სულ რაოდენობა: 5
ბმულის კოპირებაფოლკლორული ანსამბლი "წინანდალი" შეიქმნა 1986 წელს. ხელმძღვანელი ლევან აბაშიძე. სოლისტები: გურამ ურჩუხიშვილი,დავით გაგანაშვილი და თამაზ დათულიშვილი.
ანსამბლს მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ საერთაშორისო ფესტივალზე.
1988 წელს ანსამბლი "წინანდალი" გაემგზავრა კუნძულ კუბაზე. ამ ეგზოტიკურ ქვეყანაში კონცერტები დიდი აღმავლობით ჩაატარა.
1990 წელს ანსამბლი მიწვეულ იქნა გერმანიაში, თელავის დაძმობილებულ ქალაქ ბებერახში და რამოდენიმე კონცერტი გამართა "შტატჰალეს" ცნობილ თეატრში.
1998 წელს კვლავ გერმანიაში კონცერტი გამართა ბიბერახის მუსიკალურ სასწავლებელში. ანსამბლის წარმატება ადგილობრივმა გაზეთებმაც აღნიშნეს.
ამავე პერიოდში ანსაბმლმა მონაწილეობა მიიღო მოსკოვის და სოჭის საერთაშორისო ფესტივალზე, ორივეგან ლაურიატის წოდება მიენიჭა, ანსაბმლის წევრები დაჯილდოვდნენ სპეციალური მედლებით.
2001 წელს "წინანდალი" კახეთის დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა საფრანგეთში. იონის დეპარტამენტში. ათი დღის განმავლობაში ბურგუნდიის სხვადასხვა ქალაქში მართავდა კონცერტებს დიდი წარმატებით.
2003 წელს ანსამბლი მიწვეული იქნა დიდ ბრიტანეთში უელსის ცნობილ საერთაშორისო ფესტივალზე. ფესტივალზე მონაწილე 50 ქვეყანას შორის " წინანდალი" საქართველოს წარადგენდა, ანსამბლი ბრწყინვალედ გამოვიდა, პირველი ადგილი და ფესტვალის გრამპრი დაიმსახურა.
გამოსულია ანსამბლის "დისკი გიგანტი" და კომპაქტური დისკი.
ანსამბლზე გადაღებულია მრავალი სატელევიზიო ფილმი.
ანსამბლ "წინანდლის "სიმღერები შეტანილია საქართველოს ფოლკლორის "ოქროს წიგნში"
წყარო; Ansambli tsinandali . THE TSINANDALI CHOIR---''ანსამბლი წინანდალი "
![]() |
![]() |
|
|
![]() |
![]() |