სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10526

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
გოგა აბრამიშვილი 1967-2008წწ გარდ. გორი სამაჩაბლო დაბ. სიღნაღი გოგა აბრამიშვილი 1967-2008წწ გარდ. გორი სამაჩაბლო დაბ. სიღნაღი გოგა აბრამიშვილი 1967-2008წწ გარდ. გორი სამაჩაბლო დაბ. სიღნაღი

1967-2008 წწ. გარდ. 41 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი აბრამიშვილი სია

სიღნაღი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

48       ბეჭდვა

გოგა აბრამიშვილი 1967-2008წწ გარდ. გორი სამაჩაბლო დაბ. სიღნაღი

სამოქალაქო პირი, ექიმი 1967 – 2008


მას ომში იარაღით არ უბრძოლია. მაგრამ მთელი სიმამაცით და თავგანწირვით იბრძოლა. არაერთი დაჭრილის სიცოცხლე იხსნა და გორის სამხედრო ჰოსპიტალი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე არ დატოვა – ვიდრე ნაღმის ანასხლეტმა არ იმსხვერპლა...

გოგა აბრამიშვილი, 1967 წელს, სიღნაღში დაიბადა. სიღნაღშივე იზრდებოდა, სკოლაც იქ დაამთავრა. ჭკვიანი და წარჩინებული მოსწავლე ყოფილა.

სკოლის დამთავრების შემდეგ, 1985 წელს, სამედიცინო ინსტიტუტში ჩარიცხულა - სამკურნალო ფაკულტეტზე. მეორე კურსიდან ჯარში გაუწვევიათ და მოსკოვთან ახლოს მსახურობდა. ჯარიდან დაბრუნებულმა სწავლა განაგრძო და სწორედ მაშინ გაიცნო, მომავალი მეუღლე, ნანა გვერდწითელი.

ნანა გვერდწითელი, მეუღლე: „ჯარიდან რომ დაბრუნდა, ჩვენს კურსზე დაჯდა. წელიწადნახევარში დავქორწინდით. ტყუპი გოგონები შეგვეძინა, გოგას მუშაობა უწევდა. ძალიან რთულ პერიოდში გვიწევდა ცხოვრება.

შვილები რომ შეგვეძინა, გოგა არაჩვეულებრივი მამა აღმოჩნდა, ძალიან ბედნიერი იყო. ვერც ერთი ძიძა ვერ დამეხმარებოდა ისე, როგორც გოგა მეხმარებოდა, ბავშვებს ჩემი რძე არ ყოფნიდათ და საჭმელს გოგა უკეთებდა, ერთს მე ვაჭმევდი - მეორეს თვითონ... შემდეგ ბიჭიც შეგვეძინა, მამა რომ დაეღუპა თენგო 7 წლის იყო...“


გოგა აბრამიშვილისთვის აგვისტოს ომი პირველი არ იყო.

ჯერ კიდევ სტუდენტი იყო, როცა შინიდან ომში გაეპარა მეუღლეს და 3 თვის ტყუპებს. ორჯერ ყოფილა მეგობრებთან ერთად ომში წასული.

ნანა გვერდწითელი: „პირველად ორი თვით იყო წასული, მეორედ სამი თვით. ღვთის წყალობით, მშვიდობით დაბრუნდა. ჩვენ ვიცოდით, რომ იქ ექიმის დამხმარედ იყო წასული, არადა, ომში ჩვეულებრივ იბრძოდა... ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ კლინიკურ ორდინატურაში ჩავაბარეთ, გოგამ ქირურგიის განხრით, მე გინეკოლოგიის განხრით. გოგა კლინიკაში მუშაობდა ქირურგად... ჯერ რესპუბლიკურში მუშაობდა, შემდეგ პოლიკლინიკაში, მერე გვარდიაში გადაიყვანეს... საველე სამედიცინო ბატალიონის უფროსი იყო. შემდეგ ეუთოში მუშაობდა. 2008 წლიდან გორის ჰოსპიტალში მუშაობდა ტრავმატოლოგად. ჩემი მშობლები გორში ცხოვრობენ და გორში მუშაობისას მათთან იყო. პარასკევს მოდიოდა და ორშაბათს ისევ გორში მიდიოდა. ბოლოს 22 ივლისს იყო ჩამოსული. ბავშვები სიღნაღში იყვნენ, მეც მათთან ჩავედი და გოგაც აღარ ჩამოსულა თბილისში, ცარიელ სახლში რა გავაკეთოო...

მე ჩავედი გორში 27 ივლისს და იმ დღესვე გამოვბრუნდი. მას მერე აღარ მინახავს... ბავშვები წავიყვანე ზღვაზე და მხოლოდ ტელეფონით მქონდა ურთიერთობა, სულ გვამშვიდებდა. ჩემმა პატარა დამ აიკვიატა, გოგას დავურეკოთ და ვუთხრათ, რომ ძალიან გვიყვარსო. გამეცინა, ახლა რომ გოგას დავურეკო და ვუთხრა, მე შენ ძალიან მიყვარხარ, მთელი ცხოვრება ეყოფა საშაყიროდ-მეთქი. 11 აგვისტოს, ალბათ, დაღუპვამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე, ყველა ველაპარაკეთ, ჩვეულებრივ გველაპარაკა, გვამშვიდებდა - არაფერი არ ხდება, ნუ ნერვიულობთ, სრული სიწყნარეაო. გავუბრაზდი, როგორაა მშვიდობა, დაიქცა ქალაქი-მეთქი. მაინც მარწმუნებდა არაფერი არ ხდებაო...

როგორც ამბობენ და გადმოცემით ვიცი, ძალიან ბევრი ადამიანი გადაარჩინა. გოგა ჰოსპიტალში დარჩა. ჩემი მშობლები ახლოს ცხოვრობენ, მაგრამ არ წავიდა მათთან. მასთან ერთად, ჰოსპიტალში ერთი ექიმი ქალი და რენტგენოლოგი იყვნენ დარჩენილი, რომელიც 12 საათზე წასულა. გოგა პატრონობდა ჰოსპიტალს, ყველაფერს უვლიდა და ყველაფერს ინახავდა. შემდეგ ჰოსპიტალში მისი 4 თუ 5 თანამშრომელი მისულა, ეზოში ჩასულა, მათთვის დავალებები რომ მიეცა, ედარაჯათ და არ გაძარცვულიყო ჰოსპიტალი. მათ რომ ესაუბრებოდა, ერთ-ერთს უთქვამს, დავწვეთ, რაღაც შრიალის ხმა ისმისო... გოგა ფეხზე იდგა და ნაღმის ნამსხვრევი მოხვდა თავში. ნაღმი ჩამოაგდეს ეზოში, შენობის სახურავზეც, მაგრამ იქ არ აფეთქდა. გოგამ ჩააბნელა თვითონ ჰოსპიტალი, სინათლე არსად ენთო და ძალიან გაუჭირდათ დანახვა, ვინ დავარდა...

მე, ეს ამბავი, დილით გავიგე. დამირეკეს, ცუდადაა და სიღნაღში მოგვყავსო.

ყველაფერი გასაგები იყო... უბრალოდ, ხავსს ვებღაუჭებოდი, ვფიქრობდი, დაჭრილია და, ალბათ, არსად ადგილი არ არის და ამიტომ მიჰყავთ ნაოპერაციები სიღნაღში-მეთქი. ყველამ იცოდა, რომ გოგა აღარ იყო, მხოლოდ მე და ჩემმა შვილებმა არ ვიცოდით... ალბათ, ბოლო მატარებლით ჩამოვედით, რადგან მას შემდეგ დაზიანდა ლიანდაგი... საღ ჭკუაზე რომ ვყოფილიყავი ბავშვებს არ წამოვიყვანდი, მთელი გზა იბომბებოდა...

თენგო სულ იმ ოთახში იყო, სადაც მამა ესვენა, არ გადიოდა. ძალიან ემოციური ბავშვია, მაგრამ ამ ემოციებს არ გამოხატავს. მე და ჩემს დედამთილს ტირილის უფლებას არ გვაძლევდა.... ჩემი ახლობლები სულ ცდილობდნენ მის ბავშვებთან გაყვანას. როგორც კი ოთახში შემობრუნდებოდა არ გვაძლევდა ტირილის საშუალებას... დღესაც, როდესაც გოგაზე ვლაპარაკობ, ტირილის უფლება არა მაქვს...

ძალიან ჰგავს გოგას თვისებებით და როდესაც შევამჩნევ, რომ რაიმე საქციელის დროს ძალიან ჰგავს და ამას აღვნიშნავ - უბედნიერესია, ძალიან უხარია და ეს მომენტი ძალიან ხშირადაა. თენგო, მამის სურვილის გამო, ძიუდოზე შევიყვანეთ...

ცხრამეტი წელი ვიცხოვრეთ მე და გოგამ ერთად. დღესაც არ მაქვს გაცნობიერებული, რომ გოგა ჩემს გვერდით არ არის. ეუთო, გორის ჰოსპიტალი, თითქოს მივეჩვიე, რომ წასული იყო და შემდეგ ისევ ბრუნდებოდა. ვერ გეტყვით, რომ არარეალური ადამიანი ვარ და ზღაპრებში ვცხოვრობ, მაგრამ მინდა, რომ ასე იყოს...

გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 21.05.2021
ბოლო რედაქტირება 22.01.2022
სულ რედაქტირებულია 1





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0