სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე
3.13 დავით VI ნარინი(1225-1293)  1246-1259 წწ. ერთიანი საქართველოს მეფე

1225-1293 წწ. გარდ. 68 წლის

ბმულის კოპირება

საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

10       ბეჭდვა

3.13 დავით VI ნარინი(1225-1293) 1246-1259 წწ. ერთიანი საქართველოს მეფე

დავით VI ნარინი (დ. დაახლოებით 1225 — გ. 1293) — საქართველოს მეფე 1245 (1247)-1293, რუსუდან მეფის ძე.

დაახლოებით 1230 წელს, როდესაც აღმოსავლეთ საქართველო ხვარაზმელებს ჰქონდათ დაპყრობილი და სამეფო კარი ქუთაისში იყო გახიზნული, მცირეწლოვანი დავითი დედამ თანამოსაყდრედ დასვა. მონღოლებთან რუსუდანის შეთანხმების შემდეგ, დაახლოებით 1242-1243 წლებში, დედა-შვილი თბილისში დაბრუნდა. იმავე წლებში მონღოლთა ადგილობრივმა ხელისუფლებამ ტახტის მემკვიდრე, ქართველი დიდებულ ფეოდალთა ერთი ჯგუფის თანხლებით, ოქროს ურდოში ბათო-ყაენთან მეფედ დასამტკიცებლად გაგზავნა . ქართველები დიდ ყაენთან გაგზავნეს ყარაყორუმში. ტახტის მემკვიდრე მონღოლეთში რამდენიმე წელიწადს ჩარჩა. საქართველოში მის შესახებ არაფერი იცოდნენ. 1246 წელს ყარაყორუმში ჩავიდა ტახტის ახალი მემკვიდრე დავით გიორგის ძე. ყაენმა გუიუქმა საცილობელი საკითხი მონღოლური სამართლის მიხედვით გადაწყვიტა: დავით გიორგის ძე, როგორც უფროსი, უფროს (მონღოლურად „ულუ“) მეფედ, ხოლო დავით რუსუდანის ძე უმცროს (მონღოლურად „ნარინი“) მეფედ დაამტკიცა. 1248 (1249) დავით VI და დავით VII თბილისში ჩამოვიდნენ. 1259-მდე ორივე მეფე თანხმობით განაგებდა სამეფოს. 1256-იდან საქართველო ილხანთა სახელმწიფოს შემადგენლობაში მოექცა. მონღოლების ბატონობის სიმძიმით შექმნილი აუტანელი გაჭირვების გამო 1259 დაიწყო აჯანყება დავით VI-ის მეთაურობით. ყაენმა ჰულაგუმ დავით VI-ის წინააღმდეგ დიდძალი ჯარი გაგზავნა არღუნ-ნოინის სარდლობით. დავით VI-მ ბრძოლის გაგრძელება შეუძლებლად ცნო, ლაშქარი დაშალა, თვითონ დასავლეთ საქართველოში გადავიდა და ქუთაისში გამაგრდა. არღუნმა დასავლეთ საქართველოში გადასვლა ვერ გაბედა, მაგრამ ახლა აჯანყებული დავით VII ულუს წიმააღმდეგ მოუხდა ბრძოლა (1260). ეს უკანასკნელი 1261 იძულებული გახდა დავით VI-თან გადასულიყო. 1262 წელს, როცა დავით VII მონღოლებს შეუთანხმდა და აღმოსავლეთ საქართველოში გადავიდა, დავით VI ფაქტობრივად დასავლეთ საქართველოს (იმერეთის) მეფედ დარჩა. დასავლეთ საქართველოზე მონღოლების ბატონობა არ ვრცელდება და დავით VI დამოუკიდებლად განაგებდა ქვეყანას. მისი საგარეო პოლიტიკა იქეთ იყო მიმართული, რომ განემტკიცებინა კავშირი ილხანების მეტოქე ქვეყნებთან და აღედგინა საქართველოს პოლიტიკური გავლენა ტრაპიზონის სამეფოში. ამ მიზნით ჯერ 1264-1265, ხოლო შემდეგ 1268 წელს დავით VI-მ ელჩები გაგზავნა ეგვიპტის სულთანთან. მეორე მხრით, დავით VI-ს მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ოქროს ურდოსთან. ამასთან, დავით VI ცდილობდა ილხანთა სამეფოში ატეხილი შინაომები თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა. 1269 (1270) დავით VI-მ შეიხიზნა მონღოლი ბატონიშვილი თეგუდარი (ნიკუდარი), რომელიც ბარახა-ყაენთან (მავერა-ნაჰრის, შვიდმდინარეთისა და აღმოსავლეთ თურქესტანის ყაენი 1266-71) ერთად აბაღა-ყაენის (ილხანი 1263-82) წინააღმდეგ იბრძოდა. მაგრამ როცა თეგუდარის ლაშქარმა ყაჩაღურ ძარცვა-რბევას მიჰყო ხელი, იგივე დავით VI წინ აღუდგა მას აბაღას სარდალ სირმონთან ერთად. 70-იან წლებში დავით VI-ს გადაუდგა რაჭის ერისთავი კახაბერ კახაბერისძე, რომელიც აბაღას ეახლა და დავით VI-ის წინააღმდეგ ბრძოლაში თავისი სამსახური შესთავაზა. აბაღას სარდლები ორჯერ შეიჭრნენ იმერეთში, მაგრამ დავით VI ხელში ვერ ჩაიგდეს. მონღოლთა ბატონობის შედეგად საქართველოს ძლიერების შესუსტებას ტრაპიზონის სამეფოში ქართული ორიენტაციის დასის განადგურება და ბიზანტიის მომხრე პოლიტიკური დაჯგუფების გაძლიერება მოჰყვა. განსაკუთრებით გააქტიურდა ბიზანტიის მთავრობა ტრაპიზონის მეფის იოანე II-ის (1266-1297) დროს. 1282 წლის აპრილში დავით VI-მ ილაშქრა ტრაპიზონის სამეფოში. ტრაპიზონის აღება ვერ შეძლო, თუმცა საკეისროს დიდი ნაწილი დაიპყრო. 1284 წელს საქართველოში გათხოვილი ტრაპიზონის მეფის იოანე II-ის და თეოდორა დავით VI-ის ჯარის დახმარებით ტრაპიზონში შეიჭრა და კეისარი გახდა. იმპერიაში საქართველოს პოლიტიკური გავლენა დამყარდა, მაგრამ შემდეგში ვითარება შეიცვალა და იოანე II-მ ხელისუფლება დაიბრუნა. დავით VI-ისა და დავით VII-ის დროიდან საქართველო ფაქტობრივად სამ პოლიტიკურ ერთეულად (აღმოსავლეთ საქართველო, სამცხე და დასავლეთ საქართველო) იყო დაყოფილი.დაახლოებით 1230 წელს, როდესაც აღმოსავლეთ საქართველო ხვარაზმელებს ჰქონდათ დაპყრობილი და სამეფო კარი ქუთაისში იყო გახიზნული, მცირეწლოვანი დავითი დედამ თანამოსაყდრედ დასვა. მონღოლებთან რუსუდანის შეთანხმების შემდეგ, დაახლოებით 1242-1243 წლებში, დედა-შვილი თბილისში დაბრუნდა. იმავე წლებში მონღოლთა ადგილობრივმა ხელისუფლებამ ტახტის მემკვიდრე, ქართველი დიდებულ ფეოდალთა ერთი ჯგუფის თანხლებით, ოქროს ურდოში ბათო-ყაენთან მეფედ დასამტკიცებლად გაგზავნა . ქართველები დიდ ყაენთან გაგზავნეს ყარაყორუმში. ტახტის მემკვიდრე მონღოლეთში რამდენიმე წელიწადს ჩარჩა. საქართველოში მის შესახებ არაფერი იცოდნენ. 1246 წელს ყარაყორუმში ჩავიდა ტახტის ახალი მემკვიდრე დავით გიორგის ძე. ყაენმა გუიუქმა საცილობელი საკითხი მონღოლური სამართლის მიხედვით გადაწყვიტა: დავით გიორგის ძე, როგორც უფროსი, უფროს (მონღოლურად „ულუ“) მეფედ, ხოლო დავით რუსუდანის ძე უმცროს (მონღოლურად „ნარინი“) მეფედ დაამტკიცა. 1248 (1249) დავით VI და დავით VII თბილისში ჩამოვიდნენ. 1259-მდე ორივე მეფე თანხმობით განაგებდა სამეფოს. 1256-იდან საქართველო ილხანთა სახელმწიფოს შემადგენლობაში მოექცა. მონღოლების ბატონობის სიმძიმით შექმნილი აუტანელი გაჭირვების გამო 1259 დაიწყო აჯანყება დავით VI-ის მეთაურობით. ყაენმა ჰულაგუმ დავით VI-ის წინააღმდეგ დიდძალი ჯარი გაგზავნა არღუნ-ნოინის სარდლობით. დავით VI-მ ბრძოლის გაგრძელება შეუძლებლად ცნო, ლაშქარი დაშალა, თვითონ დასავლეთ საქართველოში გადავიდა და ქუთაისში გამაგრდა. არღუნმა დასავლეთ საქართველოში გადასვლა ვერ გაბედა, მაგრამ ახლა აჯანყებული დავით VII ულუს წიმააღმდეგ მოუხდა ბრძოლა (1260). ეს უკანასკნელი 1261 იძულებული გახდა დავით VI-თან გადასულიყო. 1262 წელს, როცა დავით VII მონღოლებს შეუთანხმდა და აღმოსავლეთ საქართველოში გადავიდა, დავით VI ფაქტობრივად დასავლეთ საქართველოს (იმერეთის) მეფედ დარჩა. დასავლეთ საქართველოზე მონღოლების ბატონობა არ ვრცელდება და დავით VI დამოუკიდებლად განაგებდა ქვეყანას. მისი საგარეო პოლიტიკა იქეთ იყო მიმართული, რომ განემტკიცებინა კავშირი ილხანების მეტოქე ქვეყნებთან და აღედგინა საქართველოს პოლიტიკური გავლენა ტრაპიზონის სამეფოში. ამ მიზნით ჯერ 1264-1265, ხოლო შემდეგ 1268 წელს დავით VI-მ ელჩები გაგზავნა ეგვიპტის სულთანთან. მეორე მხრით, დავით VI-ს მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ოქროს ურდოსთან. ამასთან, დავით VI ცდილობდა ილხანთა სამეფოში ატეხილი შინაომები თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა. 1269 (1270) დავით VI-მ შეიხიზნა მონღოლი ბატონიშვილი თეგუდარი (ნიკუდარი), რომელიც ბარახა-ყაენთან (მავერა-ნაჰრის, შვიდმდინარეთისა და აღმოსავლეთ თურქესტანის ყაენი 1266-71) ერთად აბაღა-ყაენის (ილხანი 1263-82) წინააღმდეგ იბრძოდა. მაგრამ როცა თეგუდარის ლაშქარმა ყაჩაღურ ძარცვა-რბევას მიჰყო ხელი, იგივე დავით VI წინ აღუდგა მას აბაღას სარდალ სირმონთან ერთად. 70-იან წლებში დავით VI-ს გადაუდგა რაჭის ერისთავი კახაბერ კახაბერისძე, რომელიც აბაღას ეახლა და დავით VI-ის წინააღმდეგ ბრძოლაში თავისი სამსახური შესთავაზა. აბაღას სარდლები ორჯერ შეიჭრნენ იმერეთში, მაგრამ დავით VI ხელში ვერ ჩაიგდეს. მონღოლთა ბატონობის შედეგად საქართველოს ძლიერების შესუსტებას ტრაპიზონის სამეფოში ქართული ორიენტაციის დასის განადგურება და ბიზანტიის მომხრე პოლიტიკური დაჯგუფების გაძლიერება მოჰყვა. განსაკუთრებით გააქტიურდა ბიზანტიის მთავრობა ტრაპიზონის მეფის იოანე II-ის (1266-1297) დროს. 1282 წლის აპრილში დავით VI-მ ილაშქრა ტრაპიზონის სამეფოში. ტრაპიზონის აღება ვერ შეძლო, თუმცა საკეისროს დიდი ნაწილი დაიპყრო. 1284 წელს საქართველოში გათხოვილი ტრაპიზონის მეფის იოანე II-ის და თეოდორა დავით VI-ის ჯარის დახმარებით ტრაპიზონში შეიჭრა და კეისარი გახდა. იმპერიაში საქართველოს პოლიტიკური გავლენა დამყარდა, მაგრამ შემდეგში ვითარება შეიცვალა და იოანე II-მ ხელისუფლება დაიბრუნა. დავით VI-ისა და დავით VII-ის დროიდან საქართველო ფაქტობრივად სამ პოლიტიკურ ერთეულად (აღმოსავლეთ საქართველო, სამცხე და დასავლეთ საქართველო) იყო დაყოფილი.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 08.12.2021
სულ რედაქტირებულია 1



მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0