სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10499

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
სიახლეები
საქართველოს ბიბლიური წინაპრები ლეონტი მროველის(ჟამთააღმწერელი მოხსენიებულია 1066 წელს) მოსაზრებით
ბმულის კოპირება

სიახლეები

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

56       ბეჭდვა

საქართველოს ბიბლიური წინაპრები ლეონტი მროველის(ჟამთააღმწერელი მოხსენიებულია 1066 წელს) მოსაზრებით

ნოემ იცოცხლა 951 წელი (ვარაუდით  3846-2895 წწ), ის გარყვნილ კაცობრიობას 120 წელი უქადაგებდა ღვტიურ ცხოვრებას, თუმცა უშედეგოდ, უფლის მითითებით ხისგან ააგო კიდობანი(სიგრძე 157, სიგანე 26,2, სიმაღლე 15,7 მეტრი) სადაც ყველა მცენარე და ყველა ცხოველი ჩასვა რათა გადაერჩინა მსოფლიო წარღვნას,  კიდობანი გაჩერდა არარატის მთაზე(თუმცა შესაძლოა ათონის ან პარნასის მთაზე) ორჯელ წარუმატებლად გაუშვა ყორანი, მესამედ მტრედი(ამიტომ მოიაზრება მშვიდობის სიმბოლოდ), რომელმაც მოიტანა ზეთისხილის(მაცხოვარს იერუსალიმში შესვლისას ზეთისხილის რტოები დაუფინეს, საქართველოში აღინიშნება, როგორც ბზობა) რტო რაც წარღვნის დასრულებას ნიშნავდა. ნოეს ჰყავდა ძენი სემი, ქამი და იაფეთი. იაფეთის ძეები ღამერი, მაგოგი,მადაი, იოვანი, ელისა,თობელი, მოსოქი, თირასი.  ისტორიკოსები კამთობენ ზუსტად რომელი შვილისგან გაჩნდა თარგამოსი, მაგრამ არ კამათობენ რომ იგი იყო იაფეტის შვილის შვილის შვილი, ყველაზე თარგამოსის მამად თითქმის ყველა მოიხსენებს  თარშისს. თარგამოსს ჰყავდა  რვა ძე: ჰაოსი, ქართლოსი, ბარდოსი, მოვაკანოსი, ლეკოსი, ჰეროსი, კავკასოსი, ეგროსი.  ცნობილია ასევე ქართლოსის ძენი მცხეთოსი, გარდაბოსი, კახოსი, კუხოსი და გაჩიოსი.  მცხეთოსს სამი ძე ჰყოლია უფლოსი, ოძროხოსი და ჯავახოსი.  არის წყაროები სადაც სომხებს სემის შთამომავლებად მიიჩნევენ და არა იაფეტის.

იაფეტის ძენი

1.ჰაოსი (სომხ. Հայկ — ჰაჲკ) — სომეხთა წინაპარი, ისტორიული სომხეთის პირველი მამასახლისი. მისგან და მისი ვაჟისაგან, არმენაკისაგან, ისტორიკოსები აწარმოებენ სიტყვას არმენია.

2.ქართლოსი — ქართველთა ეპონიმი. ქართლისა და ქალაქ ქართლის დამაარსებელი.

3.ბარდოსი — რანელთა წინაპარი. ისტორიული რანისა და ქალაქ ბარდის დამაარსებელი.

4. მოვაკანოსი — მოვეკანთა წინაპარი. ისტორიული მოვაკანისა და ქალაქ მოვაკანის დამაარსებელი.

5.ლეკოსი — ლეკების წინაპარი.

6.ჰეროსი — ჰერების წინაპარი. ისტორიული ჰერეთის და ქალაქ ჰერეთის დამაარსებელი.

7.კავკასოსი — ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა („კავკასიანთა“, სავარაუდოდ ჩეჩნებისა და ინგუშების) წინაპარი.

8.ეგროსი — ეგრების ანუ დასავლეთ ქალთველების წინაპარი. ეგრისის ლეგენდარული დამაარსებელი.

ქართლოსის ძენი

1. მცხეთოსი ხოლო მცხეთოს, რომელი უგმირე იყო ძმათა მისთა, ესე დარჩა საყოფელთა მამისა მათისა ქართლოსისათა, რომელსა აწ ჰქჳან არმაზი. და მან-ვე აღაშენა ქალაქი შესაკრებელსა შორის მთკურისა და არაგჳსასა, და უწოდა სახელი თჳსი მცხეთა. და დაიპყრა ქუეყანა ტფილისითგან და არაგჳთგან დასავლით ვიდრე სპერის ზღუადმდე. და ესე იყო განმგე და უფალ მათ ოთხთავე ძმათა ზედა და ესე ოთხნივე იყვნეს მორჩილ მისა. ესე არიან განყოფილნი ქართლოსის ძეთანი და რომელნი განყვნა დედამან მათმან შემდგომად სიკუდილისა ქართლოსისა. ხოლო მრავალთა წელთადა მრავალთა ჟამთა ცხოვნდა ძე ქართლოსისი, და განმრავლდა ნათესავი მისი, და მათ ყოველთა განმრავლდა ნათესავი მათი. ხოლო შვილთა შორის მცხეთოსისათა გამოჩნდეს სამნი გმირნი სახელოვანნი, რომელთა სახელები ესე არს: პირველსა უფლოსი, და შემდგომსა ოძრჴოსი, და მესამესა ჯავახოსი. განუყო მათ ქუეყანა და ნათესავი ათი ყოველი.

2. კახოსი ხოლო კახოსს მისცა კავკასიასა და კახეთის მთასა შორის, არაგჳთგან ვიდრე ტყეტბადმდე, რომელი არს საზღვარი ჰერეთისა. და ამან კახოს აღაშენა ჩელეთი; კუხოს შეეწია შენებასა ჩელეთისასა. რამეთუ დედა-ციხე კახოსის ხუედრი იყო. და მისცა კახოს შეწევნისათჳს და შეეწია შენებასა ჩელეთისასა, რომელსა ბერ ერქუა პირველ შენებულსა კახეთისასა

3. კუხოსი „ხოლო შვილთა შორის მისთა გამოჩნდეს ხუთნი გმირნი, რომელთა სახელები ესე არს: პირველსა მცხეთოს, მეორესა გარდაბოს, მესამესა კახოს, მეოთხესა კუხოს, მეხუთესა გაჩიოს. ესე ხუთნი-ვე იყვნეს გმირნი. არამედ მცხეთოს უგმირე იყო სხუათა მათ"

4. გაჩიოსი „ხოლო გაჩიოსს მისცა ორბის ციხე და სკჳრეთის მდინარითგან ვიდრე თავადმდე აბოცისა. და ამან გაჩიოს აღაშენა ქალაქი გაჩიანი, რომელსა მაშინ ერქუა სანადირო ქალაქი"

5.გარდაბოსი „გარდაბოსს მისცა ხუნანი და უჩინა საზღვარი: აღმოსავლით მდინარე ბერდუჯისი, დასავლით ქალაქი გაჩიანი, და სამჴრით მთა პირველ ჴსენებული, და ჩრდილოთ მტკვარი"




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

8000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0