სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე
1.7 ფარსმან I  ახ. წ. I ს-ის 40-50 –იან წლები ქართლის წარმართი მეფე
ბმულის კოპირება

საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

10       ბეჭდვა

1.7 ფარსმან I ახ. წ. I ს-ის 40-50 –იან წლები ქართლის წარმართი მეფე

ფარსმან I დიდი — არმაზის იბერიის მეორე მეფე ორმეფობის პერიოდში, მცხეთის იბერიის მეფე კაოსთან ერთად, მეფობდა ახ. წ. 1 – 58 წლებში, არშაკუნიანების დინასტიიდან. ისტორიკოსი მას აიდინტიფიცირებს ქართულ ქრონიკებში მოხსენიებულ მეფე ადერკთან„და მეფე იქმნნეს შემდგომად მათსა შვილნი მათნი: არმაზს — ფარსმან და შიდაქალაქსა — კაოს.“ თავისი ძმის, მითრიდატეს გამეფების მიზნით, რომაელთა მხარდაჭერით სომხეთში ილაშქრა, ხელთ იგდო სომხეთის დედაქალაქი არტაქსატა, დაამარცხა სომხეთში შემოჭრილი პართელთა უფლისწული ოროდე და მითრიდატე გაამეფა. გაიუს კალიგულას მმართველობის დროს რომაელებმა მითრიდატეს სომხეთის სამეფო ტახტი ჩამოართვეს; იმპერატორმა კლავდიუსმა 47 წელს სომხეთი კვლავ დაუბრუნა მითრიდატეს. სომხეთში მის ხელმეორედ გამეფებაში რომაელებთან ერთად იბერთა ჯარებიც იღებდნენ მონაწილეობას. 51 წელს რომაელთა ინტერესების საწინააღმდეგოდ, ფარსმან I-მა სომხეთის სამეფოს ხელში ჩაგდების მიზნით ალყა შემოარტყა გარნისის ციხეში შემწყვდეულ მითრიდატეს და რომაელთა გარნიზონს და ხელთ იგდო გარნისი. ფარსმან I-მა მითრიდატე თავის ძეს რადამისტს მოაკვლევინა, მაგრამ პართელთა შემოჭრის გამო რადამისტმა სომხეთში ფეხი ვერ მოიკიდა. ფარსმან I-მა სომხეთის დასაპყრობად კვლავ გაგზავნა რადამისტი. დროებითი წარმატების შემდეგ რადამისტი იძულებული გახდა დაეტოვებინა სომხეთი. საბოლოოდ ფარსმან პირველი შეურიგდა პართელთა გაბატონებას სომხეთში. სომხეთის დაკარგვის შემდეგ ანტირომაული მოღვაწეობის საბაბით ფარსმანმა მოაკვლევინა რადამისტი, რომელიც მას იბერიის სამეფო ტახტს ეცილებოდა.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0