სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდა სინოდი
ეპისკოპოსი იეროთეოზი (იეროთე აივაზაშვილი) 1864-1942წწ ნინოწმიდის ეპარქია დაბ. ყვარელი ეპისკოპოსი იეროთეოზი (იეროთე აივაზაშვილი) 1864-1942წწ ნინოწმიდის ეპარქია დაბ. ყვარელი

1864-1942 წწ. გარდ. 78 წლის

ბმულის კოპირება

წმიდა სინოდი

გვარი აივაზაშვილი სია

ყვარელი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

2       ბეჭდვა

ეპისკოპოსი იეროთეოზი (იეროთე აივაზაშვილი) 1864-1942წწ ნინოწმიდის ეპარქია დაბ. ყვარელი

ეპისკოპოსი იეროთეოზი (ერისკაცობაში — იეროთე მოსეს ძე აივაზაშვილი; დ. 6 ნოემბერი, 1864, სოფ. ყვარელი, თელავის მაზრა — გ. 28 ოქტომბერი, 1942, თბილისი) — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავარი.


ეპისკოპოსი იეროთეოზი, ერისკაცობაში იეროთე მოსეს ძე აივაზაშვილი, დაიბადა 1862 წლის 6 ნოემბერს თელავის მაზრის სოფელ ყვარელში მედავითნის ოჯახში. თელავის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1886 წელს სემინარიელ იოსებ ლაღიაშვილის მიერ რექტორ ჩუდეცკის მკვლელობის შემდეგ სემინარიაში დაიწყო ქართველი სტუდენტებისა და მასწავლებლების სასტიკი დევნა-შევიწროება, მაგრამ იერო¬თე აივაზაშვილმა მოახერხა უხიფათოდ დაესრულებინა სასწავლებელი 1888 წელს. იმავე წლის 14 ნოემბერს ხელდასხმულ იქნა მთავარდიაკვნად თბილისის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტის ეკლესიაში, 1889 წლის 24 აპრილს ხელდასხმულ იქნა მღვდლად თელავის მაზრის სოფელ შილდაში.


1889-1890 წლებში მასწავლებლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში. 1901 წლის 19 მარტიდან გამწესებულ იქნა თბილისის ჯამბაკურ-ორბელიანის წმიდა ნიკოლოზის ეკლესიაში, 1903 წლის 3 მარტს გადაყვანილ იქნა წმიდა ეკატერინეს ეკლესიაში, 1907 წლის 20 სექტემბერს გადაყვანილ იქნა ხარფუხის წმიდა ნიკოლოზის ეკლესიაში, 1916 წლის 8 დეკემბრიდან თბილისის სამების ეკლესიის წინამძღვარია. ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის 1897 წელს დაჯილდოვდა საგვერდულით, 1902 წელს სკუფიით, 1913 წელს კამილავკით, 1918 წელს ოქროს ჯვრით, 1919 წელს აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში, 1920 წელს ენქერით. 1928 წლის 16 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქრისტეფორე III-ის ლოცვა-კურთხევით აკურთხეს ნინოწმინდელ ეპისკოპოსად. მის ეპისკოპოსად კურთხევას მხარი დაუჭირეს მიტროპოლიტებმა: დავითმა (კაჭახიძე), კალისტრატემ (ცინცაძე), იოანემ (მარღიშვილი), ეპისკოპოსებმა: პავლემ (ჯაფარიძე), სიმეონმა (ჭელიძე), ვარლამმა (მახარაძე). წინააღმდეგი იყო ბოდბელი ეპისკოპოსი სტეფანე (კარბელაშვილი). 16 დეკემბერს სვეტიცხოველში შესრულდა მისი კურთხევა და იგი დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად, 1929 წლიდან დროებით განაგებდა ბოდბის ეპარქიასაც. ეპისკოპოსი იეროთეოზი იყო მოკრძალებული კაცი, თითქმის შეუმჩნეველი. უმძიმეს ვითარებაში მოუხდა მას მღვდელმთავრობა. ბოლშევიკური ხელისუფლება სასტიკად სდევნიდა სასულიერო პირებს, უწესებდა აუტანელ გადასახადებს და გადაუხდელობის შემთხვევაში ადმინისტრაციული წესით ხურავდა ეკლესიებს. ასე დაიხურა მრავალი ეკლესია-მონასტერი ნინოწმინდის ეპარქიაშიც. 1941 წლის 1 სექტემბერს ეპისკოპოსმა იეროთეოზმა განცხადებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარესს კალისტრატეს სამსახურიდან განთავისუფლების შესხებ. იგი მძიმედ იყო ავად. 1942 წლის 28 ოქტომბერს ეპისკოპოსი იეროთეოზი გარდაიცვალა თბილისში. იგი დაიკრძალა თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძრის ეზოში.

სერგო ვარდოსანიძე

http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=337&fbclid=IwAR0Ft9sx8NJ_lqCQxNHIrO_Dp_DqjF3h2UWCSAdeIbA2KmE_sEjTeeUVUh0


ეპისკოპოსი იეროთეოზი, ერისკაცობაში – იეროთე მოსეს ძე აივაზაშვილი, 1862 წლის 6 ნოემბერს თელავის მახრის სოფელ 
ყვარელში, მედავითნის ოჯახში დაიბადა. 1882-1888 წლებში თბილისის სასულიერო სეეინარიაში სწავლობდა. 
1888 წლის 14 ნოემბერს დიაკვნად აკურთხეს და თბილისის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტის კარის ეკლესიის ღვთისშსახურად დაინიშნა. 
1889 წლის 27 აპრილს მღვდლად დაასხეს ხელი და თელავის მახრის სოფელ შილდის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სახელობის 
ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს· 
1859-1901 წლებში მასწავლებლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში და იყო ყვარლის სამთავარხუცესო ოლქის დეპუტატი. 
1897 წლის აღდგომას საგვერდულით დააჯილდოვეს. 
1901 წლის I9 მარტს თბილისში გადმოიყვანეს და თავად ჯამბაკურ-ორბელიანების კარის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად 
დაინიშნა. 
1901-1918 წლებში თბილისის სასულიერო სასწავლბელსა და გიმნაზიაში (მაჩაიძისაში) საღვთო სჯულსა და 
გვ55

ქართულ ენას ასწავლიდა. 
1902 წლის 7 აპრილს სკუფია უბოძეს: 1903 წლის 3 მარტს თბილისის წმინდა ეკატერინეს სახელობის  
ეკლესიაში გადაიყვანეს. 1907 წლის 20 სექტემბერს ხარფუხის წმინდა 
ნიკოლოზის სახელობის ბერძნული ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1913 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 
1916 წლის 8 დეკეებრიდან თბილისის ყოვლადწშინდა სამების სახელობისეკლესიის მღვდელია (შემდგომში – წინამძღვარიც). 
1917 წელს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა, ხოლო 1919 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა 1928 წლის 16 დეკემბერს სრულიად საქართველოს 
კათოლიკოს-პატრიარქმა ქრისტეფორე III-მ (ციცქიშვილი) ნინოწმინდელ ეპისკოპოსად დაასხა ხელი და კათოლიკოს პატრიარქის 
ქორეპისკოპოსად დანიშნა. 
1929 წლის 20 ნოემბრიდან შეთავსებით ბოდბის ეპარქიის მართვა დაევალა. ეპისკოპოსი იეროთეოზი 1942 წლის 28 ოქტომბერს გარდაიცვალა. 
დაკრძალულია თბილისის სიონის საკათედრო ტაძრის გალავანში, სამხრეთით. 
მეუფე იეროთეოზის შვილიშვილი აბესალომ აივაზაშვილი მღვდელმთავრის ცხოვრების ბოლო პერიოდისა და მისი სიკვდილის შესახებ იგონებს: 
„კარგად მახსოვს, თუ როგორ სთავაზობდნენ ბაბუას უცნობი პირები სხვადასხვა მაღალ საერო თანამდებობებს, სანაცვლოდ 
კი მას ღვთისმსახურებისათვის თავის დანებებას სთხოვდნენ. თავიდან ეს ყველაფერი მშვიდობიან ფორმას ატარებდა, მაგრამ 
პაპამ ერთხელ ასე უთხრა: ,მირჩევნია ქრისტეს ერთგული დავრჩე, 
ეს სამოსელი ვატარო და „ბნელეთის მსახური“ მიწოდოთ, ვი-
გვ56
დრე თქვენგან მაღალჩინოსნობა მივიღოო“. ამ სიტყვების შემდებ ზეწოლამ სულ უფრო აშკარა სახე მიიღო. ერთხელაც, 
შებინდებისას ქუჩაში პაპას თავს დაესხნენ და თავის არეში ბლაგვი საგნით მძიმე დარტყმა მიაყენეს, მაგრამ ძლიერი ფიზიკური აღნაგობის გამო, 
მან სამ-ოთხ წელს კიდევ იცოცხლა. ამ დროის განმავლობაში სუკის ჯალათები არ წყვეტღნენ მის შევიწროებას. უწყოდენ რა ჩვენი უსახსრობა, 
ძველ წინადადებასთან ერთად, სრულფასოვან მკურნალობას სთავაზობდნენ, მაგრამ მეუფე ტვინში სისხლის ჩაქცევით, ტანჯვა-წაშებით ისე 
აღესრულა, რომ ოდნავაც არ უღალატია ქრისტესთვის. 
ოჯახში ყოველთვის გვწამდა, რომ დადგებოდა დრო, როდესაც ამ ამბის ყველასთვის მოყოლის საშუალება მოგვეცემოდა 
და მეუფე იეროთეოზის პირადი მაგალითი გზას გაუნათებდა მომავალ თაობას“. 



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 28.09.2022
ბოლო რედაქტირება 05.02.2024
სულ რედაქტირებულია 3





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0