სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე
1.8 მითრიდატე II _ I ს-ის 70-იან წლები ქართლის წარმართი მეფე
ბმულის კოპირება

საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

15       ბეჭდვა

1.8 მითრიდატე II _ I ს-ის 70-იან წლები ქართლის წარმართი მეფე

აზორკი , არსოკ , ფარნუკ I, იგივე ხსე-ფარნუგარამეულის დამწერლობით შესრულებულ წარწერაში: Hsjprnwg, ბერძნულ წარწერაში: Ξηφαρνούγός[11] (ქართ. ქსეფარნუგი) (გ. 103) — ფარსმან I-ის ძე. მამის გარდაცვალების შემდეგ, არმაზის ტახტი დაიკავა. ის ერთობლივად მეფობდა მის ბიძაშვილთან, მცხეთის მეფე არმაზელთან ერთად 87 – 103 წლებში. მოიხსენიება არმაზის ბილინგვის სერაფიტის წარწერაში.

პავლე ინგოროყვას „ძველი ქართული მატიანე "მოქცევაჲ ქართლისაჲ" და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია“ (გვერდი 521) XVII „იმიერ“ მეფედ წარმოგვიდგენს [ფ]არ[ნ]უკ II-ს, მას შეესაბამება ქართულ წყაროებში მოხსენიებული აზორკი. მისი XVII-ა „ამიერი“ თანა-მეფეა არმაზაერი (არმაზელი).

აზორკის და არმაზელის სამეფო წყვილიდან პროფესორი გიორგი მელიქიშვილი "აზორკს" განსაზღვრავს როგორც მითრიდატე I-ის სავარაუდო ადგილობრივ სახელს, "არმაზელს" კი როგორც არმაზის ტერიტორიულ ეპითეტს.

სერგი გორგაძის „საქართველოს ისტორიის“მიხედვით: აზორკი, იგივე მითრიდატე II-ა. 

ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მიხედვით: „მითრიდატე II, ქართლის (იბერიის) მეფე, ფარსმან I-ის ძე. მეფობდა I საუკუნის 70-იან წლებში. იხსენიება 75 წლით დათარიღებულ ბერძნულ წარწერაში, რომელიც 1867 წელს მცხეთის მახლობლად იპოვეს. მასში ნათქვამია, რომ იბერთა მეფე მითრიდატეს, ფარსმან მეფისა და დედოფალ ჰამასასპუხის ძეს, კეისრის მეგობარსა და რომაელთა მეგობარს, რომაელებმა ციხის გალავანი გაუმაგრეს. მითრიდატე II იხსენიება აგრეთვე არმაზისხევის სამაროვანზე 1940 წელს აღმოჩენილ ერთენოვან "არმაზულ" წარწერაში, როგორც იბერთა "მეფე დიდი, ძე ფარსმანისა, დიდი მეფისა". აქვე ლაპარაკია მისი მეთაურობით იბერთა მიერ მოპოვებულ გამარჯვებებზე.“


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0