სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მედიცინის მუშაკები
გურამ ირაკლის ძე ძამუნაშვილი დ. 1955 წ. ექიმი, ქირურგი. დაბ. სოფ. წინანდალი, თელავი, კახეთი გურამ ირაკლის ძე ძამუნაშვილი დ. 1955 წ. ექიმი, ქირურგი. დაბ. სოფ. წინანდალი, თელავი, კახეთი
ბმულის კოპირება

მედიცინის მუშაკები

თელავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

15       ბეჭდვა

გურამ ირაკლის ძე ძამუნაშვილი დ. 1955 წ. ექიმი, ქირურგი. დაბ. სოფ. წინანდალი, თელავი, კახეთი

გურამ ირაკლის ძე ძამუნაშვილი დაიბადა 24 ივნისი 1955 წელს, თელავის რაიონი სოფელ წინანდალში. ღვაწლმოსილი ექიმი, მუშაობს ქირურგიის განხრით, უამრავი გადარჩენილი პაციენტი.



ვოვა ბალასიაშვილთან ერთად

გურამ ძამუნაშვილი დაიბადა 1955 წლის 24 ივნისს სოფ. წინანდალში. 

1972 წ. დაამთავრა წინანდლის საშუალო სკოლა. 1974 წ. ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე. ინსტიტუტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ ინტერნატურა გაიარა რესპუბლიკური საავადმყოფოს ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის ბაზაზე და 1981 წელს მიენიჭა ზოგადი ქირურგის კვალიფიკაცია. ამის შემდეგ მუშაობდა ჯერ ონის რაიონულ, შემდეგ კი თელავის რაიონულ საავადმყოფოში გადაუდებელი ქირურგიული დახმარების ექიმის პოზიციაზე. 1981-1984 წ. პარალელურად ასრულებდა სანიორის პოლიკლინიკის ქირურგის და თელავის ბავშვთა პოლიკლინიკის ქირურგის მოვალეობას.

1985-1988 წ. ქირურგიის საკავშირო სამეცნიერო ცენტრში გაიარა მიზნობრივი ორდინატურის კურსი გასტრო ენტერალურ ქირურგიაში. იქვე 1991 წ. დაიცვა დისერტაცია გასტრო ენტერალურ ქირურგიაში ჭრილობების რეგენერაციის საკითხებზე და მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 1988-1993 წ. აგრძელებდა მუშაობას თელავის რაიონული საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში. 

1993 წ. არჩეული იყო თელავის რაიონული საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგედ და რაიონის მთვარ ქირურგად. ეს იყო უმძიმესი პერიოდი და გამოცდა როგორც ქვეყნისთვის, ასევე სამედიცინო და კერძოდ ქირურგიული სამსახურისათვის. ქვეყანაში მოიშალა ყველა რგოლი, სამედიცინო სფეროში პრაქტიკულად შეწყდა  დაფინანსება, საავადმყოფოს აღარ მიეწოდებოდა ელექტრო ენერგია, მედიკამენტები და სახარჯი მასალები, პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა მუშაობა. ამ ძნელბედობის ჟამს გ. ძამუნაშვილმა პირადი სახსრებით შეიძინა ელექტრო გენერატორი, დაამყარა კავშირი ჰუმანიტარულ ორგანიზაციასთან "ექიმები საზღვრებს გარეშე", რის შემდეგადაც 1994-1997 წ. ჯერ ქირურგიულ და რეანიმაციულ განყოფილბებს, შემდეგ კი მთელ რაიონულ საავადმყოფოს უწყვეტად მიეწოდებოდა მედიკამენტები, სახარჯი მასალები და სხვა სამედიცინო საშუალებები. ამავე ორგანიზაციის დახმარებით თელავის რაიონულ საავადმყოფოს გადაეცა 120 კილოვატიანი გენერატორი და საყოველთაო სიდუხჭირის ფონზე თელავის საავადმყოფო ოაზისს დაემსგავსა. არც ერთი საათით არ შეწყვეტილა ქირურგიული სამსახურის ფუნქციონირება. ტარდებოდა ურთულესი ოპერაციები და ათასობით ადამიანს შენარჩუნდა სიცოცხლე.

მიუხედავად ამისა სამედიცინო პერსონალის ყოფა გაუცემელი ე.წ. "გაყინული" ხელფასების გამო აუტანელი იყო. ამ პრობლემის მოგვარების მიზნით გ. ძამუნაშვილმა  კენჭი იყარა 1998 წ ადგილობრივ არჩევნებში და 1998-2001 წ. სათავეში ედგა თელავის საკრებულოს ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიას, თუმცა უამრავი ბიუროკრატიული ბარიერების გამო სამედიცინო პერსონალის ყოფა მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა. ამავე პერიოდის პრობლემა იყო განუკითხაობა საპენსიო ფონდში. კერძოდ მთელ რიგ პენსიონერებზე გაცემული იყო მთელი წლის პენსია, რიგი პენსიონერები კი იმ მინიმალური თანხის გარეშე რჩებოდნენ თვეების განმავლობაში. ეს საკითხი განიხილა ჯერ ჯანდაცვის და სოციალურ 

საკითხთა კომისიამ, შემდეგ კი თელავის რაიონის საკრებულომ და აღდგენილი იქნა სამართლიანობა.

1993-2013 წ. გ. ძამუკაშვილი თელავის ბავშვთა საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების და სამშობიარო სახლის კონსულტანტია, სადაც ჩატარებული უამრავი წარმატებული ოპერაციის შემდეგ ბევრ ოჯახში დაისადგურა სიხარულმა.

2013 წლიდან დღემდე გ. ძამუნაშვილი კორპორაცია "ევექსის ჰოსპიტლების" თელავის რეფერალური ჰოსპიტალის ქირურგიული დეპარტამენტის უფროსია, სადაც მან ჩამოაყალიბა ახლი გუნდი, რომლის შემადგენლობაშიც

 შედიან: ზოგადი ქირურგები, ბავშვთა ქირურგები, ტრავმატოლოგები, ნეიროქირურგი, უროლოგები, ოფთალმო ქირურგი, ოტოლარინგოლოგი.  დეპარტამენტი ემსახურება მთელი კახეთის რეგიონის ურთულეს პაციენტებს და ტარდება ათასობით წარმატებული ოპერაცია.

თელავის და ზოგადად კახეთის მოსახლეობის წინაშე გაწეული ამაგისთვის გ. ძამუნაშვილი არჩეულია ქ. თელავის საპატიო მოქალაქედ და დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.

დედა-თამარა ზაქარიას ასული გავარდაშვილი 1922-2011. დაბადებულია სოფელი ოჟიო, ახმეტა

მამა-ირაკლი სოლომონის ძე ძამუნაშვილი 1920-1992წ.

ბებია-ბაბე ნიკოლოზის ასული ყარაულაშვილი-ძამუნაშვილი. დაბადებულია სოფელი ვარდისუბანი, თელავი.

პაპა-სოლომონ გრიგოლის ძე ძამუნაშვილი



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 18.02.2022
ბოლო რედაქტირება 22.02.2022
სულ რედაქტირებულია 3





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0