სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მშვიდობიანი მოსახლეობის გენოციდი
ვახტანგ გრიგოლის ძე ღვინჯილია  1922-1993წწ დახვრიტეს 69 წლის,  გენოციდი დაბ. სოფ. განახლება, გულრიფში აფხაზეთი ვახტანგ გრიგოლის ძე ღვინჯილია  1922-1993წწ დახვრიტეს 69 წლის,  გენოციდი დაბ. სოფ. განახლება, გულრიფში აფხაზეთი

1922-1993 წწ. გარდ. 71 წლის

ბმულის კოპირება

მშვიდობიანი მოსახლეობის გენოციდი

გვარი ღვინჯილია სია

გულრიფში გამოჩენილი ადამიანები სრული სია

30       ბეჭდვა

ვახტანგ გრიგოლის ძე ღვინჯილია 1922-1993წწ დახვრიტეს 69 წლის, გენოციდი დაბ. სოფ. განახლება, გულრიფში აფხაზეთი

გულრიფშის რაიონის გენოციდი სრული სია

328. ღვინჯილია ვახტანგ გრიგოლის ძე - 69 წლის,  დაიბადა 19 პრილი 1922 წელს, დახვრიტეს საკუთარ სახლში.


დაბადების დღეს გილოცავ, მ ა მ ა! დღეს 100 წლის იუბილე გაქვს. დღესაც ცოცხალი იქნებოდი ( არ გაგიკვირდეთ, მამას მამა 103 წლის გარდაიცვალა, საღ გონებაზე და სიცოცხლეში წამალი არ იცოდა რა იყო),  რომ არა, ის ავადსახსენებელი აფხაზეთის ომი.  ...1993 წლის 2 ოქტომბრის დილის 6 საათზე, საკუთარ ეზოში ვერაგულად მოკლეს და ეზოშივე დაამარხინეს დედას, სასწრაფოდ. არ დაიმალე, მეუღლეს და მძახლებს იცავდი. სულ ასე გვეუბნებოდი, მე რას დამიშავებენ 70 წლის კაცი ვარო. მაგრამ შეცდი, თურმე დასახვრეტების სიაში ყოფილხარ. რატომ? - ჩვენი სოფლის ახალგაზრდებთან ერთად აგროვებდით პირველადი დახმარების ნივთებს, საკვებს და მიგქონდათ დაჭრილებთან საავადმყოფოში. 29 წელია, რაც  ჩვენთან არ ხარ, მაგრამ ასე საჯაროდ არ დამიწერია შენზე არაფერი. ახლა მაიძულა უკრანის ომმა. შენ ხომ უკრაინელი დედის გაზრდილი იყავი. ეს მათთვის, ვისაც ჩვენი ,, კეთილის მსურველი" მეზობლის ვერაგობა არ უნახავს და არ განუცდია. იმ ავადსახსენებელ 2 ოქტომბერს 60 ადამიანი მოკლეს, აფხაზეთის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელ განახლებაში. მამას და რამდენიმეს გაუმართლათ, მხოლოდ ესროლეს. დანარჩენები კი... ზოგი აწამეს და მერე დაწვეს, ზოგი გააშიშვლეს და ღორებს გადაუგდეს საჯიჯგნად...აღარ გავაგრძელებ. მამამ არ დატოვა მშობლიური კუთხე, არ დატოვა 27 წლის ქალიშვილის საფლავი...რომ კვდებოდა, ასე ლუღლუღებდა თურმე -რა ბედნიერი კაცი ვარ, ჩემი შვილები და შვილიშვილები სამშვიდობოს არიანო. შენ გმირი ხარ მამა! ამ ფოტოზე სულ რაღაც 38 წლის ხარ, მაგრამ იმიტომ ვდებ, 70-ის რომ დაგტოვეთ, ასეთივე იყავი, ახალგაზრდული სულის და შემართების. რას არ გავცვლიდი, შენთან ერთი საათით საუბრის სანაცვლოდ. ჩვენო ჭკვიანო, ძალიან თბილო, სამართლიანო და უზომოდ კეთილო მამა!!


ითანამშრომლა შვილმა ნანა ღვინჯილიამ დაბადებულია 1968 წელს


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 20.04.2022
ბოლო რედაქტირება 28.04.2022
სულ რედაქტირებულია 4





სოფ. დრანდა, გულრიფშის რ-ნი, მებრძოლები, ვეტერანები. გენოციდი

2 0

ბაღდათის მუნიციპალიტეტი მებრძოლები, 1990 წლიდან, მოგვაწოდა მინდია ამირანის ძე კიკნაველიძემ დაბ. 1986 წელს, ბაღდათი

2 0

დღის იუბილარი/ხსენება ნიმუში

1 0


საქართველოს ომები ნიმუში

1 0


+კონდოლი თელავი 148 ნაპოვნი დოკუმენტი 1941-45

1 0


1918-21 წლები 400 დაღუპული მებრძოლის სია პაატა გიგაურისგან

1 0