სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10522

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ომი/სამხედრო პირი
ომის გმირი 1941-45 წწ
 კირილე ნიკიფორეს ძე უკლება 1913-1997წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945) დაბ.  სოფ. კურსები, ტყიბული, იმერეთი.

1913-1997 წწ. გარდ. 84 წლის

ბმულის კოპირება

ომის გმირი 1941-45 წწ

გვარი უკლება სია

ტყიბული გამოჩენილი ადამიანები სრული სია

33       ბეჭდვა

კირილე ნიკიფორეს ძე უკლება 1913-1997წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945) დაბ. სოფ. კურსები, ტყიბული, იმერეთი.

უკლება კირილე ნიკიფორეს ძე 28 დეკემბერი 1913 დაბადების ადგილი: სოფელი კურსები, ტყიბულის საქალაქო საბჭოს ტერიტორია.


დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1939 წელს. 


მუშაობდა ქ. არხანგელსკში. 1941 წელს გაიწვიეს წითელ არმიაში. 1942 წლიდან მოქმედ არმიაში იყო. იბრძოდა ჩდილო-დასავლეთის, ვოლხოვისა და ბელორუსიის I ფრონტებზე. მდინარეების ვარტასა და ოდერის გადალახვისას გამოჩენილი მამაცობისათვის საბჭოთა გმირის წოდება მიენიჭა; 1946-1976წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასმეტალურგმშენის" სამშენებლო სამმართველოსა და ამავე სამინისტროს N18 სამშენებლო ტრესტს; იყო საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული წყალსამეურნეო ობიექტების მშენებლობის მთავარი სამმართველოს "საქმთავარწყალმშენის" უფროსის მოადგილე; მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში "საქმთავარწყალმშენის" სისტემის, ასევე, ქ.რუსთავისა და ქ. თბილისის სამრეწველო, სამოქალაქო და ჯანმრთელობის დაცვის ობიექტებს, მათ შორის, სასტუმრო "აჭარას" (თბილისში) მშენებლობაში; დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოში მელიორაციული მშენებლობისთვის ანაკრები რკინაბეტონის კონსტრუქციების წარმოებისა და დანერგვის საქმეში; გადამდგარი გვარდიის მაიორი. მიღებული აქვს საბრძოლო და სამოქალაქო სახელმწიფო ჯილდოები.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1943-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1945 - საბჭოთა კავშირის გმირი
    ოდერისათვის ბრძოლებში გამოჩენილი უმაგალითო გმირობისათვის
  • სსრკ სახელმწიფო პრემია
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • ლენინის ორდენი


წყარო-NPLG.GOV.GE


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 28.12.2021
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 02.06.2023
სულ რედაქტირებულია 1



გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ნიმუში

2 0

გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ზოგადი ნიმუში ზაქარია (შაქრო) საბას ძე ფეიქრიშვილი 1897-1965წწ დაბ. სოფ. კონდოლი, თელავი

2 0


447 567 დოკუმენტი 1941-1945 სამამულო ომი

1 0


მიხეილ ნიკიფორეს ძე გორბაჩევი 1917-1955წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945), დაბ. თბილისი, ქართლი.

1 0


კონსტანტინე მიხეილის ძე გორბაჩევი 1921-2003წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოხუმი, აფხაზეთი.

1 0


ნიკოლოზ ივანეს ძე გოგიჩაიშვილი 1903-1945წწ 41 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) დაბ. სოფელი ნიგვზიანი, ლანჩხუთი, გურია.

1 0