სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ომი/სამხედრო პირი
ომის გმირი 1941-45 წწ
ვიქტორ ნიკოლოზის ძე ლესელიძე  1923-1944წ  21 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945), სოფელი ხვარბეთი, ოზურგეთი, გურია.

1923-1944 წწ. გარდ. 21 წლის

ბმულის კოპირება

ომის გმირი 1941-45 წწ

გვარი ლესელიძე სია

ოზურგეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

8       ბეჭდვა

ვიქტორ ნიკოლოზის ძე ლესელიძე 1923-1944წ 21 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945), სოფელი ხვარბეთი, ოზურგეთი, გურია.

ვიქტორ ნიკოლოზის ძე ლესელიძე (დ. 7 იანვარი1907ოზურგეთი — გ. 28 ივნისი1944) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, პოდპოლკოვნიკი,[1] საბჭოთა კავშირის გმირი (1944), ლენინის ორდენის კავალერი. სსრკ-ფინეთის და მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, მთავარსარდლობის რეზერვის 619 ნაღმტყორცნელი პოლკის მეთაური. სკკპ-ის წევრი (1931-1944). გენერალ-პოლკოვნიკ კონსტანტინე ლესელიძის ძმა.


ბიოგრაფია

ვიქტორ ნიკოლოზის ძე ლესელიძე დაიბადა 1907 წლის 7 იანვარს[a] ქალაქ ოზურგეთშიქუთაისის გუბერნიაში, (რუსეთის იმპერია).

1916—1923 წლებში სწავლობდა ქალაქის უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში, ხოლო 1923 წლიდან გადავიდა ბათუმის შრომით №2 სკოლაში. სკოლის დამთავრების შემდეგ იყო ქართული გაერთიანებული სამხედრო სკოლის საარტილერიო განყოფილებისა და ამიერკავკასიის პეხოსანთა სკოლის საარტილერიო განყოფილების კურსანტი. 1929—1931 წლებში მე–2 ქართული საარტილერიო პოლკის ოცეულის მეთაურად მსახურობდა, მოგვიანებით, 1931—1938 წლებში — ამიერკავკასიის პეხოსანთა სკოლის საარტილერიო განყოფილების კურსანთა ოცეულის მეთაურად და სამხედრო ოლქის 63-ე ქართული საარტილერიო პოლკის ბატარეის მეთაურად.


1938 წელს საკავშირო კომუნისტური პარტიის წევრი გახდა.[3] მიღებული იქნა 63-ე ქართული საარტილერიო პოლკის პარტიულ ორგანიზაციაში, თბილისში1938—1939 წლებში მოსკოვისა და ლენინგრადის სამხედრო ოლქების 14-ე საარტილერიო პოლკის ბატარეის მეთაური იყო, 1940 წლამდე — 290-ე მსუბუქი საარტილერიო პოლკის დივიზიონის მეთაური (მურმანსკი). 1939—1940 წლებში ფინეთის ომში მონაწილეობდა.[4]

1940 წლის 11 ივლისადან 1 სექტემბრამდე იყო 14-ე არმიასთან არსებული საჰაერო თავდაცვის პუნკთის უფროსის თანაშემწე; 1940 წლის ოქტომბერიდან 1941 წლის ივლისამდე — 706-ე მსუბუქი საარტილერიო პოლკის დივიზიონის მეთაური. ქ. ნოვგოროდი; 1941 ივლისიდან 1941 ოქტომბერამდე — ლენინგრადის ფრონტის რკინიგზის ბაქნების დივიზიონის მეთაური (3-ე ცალკეული ჯავშანმატარებლების დივიზიონი); 1941 წლის 12 ოქტომბერიდან 1941 წლის 31 დეკემბრამდე — 55-ე არმიის უმცროს ლეიტენანტთა კურსების სასწავლოსამწყობრო ნაწილის უფროსი ლენინგრადში; 1942 წლის 14 იანვარიდან 1942 წლის ივნისამდე — ჩრდილოდასავლეთის ფრონტის უმაღლესი მთავარსარდლობის რეზერვის 26-ე საარტილერიო დივიზიის 24-ე ნაღმტყორცნის ბრიგადის 105-ე ნაღმტყორმცნელი პოლკის მეთაური; 1943 წლის 13 ოქტომბრიდან 1944 წლის 28 ივნისამდე — მთავარსარდლობის რეზერვის 619 ნაღმტყორცნელი პოლკის მეთაური.

პოდპოლკოვნიკი ვიქტორ ლესელეძე დაიღუპა საბჭოთა კარელიის განთავისუფლების დროს 1944 წლის 28 ივნისს. დასაფლავებულია ოლონეცკის რაიონის სოფელ ილინსკოეში ძმათა სასაფლაოს გვერდით, 20 კილომეტრის დაშორებით ქალაქ ოლონეცკიდან.[5]

1944 წლის 21 ივნისს სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა პოდპოლკოვნიკ ვიქტორ ნიკოლოზის ძე ლესელიძეს.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 06.06.2023
სულ რედაქტირებულია 1



გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ნიმუში

2 0

გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ზოგადი ნიმუში ზაქარია (შაქრო) საბას ძე ფეიქრიშვილი 1897-1965წწ დაბ. სოფ. კონდოლი, თელავი

2 0


447 567 დოკუმენტი 1941-1945 სამამულო ომი

1 0


მიხეილ ნიკიფორეს ძე გორბაჩევი 1917-1955წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945), დაბ. თბილისი, ქართლი.

1 0


კონსტანტინე მიხეილის ძე გორბაჩევი 1921-2003წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოხუმი, აფხაზეთი.

1 0


ნიკოლოზ ივანეს ძე გოგიჩაიშვილი 1903-1945წწ 41 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) დაბ. სოფელი ნიგვზიანი, ლანჩხუთი, გურია.

1 0