სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
ვალერი ასათიანი 1950წ. აკადემიკოსი, ფილოლოგი. დაბ. თბილისი.
ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი ასათიანი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

8       ბეჭდვა

ვალერი ასათიანი 1950წ. აკადემიკოსი, ფილოლოგი. დაბ. თბილისი.

ვალერი ასათიანი (დ. 15 ნოემბერი1950თბილისისაქართველო) — ფილოლოგი, პოლიტიკოსი, საქართველოს სსრ კულტურის მინისტრი 1985 წლის 17 სექტემბრიდან — 1990 წლის ნოემბრამდე და 1995 წლის 21 დეკემბრიდან— 2000 წლის 13 სექტემბრამდე.


იყო სახელმწიფოს მეთაურის მთავარი მრჩეველი კულტურის დარგში 1988—1990 წლებში, არის პროფესორი, ქართული კულტურის გადარჩენის კომიტეტის მდივანი 1992 წლიდან და საერთაშორისო კულტურული პროგრამების საქართველოს ასოციაცია „ჰელიოსი“-ს პრეზიდენტი 1994 წლიდან. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (ქუთაისის მაჟორიტარი).

საქართველოს მინისტრთა საბჭოს კაბინეტი, აპარატის ხელმძღვანელი (1994—)

საქართველოს პარლამენტი, წევრი (1994—)

უმაღლესი საბჭო, დეპუტატი (1988—1990)


ალბერტ შვაიცერის მშვიდობის ორდენი

ბიზანტიური ცივილიზაცია (ავტორი). - თბილისი, ლოგოსი, 2006. - 563გვ.. - ISBN: 99940-31-98-8

ვარლაამისა და იოასაფის ცხოვრება (რედაქტორი). - თბილისი, ლოგოსი, 2005. - 270გვ.

ჩვენებურებთან (თანაავტორი). - ბათუმი, აჭარა, 2003. - 366გვ.

ანტიკური და ბიზანტიური ტრადიციები ძველ ქათულ მწერლობაში (ავტორი). - თბილისი, სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1996. - 368გვ.

აკაკი ურუშაძე (ავტორი). - თბილისი, სახ. უნივერსიტეტი, 1995. - 47გვ.

მოძღვართმოძღვარი (შემდგენელი). - თბილისი, 1991. - 133გვ.

ანტიკურობა ძველ ქართულ მწერლობაში (ავტორი). - თბილისი, სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1987. - 280გვ.

აზნაურული გვარი საქართველოში. „ასათიანი, ასაით მიხაილ იყო ბერძენთა მხედარი სარდას მონომახის კეისრისა წელს 1073, და მისი შვილი მოვიდა იმერეთს და მეფემან მათი გვარი მიიღო ასათიანად და მუნითგან იწოდებიან ამ გვარად“.

 ასათიანებს იმერეთის სამეფო კარზე მნიშვნელოვანი თანამდებობა ეჭირათ, კერძოდ ისინი იყვნენ სამეფო მოურავები. ასათიანებს მამულები ჰქონდათ ლეჩხუმსა და იმერეთის სხვადასხვა კუთხეში. დავით დადიანის დროს ოქროპირ ასათიანი იყო უზენაეს სასამართლოს მდივანი.

 1736 წელს ყმისა და მამულის წყალობის წიგნი მისცა ალექსანდრე მეფემ ხახუტა ასათიანს: – „...ჩვენის გულისათვის ბევრი საქმე გემართათ, მერმე დაგვიაჯენით და ჩვენ ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი, შეგიწყალეთ და გიბოძეთ პატრიქეთს... სასახლე თუ გლეხები მათის ცოლშვილით, სახლკარით, პურმარილით, ტყით, ველით, ვენახით, სასაფლაოს ეკლესიათა, საძებრითა და უძებრით, გვიბოძებია. გიბედნიეროს ღმერთმან, თუ თქვენ ჩვენი ერთგული იყო, ჩვენ ეს ჩვენი წყალობა არასოდეს არ მოგიშალოთ.“

 1736–1737 წწ. ოტია დადიანმა ხახუტა ასათიანს უბოძა ყმა–მამული ცხუკუშვერში.

http://science.org.ge/?team=%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%97%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C






კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 26.04.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 17.05.2023
სულ რედაქტირებულია 2



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0