სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
მოციქული
ფილიპე მოციქული (ბერძ. Φίλιππος, ლათ. Philippus)  ხსენება 14 (27) ნოემბერი. ფილიპე მოციქული (ბერძ. Φίλιππος, ლათ. Philippus)  ხსენება 14 (27) ნოემბერი.
ბმულის კოპირება

მოციქული

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

13       ბეჭდვა

ფილიპე მოციქული (ბერძ. Φίλιππος, ლათ. Philippus) ხსენება 14 (27) ნოემბერი.

ფილიპე მოციქული (ბერძ. Φίλιππος, ლათ. Philippus) — ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი წარმოშობით გალილეის ქალაქ ბეთსაიდიდან იყო. ხსენების დღე - 14 (27) ნოემბერი.

ფილიპე მოციქულზე მოგვეპოვება შემდეგი ინფორმაცია: წარმოშობით ბეთსაიდის გალილეიდან იყო. მოწოდებული იყო უფლის მიერ პეტრე და ანდრიას შემდეგ მეორე დღეს. მოწოდების შემდეგ ფილიპემ მეყსეულად აცნობა თავის მეგობარ ნათანიელს პოვა ფილიპე ნათანაელ და ჰრქუა მას: რომელი-იგი დაწერა მოსე სჯულსა და წინაწარმეტყუელთა, ვპოეთ: იესუ, ძე იოსებისი, ნაზარეთით. და ჰრქუა მას ნათანაელ: ნაზარეთით შესაძლებელ არსა კეთილისა რაჲსამე ყოფად? ჰრქუა მას ფილიპე: მოვედ და იხილე.

(იოან.1:45). ერთი წლის შემდეგ კი ერთ-ერთ თორმეტ მოციქულად იქნა არჩეული (მარ.3:14-18). მისი სახელი ფიგურირებს 5000 კაცის დაპურების დროსაც (იოან.6:7). ასევე როცა მას მიმართეს ელინებმა, რათა ენახათ იესო (იოან.12:23). საიდუმლო სერობის შემდეგ ფილიპემ თქვა:


ჰრქუა მას ფილიპე: უფალო, მიჩუენე ჩუენ მამაჲ შენი, და კმა არს ჩუენდა.

(იოან.14:8).


მკვლევართა ერთი ვერსიით ფილიპეს ჰყავდა ცოლი და სამი ქალიშვილი.[1]


ქადაგება

სულიწმინდის გადმოსვლის შემდეგ ფილიპე მოციქული გალილეაში ქადაგებდა ღვთის სიტყვას. გალილეიდან ფილიპე მოციქული საბერძნეთში შემდეგ პართეთში გაემგზავრა, შემდეგ კი - ქალაქ აზოტში. აზოტიდან ფილიპე მოციქული სირიის იერაპოლში გადავიდა. შემდეგ ქადაგებით მოიარა სირია, მცირე აზია, ლიდია, მიზია. წმიდა ფილიპეს განუყრელად თან დაჰყვებოდა მისი და, მარიამნა, რომელიც ძმის გაჭირვების თანაზიარი იყო.


მოწამეობრივი აღსასრული


წმ. ფილიპე მოციქული (ნიურემბერგის ქრონიკა, 1493)


ბართლომე და ფილიპე მოციქულთა წამება

როცა მოციქული ფრიგიაში, ქალაქ იერაპოლში ჩავიდა, იქ წარმართებმა აწამეს. ფილიპე მოციქული ჯვარზე აღესრულა. წმიდანის დამ, მარიამნამ მიწას მიაბარა ძმის ცხედარი, შემდეგ კი ბართლომე მოციქულთან რომელიც მოციქულ ფილიპესთან ერთად აწამეს მაგრამ სიკვდილს გადაურჩა,ერთად სომხეთში გაემგზავრა სახარების საქადაგებლად. აქ წმინდა ბართლომე ჯვარს აცვეს (ხს. 11 ივნისს), მარიამნა კი გააგრძელა ღვთის სიტყვის ქადაგება და ლიკაონიაში აღსასრულა (ხს. 17 თებერვალს). შობის მარხვას ფილიპე მოციქულის სახელს უკავშირებენ.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 27.11.2021
ბოლო რედაქტირება 28.11.2021
სულ რედაქტირებულია 1





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0