სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
მურმან ქოქუაშვილი 1948-93წ. გარდ. სამაჩაბლო დაბ. თბილისი მურმან ქოქუაშვილი 1948-93წ. გარდ. სამაჩაბლო დაბ. თბილისი მურმან ქოქუაშვილი 1948-93წ. გარდ. სამაჩაბლო დაბ. თბილისი

1948-1993 წწ. გარდ. 45 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი ქოქუაშვილი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

35       ბეჭდვა

მურმან ქოქუაშვილი 1948-93წ. გარდ. სამაჩაბლო დაბ. თბილისი

მურმან ქოქუაშვილი დაიბადა 08 იანვარი

ტკივილი...

კიდევ ერთი თანამშრომლის სიცოცხლე შეეწირა უგუნურ ექსტრემისტთა მოქმედებას. 45 წლისა შობის მეორე დღეს შესრულდა.

ცხინვალში აღნიშნეს ბიჭებმა მისი დაბადების დღე, თუმცა რაღა დაბადების დღე ეთქმოდა, მთელი ღამე საგუშაგოზე იდგა და წამით არ

ჩაუმუხლავს, წამით არ მოუხუჭავს თვალი. მურმან ქოქუაშვილს დიდი და პატარა იცნობდა.


ტრანსპორტის შინაგან საქმეთა სამმართველოში მუშაობდა. თითქოს გუშინ იყოო, სამმართველოში რომ მოვიდა.

1980 წლის აპრილი იდგა. უმაღლესი ეკონომიკური განათლება ჰქონდა მიღებული, ინჟინრადაც მუშაობდა, მაგრამ გულმა წესრიგის დაცვისაკენ გაუწია. მაშინ სოც. საკუთრების დატაცებისა და სპეკულაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურს ეძახდნენ. აქ აიდგა ფეხი, როგორც ოპერრწმუნებულმა. წლებმა კიდევ უფრო დაავაჟკაცა, გამობრძმედა, ხუმრობა ხომ არაა, შინაგან საქმეთა ორგანოებში ათი წლის მუშაობის მანძილზე 14-ჯერ იყო წახალისებული.მადლობები კეთილსინდისიერი, თავდადებული, უმწიკვლო სამსახურისათვის,

განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეთა დაკავებისათვის, სამსახურებრივ საქმიანობაში პროფესიული ოსტატობისათვის... და რომელი ერთი ჩამოვთვალოთ.

მეგობრები იგონებენ: – ძალიან სერიოზული იყო და პასუხიმგებლობის გრძნობა ჰქონდა მეტისმეტად მოჭარბებული. სწორედ პასუხისმგებლობის გრძნობამ და მამულისათვის თავდადებამ წაიყვანა იგი ცხინვალში. გული აწუხებდა, გასულ წელს ინფარქტი გადაიტანა. სამშობლოში არეულობა რომ დაიწყო, ერთი წუთით უკან არ დაუხევია, მიუხედავად იმისა, მას ადგილზე დარჩენის მიზეზი ნამდვილად ჰქონდა.

– 31-ში გავედით, – იგონებენ მისი მეგობრები: დათო სიჭინავა და კობა იონათანიშვილი, – 4 თებერვალს ცუდად გახდა, მთელი დღე დაძაბულობაში განვვლეთ, ღამე კიდევ უარესად – სიცივე ძვალსა და რბილში ატანდა.ტყვიების ზუზუნში მეთაურის მითითებებს ვასრულებდით. დილა რომ გათენდა,სხვებმა შეგვცვალეს. მურმანმა შავი პური და ვაშლი ამოიღო. დიაბეტი ჰქონდა და მეტს ვერაფერს ჭამდა. ერთ ვაშლს ოთხ ნაწილად ჰყოფდა და პატარას თავისთვის იტოვებდა. ხომ არ გცივათო, “ ხშირ-ხშირად ბვეკითხებოდა, მასზე უმცროსები ვიყავით და გვიფრთხილდებოდა. საფიქრალი და საზრუნავი მალე თვითონ გაგვიხდა. უძილო ღამეებმა, დაძაბულობამ,

ფსიქოლოგიურმა გადაღლამ თავისი გაიტანა. მიუხედავად იმისა, თავს ცუდად გრძნობდა და გული სტკიოდა, ჩვეულებრივად ტეხდა ღამეებს, ოპერატიულ დავალებებსაც ასრულებდა, საცხოვრებელი სახლების ხანძრის ჩაქრობაშიც მონაწილეობდა, ყველას დიდი პატივისცემით ეპყრობოდა. მძიმედ რომ შეიქნა, თბილისში ჩამოვედით, ჩვენს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, სამსახურში რომ დავინახეთ, თავს უკეთ ვგრძნობო, დაგვაიმედა, მაგრამ ის დღე უკანასკნელი აღმოჩნდა მისთვის.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 30.07.2021
ბოლო რედაქტირება 08.02.2022
სულ რედაქტირებულია 3





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0