სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
საიათნოვა (არუთიუნ საიათიანი) 1712-95წწ გარდ. 83 წლის. პოეტი აშუღი უკრავდა კამანჩეზე, ჩონგურზე. ის ერეკლე II-ის კარის მომღერალი და მუსიკოსი იყო და გადმოცემით დიპლომატის ფუნქციასაც ასრულებდა. მოღვ. თელავი საიათნოვა (არუთიუნ საიათიანი) 1712-95წწ გარდ. 83 წლის. პოეტი აშუღი უკრავდა კამანჩეზე, ჩონგურზე. ის ერეკლე II-ის კარის მომღერალი და მუსიკოსი იყო და გადმოცემით დიპლომატის ფუნქციასაც ასრულებდა. მოღვ. თელავი

1712-1795 წწ. გარდ. 83 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი საიათნოვა სია

თელავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

12       ბეჭდვა

საიათნოვა (არუთიუნ საიათიანი) 1712-95წწ გარდ. 83 წლის. პოეტი აშუღი უკრავდა კამანჩეზე, ჩონგურზე. ის ერეკლე II-ის კარის მომღერალი და მუსიკოსი იყო და გადმოცემით დიპლომატის ფუნქციასაც ასრულებდა. მოღვ. თელავი

საიათნოვა (სომხ. Սայաթ-Նովաსპარს. سایات‌نوواაზერ. Sayat-Nova; დ. 14 ივნისი1712ტფილისი — გ. 22 ნოემბერი1795ახპატი) — საქართველოში მოღვაწე ეთნიკურად სომეხი პოეტიაშუღი, მომღერალი.



საიათნოვა (ნამდვ. სახელი არუთიუნ საიათიანი) 1712 წელს დაიბადა თბილისში. დედა თბილისელი ჰყავდა, მამა კი წარმოშობით ან ალეპოდან ან ადანიდან უნდა ყოფილიყო. საიათნოვა განთქმული იყო საკუთარი ლექსებით, სიმღერით. უკრავდა კამანჩეზე, ჩონგურზე. ის ერეკლე II-ის კარის მომღერალი და მუსიკოსი იყო და გადმოცემით დიპლომატის ფუნქციასაც ასრულებდა. ასევე გადმოცემით მისი შუამავლობით შესაძლებელი გახდა ალიანსი საქართველოს, სომხეთსა და შირვანს შორის სპარსეთის იმპერიის წინააღმდეგ. თუმცა მეფის ქალიშვილის სიყვარულის გამო კარის სამსახური დაკარგა და დანარჩენი ცხოვრება გზაში ხეტიალსა და სიმღერაში გალია. 1768 წელს ბერად შედგა ახპატში, დროდადრო თბილისს უბრუნდებოდა. დაიღუპა 1795 წლის სექტემბერში ახპატის მონასტერში აღა-მაჰმად ხანის შემოსევის დროს. დაკრძალულია თბილისის სურფგევორქის ეკლესიაში.



საიათნოვას ავტორობას შეიძლება მიეწეროს დღემდე მოღწეული დაახლოებით 200 სიმღერა, თუმცა სავარაუდოდ მას ათასობით სიმღერა უნდა ჰქონოდა შექმნილი. მის სიმღერათა უმრავლესობა ქართულ, სომხურ და სპარსულ ენებზეა. მათი დიდი ნაწილი დღესაც პოპულარულია.[5]

საიათნოვას პოეზია ორიგინალურია სტილითა და რიტმიკით. მის პოეზიაში თავი იჩინა აღმოსავლურმა სალექსო ფორმებმა და ლექსიკამ გარკვეული გავლენა მოახდინა თანადროულსა და მომდევნო ხანის ქართულ ლიტერატურაზე. საიათნოვას ქართული ლექსები გამოსცეს იოსებ გრიშაშვილმა (1918) და ალექსანდრე ბარამიძემ (1963); სომხური ლექსები თარგმნეს ლ. მელიქსეთ-ბეგმა (1935), გ. შაჰ-ნაზარმა (1972); აზერბაიჯანული — გ. შაყულაშვილმა (1970).



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.10.2021
ბოლო რედაქტირება 25.01.2022
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 06.03.2023
სულ რედაქტირებულია 3



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0