სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10528

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
გიორგი ჯაფარიძე 1964-93წწ. გარდ. 29 წლის, სოფ. ტამიში, ოჩამჩირე.  აფხაზეთი, 1992 წელს მუშაობა დაიწყო ახალციხის 22 მმ. ბრიგადის სამედიცინო ლაზარეთში ექიმად. 1993 წელს წავიდა აფხაზეთში ექიმად. დაბ. ახმეტა კახეთი გიორგი ჯაფარიძე 1964-93წწ. გარდ. 29 წლის, სოფ. ტამიში, ოჩამჩირე.  აფხაზეთი, 1992 წელს მუშაობა დაიწყო ახალციხის 22 მმ. ბრიგადის სამედიცინო ლაზარეთში ექიმად. 1993 წელს წავიდა აფხაზეთში ექიმად. დაბ. ახმეტა კახეთი გიორგი ჯაფარიძე 1964-93წწ. გარდ. 29 წლის, სოფ. ტამიში, ოჩამჩირე.  აფხაზეთი, 1992 წელს მუშაობა დაიწყო ახალციხის 22 მმ. ბრიგადის სამედიცინო ლაზარეთში ექიმად. 1993 წელს წავიდა აფხაზეთში ექიმად. დაბ. ახმეტა კახეთი

1964-1993 წწ. გარდ. 29 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ჯაფარიძე სია

ახმეტა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

40       ბეჭდვა

გიორგი ჯაფარიძე 1964-93წწ. გარდ. 29 წლის, სოფ. ტამიში, ოჩამჩირე. აფხაზეთი, 1992 წელს მუშაობა დაიწყო ახალციხის 22 მმ. ბრიგადის სამედიცინო ლაზარეთში ექიმად. 1993 წელს წავიდა აფხაზეთში ექიმად. დაბ. ახმეტა კახეთი

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

გიორგი უჩას ძე ჯაფარიძე დაიბადა 1964 წელს ქ. ახმეტაში. დაამთავრა ქ. ახმეტის II საშუალო სკოლა. 1987 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. მუშაობდა ადიგენის რაიონის დერმატო-ვენეროლოგად. 1992 წელს მუშაობა დაიწყო ახალციხის 22 მმ. ბრიგადის სამედიცინო ლაზარეთში ექიმად. 1993 წელს წავიდა აფხაზეთში ექიმად.



დარჩა დედ-მამა, ძმა, მეუღლე და ერთი ვაჟიშვილი.

დაიღუპა 1993 წელს 2 ივლისს ტამიშთან.უყვარდა საქართველო და მასვე შეეწირა სამარადისოდ.

გიორგი ჯაფარიძე სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.


 სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში სამკურნალო ფაკულტეტზე. 

1988 წელს დაამთავრა სასწავლებელი და განაწილებულ იქნა ადიგენის რაიონში მკურნალ ექიმად, შემდეგ გადავიდა ახალციხის ბატალიონში როგორც-სამხედრო ექიმი

1993 წლის ივლისში გარდაიცვალა ტამიშის მისადგომებთან ბრძოლაში.

გარდაცვალების შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის მედლით

გიორგი ჯაფარიძეს ჰყავს მშობლები, ძმა, მეუღლე და ერთი შვილი.

 

გიორგიმ სიცოცხლის ბოლო წუთამდე უერთგულა ჰიპოკრატეს ფიცს

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულმა ომმა, ბევრი სიცოცხლე შეიწირა. ძალიან ბევრი ვაჟკაცი ჩაიხუტა მშობლიურმა მიწამ, მართლაც რომ რჩეულზე-რჩეულნი. ისინი ვაჟკაცთა თავგანწირვის, ქართული სულის სიმბოლოებად იქცნენ და დარჩნენ სამარადისოდ.

ომი რომ დაიწყო გიორგი ჯაფარიძე ახალციხის სამხედრო ექიმად მუშაობდა და აქტიურად იყო ჩართული ეროვნულ მოძრაობაში.

მოუხედავად დიდი წინააღმდეგობისა და სირთულეებისა, მან მაინც შეძლო ოჩამჩირეში ჰოსპიტალის სტრუქტურულ-ორგანიზაციულად ჩამოყალიბება, კადრებით და მატერიალურად უზრუნველყოფა.

როდესაც მისი ბატალიონი ომში წავიდა, თვითონაც დიდი შემართებითა და სულისკვეთებით ამოუდგა მათ გვერდში და ხშირად წინა ხაზზე იმყოფებოდა მებრძოლებთან ერთად. 

გიორგი ჯაფარიძის გადრაცვალებასთან დაკავშირებით ორი ვერსია არსებობს:

- ტამიშის მისადგომებთან დესანტის გადმოსხმის დროს, წითელი ჯვრის მანქანა ააფეთქეს - ამ მანქანაში სხვა მებრძოლებთან ერთად გიორგიც იმყოფებოდა. ეს ინფორმაცია მისმა დედამ, ქალბატონმა ლიანამ მოგვაწოდა.

- სხვა მასალებიდან კი ვიგებთ, რომ გიორგი ფრონტის ცხელი ხაზიდან დაჭრილი ჯარისკაცის გადმოყვანის დროს დაიღუპა.

დედა - ლიანა ფუნთუშაშვილი

ოთხი წლის იყო სკოლაში რომ შევიყვანე, ეს ჩემი კი არა მისი დაჟინებული სურვილი იყო. ბაღიდან გამორბოდა და სკოლისაკენ იწევდა. მასწავლებელმა მითხრა მოვიდეს, თუ კი პროგრამას დაძლევს იაროსო. გონებაგახსნილი ბავშვი იყო, ყველაფერს ადვილად ითვისებდა, ამავდროულად ცელქი და მოუსვენარიც.

ჩვეულებრივი ბავშვი იყო, არაფრით არ გამოირჩეოდა სხვებისაგან. უყვარდა ცხოველები და ფრინველები.

ერთხელ ღუმელის ქვეშ მისი თბილი ქუდი დავინახე, მინდოდა გამომეღო, აქ რატომ დადო მეთქი, ავწიე და მის ქვეშ პატარა, მოკუნტული, სიცივისგან გათოშილი ლეკვი დავინახე, თურმე ქუჩაში ეპოვნა და გასათბობად სახლში წამოეყვანა. გულჩვილი და მოსიყვარულე იყო. ექიმის პროფესიაც  ამიტომ აირჩია. ამაზე ჰუმანური პროფესია რომელიაო იტყოდა-ხოლმე. 

ჩემს შვილებს სამშობლოს სიყვარულსა და მისთვის თავგანწირვას ბავშვობიდან ვუნერგავდი. ერთხელ ,,ცოტნე დადიანს” ვუკითხავდი ვლადიმერს (ჩემს უფროს შვილს). გიორგომ სათამაშოები გვერდზე გადადო,  თამაშს თავი მიანება, ახლოს მოვიდა და ინტერესით მისმენდა, რომ დავამთავრე, მთხოვა ,,კიდე წამიკითხე ლა” - გამიკვირდა, ამ ასაკის ბავშვისთვის ცოტნე დადიანის გმირობის ამბავი ცოტა რთულად მოსასმენი მეჩვენა.

ახლა ხშირად ვიხსენებ ხოლმე ამ ამბავს და თითქოს პარალელს ვავლებ, გიორგიმაც ხომ თავი ამხანაგებისთვის დადო.

მან ბოლომდე უერთგულა ჰიპოკრატეს ფიცს.

მამა - უჩა ჯაფარიძე

1993 წელი იყო. მაისი. ტელეფონმა დარეკა. დავიძაბე... ომში წასული შვილის პატრონი მშვიდად ვერ იქნები.

გია იყო, სოხუმიდან რეკავდა, მისი ხმის გაგონება ჩემთვის დიდი შვება იყო. მითხრა - ,,მამა დღეს ტელევიზორით გამოაცხადებენ, რომ გია ჯაფარიძე დაიღუპა”-ო და იმიტომ გირეკავ, მე არ გეგონოთო.

19 მაისს, მეუღლის დაბადების დღეზე ჩამოვიდა. თავის შვილთან ერთად სურათი გადაიღო და მეორე დღეს წავიდა. მე გავაცილე, დაფიქრებული მიდიოდა, უკან აღარ მოუხედია, წავიდა და წავიდა. ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა.

მისი შვილი ალექსანდრე დღეს თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის მე-III კურსის სტუდენტია, მამის პროფესიას აგრძელებს, ღმერთმა ქნას, მან მაინც იცხოვროს გამთლიანებულ და გაბრწყინებულ საქართველოში.



გიორგი ჯაფარიძის მეუღლე და შვილი

კლასის ხელმძღვანელი (თინა ჩეკურიშვილი)


მე გიორგის კლასის ხელმძღვანელი გახლდით. ის ყველასგან გამორჩეული მოსწავლე იყო. ძალიან ნიჭიერი, გონიერი, მიზანდასახული ახალგაზრდა ყველაფერთან ერთად ცელქიც იყო.  მაშინ მოსწავლეები ყურძნის მოსავალის აღებაში ეხმარებოდნენ მევენახეებს. გიორგის სწავლასთან ერთად, შრომაც უყვარდა.  როცა გიორგი ჩვენთან იყო, კლასებს შორის საუკეთესონი ვიყავით.

განსაკუთრებით უყვარდა შინაური ცხოველები. რომ იტყვიან ავშიც იყო და კარგშიც. ერთი უცნაურობა კი სჭირდა, რატომღაც სურათის გადაღება არ უყვარდა.

 

გიორგი-კლასელებთან ერთად, რთველში

ფიზიკის მასწავლებელი - მალხაზ მაისურაძე


სიკეთე, ნიჭიერება, შრომის მოყვარეობა, ეს იმ დადებითი თვისებების ნაზავია, გიორგის რომ გააჩნდა. ცელქიც იყო, ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა. არ მახსოვს, მას ან მასწავლებლისათვის ეწყენინებინა ან მოსწავლისათვის,

ერთი ასეთი ეპიზოდი მახსენდება:

სკოლაში ასტრონომიული წრე მქონდა ჩამოყალიბებული, გიორგიც ამ წრეში დადიოდა.

 ერთხელ აბასთუმანის ობსერვატორიაში წავედით, იქ შემთხვევით ჩემი კურსელი ვნახე, რომელიც იქ მუშაობდა. გიორგი ცნობის მოყვარე იყო და ათასი შეკითხვა დაუსვა, ჩემს მეგობარს, კაცი გადაირია, რა გონება გახსნილი ბავშვია, ასეთი საინტერესო შეკითხვები როგორ დამისვაო. 

... მერე გავიგე ომში წავიდაო. თურმე შეეძლო პირველ ხაზზე არ გასულიყო, მაგრამ მაინც გასულა. ის ნამდვილი პატრიოტი იყო.

გაზეთი - საქართველო

N26(1361) 6-12 აგვისტო 1993წ


გიორგი (გია) ჯაფარიძის უახლოესი წინაპრები რაჭიდან ბოლნისში ჩასახლდნენ, თვითონ ახმეტაში დაიბადა და გაიზარდა, თბილისში დავაჟკაცდა და კაცად საბოლოოდ მესხეთში, კერძოდ ადიგენში ჩამოყალიბდა. ის მართლაც მთელი საქართველოს შვილი იყო და ასეთივე შევიდა მარადისობაში.

ეროვნული სულის გამოღვიძებამ გიას ადიგენში მოუსწრო. სამუდამოდ დარჩება ადიგენის მცხოვრებთა ხსოვნას ის ცეცხლი, რაც ამ დანარჩენი საქართველოსაგან, თითქმის მივიწყებულ კუთხეში გიამ დაანთო.

ჭარბი, ხანდახან გაუმართლებლად ჭარბი სისხლის ფასად, საკუთარი ჯანმთელობის, ჭრილობების, მეგობართა სიკვდილის ფასად, გია და ათასობით გიასნაირი ქვეყნის, სამშობლოს პატრონებად ყალიბდებოდნენ. ხანმოკლე მშვიდობიანობის პერიოდში სახლებში მობრუნებულნიც სამშობლოს ინტერესებით, თავისი ქვეყნის ჭეშმარიტ ჭირისუფალთა თვალით ზომავდნენ ყოველივეს და თავისი ღირსების შესაბამისად იქცეოდნენ.  მშვიდობა გიასათვის სხვა ახალ საქმეთა წამოწყების შესაძლებლობას ნიშნავდა. მესხეთში მისი და მისი მეგობრების უკანასკნელად წამოწყებულ საქმეს, მიუხედავად გიას გამოკლებისა, თუ ღირსეული გაგრძელება მიეცა, საქართველო აუცილებლად იგრძნობს ამ წამოწყების  მადლს.

მუდამ რაღაცა საქმით დაკავებულს ოჯახში ყოფნისას ენანებოდა ხშირად დრო. 28 წლის ბიჭმა, იმდენი რამ მოასწრო, ბევრ ხანგრძლივ ცხოვრება გავლილსაც რომ შეშურდებოდა.ჰკითხეთ გაღვიძებულ მესხეთს, მის სამფარველო სამაჩაბლოს სოფლებს, ჰკითხეთ მის დამტირებელ ოჩამჩირეს - ბევრი ექნებათ სათქმელი საქმეში ჩახედულთ.

16 მარტს, სოხუმზე მძლავრი იერიშისას, ტელევიზორს მაცქერალმა გიამ, როცა 18-19 წლის სოხუმის დამცველები დაინახა, ქვეყნისთვის საჭირო საქმეში  ჩართულ მეგობრებს უთხრა - სირცხვილია ისინი იქ იყვნენ და ჩვენნაირი გამოცდილი ხალხი კი აქო. პირველად და უკანასკნელად წავიდა ბრძოლაში როგორც ექიმი. თუმცა გია რის გია იყო რომ დაესვენა. ხშირად ადიოდა თავის, ახალციხის  ბატალიონის მებრძოლებთან წინა ხაზზე და მათთან ერთად ,,მუშაობდა” ძველებურად. ბუნებით გონება და ხელმადლიანმა, ერთ თვეში, ოჩამჩირეში მიუხედავად ბევრი გაუგებრობისა და წინააღმდეგობისა, მაინც შესძლო ჰოსპიტალის სტრუქტურულ-ორგანიზაციულად ჩამოყალიბება, კადრებით და მატერიალურად უზრუნველყოფა.

ღირსებით სავსეს, ერთიც ჰქონდა - ალბათ მთავარი - თავმდაბლობა. ახლოს არ იკარებდა ფოტო და ტელე ჟურნალისტებს - მე რა გადასაღები ვარ, ხალხის მეტი რა არისო. ამიტომაცაა სანთლით საძებნელი, მასზე შემორჩენილი, წამიერი, შემთხვევითი კინომასალა.

ოჯახი 4 ივლისს, დედის დაბადების დღეზე ელოდა გიას, მის გარეშე მოუხდათ აღნიშვნა და თანაც ისე, რომ არც კი იცოდნენ 2 ივლისს გამთენიისას, დესანტის გადმოსხმისას რა ტრაგედია დატრიალდა. არავინ იცის იცოდა თუ არა გიამ იმ დილით, რომ დესანტს სოხუმი-ოჩამჩირის მაგისტრალის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავებული ჰქონდა.

არა, რომ არ წასულიყო გია გია არ იქნებოდა. ტყუილად კი არ თქვეს, ალყიდან თავ დაღწეულმა მისმა მეგობრებმა სიამაყით - გია სხვანაირად ვერ მოიქცეოდაო და აშკარად ემჩნეოდათ, თვითონაც რომ ანალოგიურად გიას გასაჭირი გაეგოთ, უყოყმანოდ წავიდოდნენ მისი გულისათვის სიკვდილზე, მის გამოსახსნელად. სულ სხვაა საფრონტო ძმობა - ამას იქ არ მყოფი ვერასოდეს გაიგებს.

... გიას სიკვდილი ყოველგვარი თამაშის გარეშე, ბევრმა მისმა მეგობარმა მართლა არ დაიჯერა, სანამ არ ნახეს და რომ ნახეს... მე ამდენი მამაკაცის, თან ასეთი გლოვა და ლექსი არ მინახავს. 

მისმა ძმანდაფიცმა თქვა - გია საქართველოს მოუკვდაო. ჭეშმარიტად - სამშობლომ გაზარდა კაცად და სამშობლოსვე შეეწირა კაცობისა და ქართველობის შეუბღალავად.           

არა, არ მაღიზიანებს, მე მიხარია ქუჩებში მხიარული გოგო-ბიჭების შეხვედრა. მე მეამაყება რომ მათი ნაწილი ვარ, იმ ერის შვილი ვარ, გიასნაირი კაცების გაზრდა რომ შეუძლია. არ ვყოფილვართ არც ბეჩავნი, არც ჯაბანნი, არც ყველაზე საზიზღარი ერი - როგორც გაჰკივის ზოგი. ჭუჭყი ყველგანაა, ჭუჭყით არ იზომება ერი. გიაც ასე დადიოდა ქუჩებში მხიარული, ასევე უდარდელი იყო, ასევე უყვარდა სიცოცხლე და ვინ იფიქრებდა მაშინ, თუ რისი შემძლე და გამკეთებელი იყო თავისი ქვეყნისთვის. ჩემი ერის სული ხელშესახებად ძლიერდება და თუ ისეთ საქართველოს ავაშენებთ როგორზედაც გია ოცნებობდა, რომლისთვისაც თავი დასდო (და მე მწამს რომ ავაშენებთ), მაშინ არც გიას სახელს ემუქრება დავიწყება და არც მის ბიჭს გაჭირვება. ,,და ის ბიჭებიც, დღეს უდარდელად მოსეირნენი” გიას მსგავსად ,,უშიშნი ვითარცა უხორცონი”, მტკიცე ფარად დაუდგებიან საქართველოს. 

ეს მოგონებაც მათთვის უფრო დაიწერა და მუხრანის თემის არ იყოს - ,,იარონ’’...     

შალვა ივერიელი


                                                      

გიორგი შვილთან ერთად



ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში არსებობს გიორგი ჯაფარიძის სახელობის საკონცერტო დარბაზი.

ქუჩას, სადაც გიორგი ცხოვრობდა მისი სახელი ჰქვია. 


მამა უჩა ვლადიმერის ძე 1932-2022წწ

დედა ლიანა ფუნთუშაშვილი დაბადებულია 04 ივლისი 1936 წელს ახმეტაში, მამა ჩამოსულა თიანეთიდან

ითანამშრომლა ძმამ ვლადიმერ ჯაფარიძემ.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 03.08.2021
ბოლო რედაქტირება 22.04.2022
სულ რედაქტირებულია 5





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0