მამუკა დანელია 1965-93წწ გარდ. აფხაზეთი დ. თბილისი
მამუკა და ირაკლი დანელიები(ძმები)
მამუკა დაიბადა 1965 წლის 15 ივნისს ქ. თბილისში.1971 წელს სწავლა დაიწყო ქ. თბილისის 102-ე საშუალო სკოლაში. 1981 წლიდან არის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტი. გაწვეული იყო სსრკ სამხედრო სავალდებულო სამსახურში. დემობილიზაციის შემდეგ, სწავლასთან ერთად მუშაობა დაიწყო საქართველოს ავღანეთის ვეტერანთა კავშირთან აესებულ დეტექტურ საზოგადოება ''დეტა''-ში, ინსპექტორად. აფხაზეთში ომის დაწყებისთანავე, მამუკა დანელია ჩაირიცხა ავღანეთის სპეცდანიშნულების ასეულში, რომელიც 1992 წლის 28 აგვისტოს ჩაება საბრძოლო მოქმედებებში. შემდგომ მამუკა ირიცხება ს/ნ 55060-ში და იბრძოდა აფხაზეთში.
1993 წლის 15 ივლისს დაიღუპა მიშველის მთაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს.
თბილისში გადმოსვენებული იქნა 1993 წლის 20 აგვისტოს! დაკრძალულია ქ. თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.
ირაკლი ანზორის ძე დანელია
დაიბადა 1971 წელს 12 სექტემბერს ქ, თბილისში. 1977 წელს შევიდა ქ. თბილისის 102-ე საშუალო სკოლაში. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ქ. თბილისის მსუბუქი მრეწველობის ტექნიკუმში. სწავლის პარალელურად აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობაში. მონაწილეობდა თითქმის ყველა აქციაში, რომელიც მიძღვნილი იყო საქართველოს დამოუკიდებლობისადმი. ჩართული იყო სამაჩაბლოში მიმდინარე პროცესებში.
აფხაზეთში ომის დაწყებისთანავე ჩაება საბრძოლო მოქმედებებში. 1992 წლის 22 ოქტომბერს, სოფელ აჩადარაში საომარი მოქმედებების დროს დაიჭრა და გადმოყვანილი იქნა ქ. თბილისში.
გარდაიცვალა 1992 წლის 23 ოქტომბერს. დაკრძალულია ქ. თბილისში , საბურთალოს სასაფლაოზე.
წყარო მარინა ნაჭყებია დაიბადა სოხუმში 1956 წლის 24 დეკემბერს