სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
შოთა ზაქაიძე 1992წ. გარდ. სოფ. ფრისი სამაჩაბლო შოთა ზაქაიძე 1992წ. გარდ. სოფ. ფრისი სამაჩაბლო შოთა ზაქაიძე 1992წ. გარდ. სოფ. ფრისი სამაჩაბლო
ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი ზაქაიძე სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

8       ბეჭდვა

შოთა ზაქაიძე 1992წ. გარდ. სოფ. ფრისი სამაჩაბლო

შოთა ზაქაიძე 

მთელი სიცოცხლე რისკსა და საფრთხის პირას იარა, მთელი ცხოვრების მანძილზე სიკეთეს სთესდა, უსამართლობას და არაკაცობას ებრძოდა. თავისი ზეადამიანური სამართლიანობით მუდმივად სამართებლის პირზე გადიოდა. გადიოდა ვაჟკაცურად, სახელიანად, მორიდებული ღიმილით. თავისი ცხოვრება მაგალითად, მისაბაძად დაგვიტოვა.

ომი. ახალი დამთავრებული იყო. ქვეყანას უჭირდა და, რაღა თქმა უნდა,სხვებზე მეტად გვიჭირდა ჩვენ, უსახლკაროდ დარჩენილებს. შოთა რვა წლისა იყო. მეზობლის ქალებმა დედაჩემი გააფრთხილეს: შენი ბიჭი აი, იმ უზარმაზარი ხეებიდან თავდაყირა ეშვება დიდ ბიჭებთან ერთად საცურაო აუზში. ეგ ერთი ბიჭი გყავს, არაფერი მოუვიდეს, დაუშალეო.


არაო, – დედას უთქვამს, – თუ სასიკვდილოა, ახლავე მოკვდეს, თუ არადა,კაცი უნდა გაიზარდოსო.

ასე ზრდიდა ბიჭს დედა.

თვითონაც იწრთობდა შოთა თავს. ოჯახში მეშვიდე შვილი იყო, მაგრამ არც ძმა ჰყავდა და აღარც მამა. ერთ დილას დედაჩემმა, მის საწოლს რომ ასწორებდა, ლეიბიდან გულდაგულ ჩალაგებული ქვები წამოყარა... თურმე ქვებზე ეძინა.

მაშინ 14 თუ 15 წლისა იყო.

სპორტზე, მანქანებზე, ძრავებზე, საერთოდ ტექნიკაზე იყო თავგადაკლული.ველაფერი, რაც რთული იყო, მაგნიტივით იზიდავდა. მასზე იმის თქმა, რომ შესანიშნავი სპორტსმენი იყო, თითქმის არაფრის თქმას ნიშნავს, იგი წარმატებით გამოდიოდა სხვადასხვა რანგის ჩემპიონატში, ხშირად თავისი აწყობილი მოტოციკლეტებით. ოჯახში დარჩა ჯილდოდ მიღებული თასები, სიგელები, საჩუქრები.

თავისი ქვეყნის ღვიძლი შვილი იყო და, როგორც ვაჟკაცს შეეფერება, ცხინვალის ტრაგედიაში უხმოდ ჩაება. მასთან გამუდმებით მოჰქონდათ დაზიანებული სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი შესაკეთებლად. ქართველ მეომრებს იარაღი ხომ ყოველთვის აკლდათ. მთელი ღამეები არ ეძინა. სახელოსნოში იჯდა და მუშაობდა დაზიანებული იარაღის აღსადგენად. ოსებმა რომ ოთხი ქართველი ბიჭი ცოცხლად დაწვეს, ტელევიზიით მოისმინა და ამის შემდეგ საერთოდ დაკარგა მოსვენება. ხმას აღარ იღებდა. არც თუ იშვიათად სახლში დაბრუნებასაც აგვიანებდა. გვიან გავიგეთ, თურმე თავისი მოტოციკლეტით ყველაზე გაუვალ გზაზე გადადიოდა, რათა ოსებისგან შეწუხებული ქართველებისთვის ეშველა. კანტიკუნტად იტყოდა, რომ რომელიღაც ქართულ სოფელს უსაფრთხო გამოსასვლელი გზა აჩვენა ან ალყაში მომწყვდეულები სამშვიდობოს გამოიყვანა.

შოთა მუდამ არაკაცობას ებრძოდა.

1992 წლის 2 ივლისს სოფ.ფრისში გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.


 


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 22.07.2021
ბოლო რედაქტირება 08.02.2022
სულ რედაქტირებულია 2





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0