სულ რაოდენობა: 0
ბმულის კოპირება2025 წლის 24 სექტემბერს თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა მიქაელმა (გაბრიჭიძე) დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თვალივში სამასი არაგველის სახელობის ახალაგებული ტაძარი აკურთხა. წირვას ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე ზაგაშვილი და დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე. წირვის შემდეგ ეპისკოპოსმა მიქაელმა პარაკლისი გადაიხადა სოფელ ნაღვარევის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, სადაც ბრძოლის წინ სამასმა არაგველმა დადო ფიცი.
| ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი |