ. არადუ ოჩამჩირე დ. სოფ კოჩარა ოჩამჩირე აფხაზეთი ნოდარ მიბჩუანი 1961-93წწ გარდ. არადუ ოჩამჩირე დ. სოფ კოჩარა ოჩამჩირე აფხაზეთი ნოდარ მიბჩუანი 1961-93წწ გარდ. არადუ ოჩამჩირე დ. სოფ კოჩარა ოჩამჩირე აფხაზეთი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი მიბჩუანი სია

ოჩამჩირე გამოჩენილი ადამიანები სრული სია

28       ბეჭდვა

ნოდარ მიბჩუანი 1961-93წწ გარდ. არადუ ოჩამჩირე დ. სოფ კოჩარა ოჩამჩირე აფხაზეთი


ნოდარ ვალოს ძე მიბჩუანი დაიბადა 1961 წლის 16 დეკემბერს სოფელ კოჩარაში. ვალო და პოპო მიბჩუანებს 8 ქალიშვილიან ოჯახში მე-9 და ერთადერთი ვაჟიშვილი იყო ნოდარი. მთელი სოფელი ულოცავდა ვალოს მემკვიდრის დაბადებას.
მშობლებიცა და სკოლაც ჭაბუკს სამშობლოს სიყვარულის სულისკვეთებით ზრდიდნენ. ნოდარი ფიზიკურად ძლიერი, გულადი, ალალმართალი ვაჟკაცი იყო.
კოჩარის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ საბჭოთა არმიის რიგებში გაიწვიეს. დემობილიზაციის შემდეგ დედისერთა ვაჟკაცმა თავის გულისსწორი მონახა და დაოჯახდა.
აფხაზეთში ომის დაწყებისთანავე ნოდარი სამშობლოს დამცველთა რიგებში ჩადგა. მან განსაკუთრებით განიცადა ბიძის – ჭიჭიკო დადვანის დაღუპვა.


ნოდარი მონაწილეობას იღებდა საომარ ოპერაციებში – ტამიშში, ცაგერაში, არადუში.
1993 წლის 2 ივლისს ნოდარი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე სოფელ არადუში.
ოთხი დღე ეძებდნენ მის ცხედარს თანამებრძოლები. ბოლოს სოფელ არადუს ტერიტორიაზე ნახეს. საჭირო იყო მისი გადმოსვენება, მაგრამ ომის ქარ-ცეცხლში ეს არც ისე ადვილი საქმე იყო. აქ ნოდარის თანამებრძოლებს დახმარება აღმოუჩინეს იმ დროს ოჩამჩირეში დისლოცირებულმა ლოთი ქობალიას რაზმის წევრებმა.
საკუთარი სიცოცხლის ფასად არადუში შევიდნენ და ნოდარის ცხედარი გადმოასვენეს რევაზ და ბათა მიბჩუანებმა, ვალიკო დადვანმა, ვალიკო ბერიანმა, მუხრან მარგიანმა, ვახტანგ მარგიანმა, ჯეირან იოსელიანმა. ნოდარ მიბჩუანის ნეშტი ზუგდიდის მიწას მიაბარეს.

წყარო მარინა ნაჭყებია დაიბადა სოხუმში 1956 წლის 24 დეკემბერს



ნოდარ ვალოს ძე მიბჩუანი დაიბადა 1961 წლის 16 დეკემბერს, ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარაში. ვალო და პოპო მიბჩუანების ოჯახში, 8 ქალიშვილი და მე-9 და ერთადერთი ვაჟი, ნოდარი ჰყავდათ. კოჩარის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, ნოდარი, საბჭოთა არმიის რიგებში გაიწვიეს. დემობილიზაციის შემდეგ დაოჯახდა.
აფხაზეთში ომის დაწყებისთანავე, ნოდარი სამშობლოს დამცველთა რიგებში ჩადგა. 1992 წლის აგვისტოდან იბრძოდა მე-II ბრიგადის ბატალიონ "ავაზაში". 1993 წლის 2 ივლისს, ნოდარი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.
ნოდარი მონაწილეობას იღებდა საომარ ოპერაციებში – ცაგერაში, არადუში, ტამიშში. ორი დღე ეძებდნენ მის ცხედარს თანამებრძოლები.. საჭირო იყო მისი გადმოსვენება, მაგრამ ომის ქარ-ცეცხლში, ეს, არც ისე ადვილი იყო. რევაზ და ბათა მიბჩუანები, ვალიკო დადვანი, ვალიკო ბერიანი, მუხრან და ვახტანგ მარგიანები, საკუთარი სიცოცხლის ფასად, ბრძოლის ველზე შევიდნენ და ნოდარის ცხედარი გადმოასვენეს.  ნოდარ მიბჩუანის ნეშტი ზუგდიდში დაკრძალეს.
ნინო მიბჩუანი, და: " ჩვენ 9 დედმამიშვილი ვიყავით, მერვე იყო ნოდარი და შემდეგ მე. 8 დას, ერთი ძმა გვყავდა; 7 გოგონას შემდეგ, ვაჟის დაბადება, განსაკუთრებით უზეიმია ჩემს ოჯახს. ბავშვობა გვქონდა ლაღი, უდარდელი. სკოლის დასრულების შემდეგ, სავალდებულო სამხედრო სამსახური მოიხადა. იქიდან რომ დაბრუნდა, დაქორწინდა. ნოდარს ორი ვაჟი დარჩა.
იყო ძალიან გულისხმიერი და კარგი ადამიანი. ჩვენ სოფელში, დღესაც კი, ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, ყველა იტყვის, რომ ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანი იყო, თავისი ფიზიკურობით, ადამიანობით, წესიერებით და ვაჟკაცობით ...
მერე აფხაზეთის ომი დაიწყო, რომელშიც დაწყებისთანავე ჩაერთო. ჩვენი ოჯახიდან სხვებიც იბრძოდნენ, დედაჩემის ძმა, ჭიჭიკო დადვანი, დეიდაშვილი კარლო მარგიანი, ნათესავები, მეზობლები_ყველა ერთად იბრძოდა... როდესაც მოსახლეობამ კოჩარა დატოვა, ნოდარმა ცოლ-შვილი კაზრეთში გააგზავნა სხვებთან ერთად. მამაჩემი დიდხანს არ გამოდიოდა, არ ტოვებდა სოფელს, სახლს. არ ეგონა, რომ ასე დასრულდებოდა ეს ომი. თუმცა, მოგვიანებით მამაც იძულებული გახდა, გამოსულიყო. 2 კვირა მოდიოდა ტყე-ტყე; გამოსვლისას, გზად, ერთმა აფხაზმა, რომელსაც ცოლი ქართველი ჰყავდა, შეიფარა და გადამალა; ბოლოს, მამა,სამშვიდობოს გამოვიდა.
ნოდარს ერთი დღე არ დაუტოვებია აფხაზეთი და თანამებრძოლები. იბრძოდა ბოლომდე, სანამ არ დაიღუპა. დედაჩემი ეუბნებოდა, გამოდი, შენ შვილებს რას უპირებ, რამე რომ დაგემართოსო; განსაკუთრებით მას შემდეგ სთხოვდა დედა ომიდან წამოსვლას, რაც ჩვენი დეიდაშვილი, კარლო მარგიანი დაიღუპა და, ასევე, ბიძაჩემიც_ ჭიჭიკო დადვანი, რომელიც 3 წლის წინ გადმოასვენეს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით. ნოდარი ყოველთვის ეუბნებოდა დედას, - "მე ჩემს თანამებრძოლებს და ჩემს მიწა-წყალს ვერ მივატოვებო. ამდენი დები მყავს და თუ რამე დამემართება, ვიცი, ჩემ შვილებს, უპატრონოდ არ დატოვებთ. ომი რომ დამთავრდება, ვისთან დავჯდე და ხმა როგორ ამოვიღო?! როგორ გავაგრძელო ცხოვრება, რა უნდა თქვან_ გამოიპარა და თანამებრძოლები, თავისი მიწა მიატოვა?! ამას არასდროს გავაკეთებო." მისი ეს სიტყვები, ახლაც ცხადად მახსოვს. ბევრი წავიდა მაშინ, ზოგმა_ რუსეთს შეაფარა თავი, ზოგი_ აქეთ გადმოვიდა, მაგრამ ნოდარმა ეს არ გააკეთა.
ტამიშის დესანტის დროს დაიღუპა, 2 ივლისს, გამთენიისას, რუსულ დესანტთან შეტაკების დროს. ჩვენი ბევრი თანასოფლელი და ნათესავი დაიღუპა ამ შეტაკების დროს; ჩემ ძმასთან ერთად იყო ჩვენი მეზობელი, ჯეირან იოსელიანი, რომელიც დაიჭრა ბრძოლისას. ნოდარმა დაჭრილი არ მიატოვა; მასთან ერთად, კიდევ ერთი ბიჭი დარჩა_ედემ კვარაცხელია. ეს არის გმირობა, როცა დაჭრილ მეგობარს, ბრძოლის ველზე არ მიატოვებ; გმირობაა, როცა იცი, რომ სიკვდილისთვის ხარ განწირული და ბრძოლას მაინც აგრძელებ!.. ჩემ ძმას შეეძლო, გამოსულიყო სამშვიდობოს, მაგრამ ეს არ გააკეთა, ვაჟკაცურად იბრძოდა სიცოცხლის ბოლო წუთამდე, სხვანაირად, ის, ვერ მოიქცეოდა!..
ღმერთის წყალობით, ჯეირანი მაშინ გადარჩა და მან მოგვიყვა_ ნოდარს ავტომატის ტყვიები დაუმთავრდა, მერე, ავტომატი,ჯეირანისთვის გამოურთმევია და იმით ისროდა.  შემდეგ, მოწინააღმდეგეს, ყუმბართმტყორცნით დაუწყია სროლა; სწორედ მაშინ დაღუპულან ჩემი ძმაც და ედემ კვარაცხელიაც. რაც შეეხება ჯეირანს, როდესაც რუსები გაწმენდაზე შემოვიდნენ, ისიც მკვდარი ეგონათ, ასე გადარჩა.
2 დღის შემდეგ, ჩვენმა ბიჭებმა შეძლეს და ნოდარის ცხედარი გამოიტანეს ბრძოლის ველიდან; ოჩამჩირეში გადმოასვენეს და შემდეგ ზუგდიდში... იქ დავასაფლავეთ..."
ბათა მიბჩუანი, თანამებრძოლი: "ნოდარი ჩემი ბიძაშვილი იყო, ერთად ვიბრძოდით. დინჯი ბიჭი იყო, ძლიერი და ვაჟკაცური; უღალატო და ერთგული, თავისი ქვეყნისაც, ხალხისაც და მეგობრებისაც. ფიზიკურადაც კარგი ვაჟკაცი იყო, მაღალი, ახოვანი, ორ მეტრამდე სიმაღლის.
ომის დაწყებიდან იბრძოდა. ტამიშის დესანტის დროს დაიღუპა ნოდარი, 2 ივლისს. როცა იმ შენობაში, სადაც ბიჭები იყვნენ, დესანტი შემოვიდა, ნოდარი ორი ავტომატით გასულა კარში და სროლა დაუწყია; მოწინააღმდეგემ კი ყუმბართმტყორცნიდან ესროლა. ორივე_ნოდარი და ედემ კვარაცხელია, ადგილზე დაიღუპნენ.
2 დღის შემდეგ შევძელით მისი ცხედრის გამოტანა ბრძოლის ველიდან. მესამე დღეს განვახორციელეთ შეტევა ტამიშზე; ყველა ქართული შენაერთი ერთად იბრძოდა; ჩვენ, ადგილობრივები, ჩოლოყაშვილის ბატალიონის შემადგენლობაში ვიყავით. მხედრიონელებმა ორი ტანკი მოიყვანეს, მაგარი ბიჭები იყვნენ. ნოდარის და ედემ კვარაცხელიას ცხედრები, ე.წ. ‘’მაიმუნების პიტომნიკის’’ მიმდებარე ტერიტორიაზე ვიპოვეთ... ოჩამჩირეში გადავასვენეთ.. მაშინ ბევრი მებრძოლი დავკარგეთ, ღმერთმა გაანათლოს მათი სულები და მადლობა თქვენ, რომ იმ ვაჟკაც ბიჭებს არ ივიწყებთ და მათზე საზოგადოებას უამბობთ."


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.04.2021
ბოლო რედაქტირება 18.12.2023
სულ რედაქტირებულია 1





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0