სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
გარდ. მებრძოლები საზღვარგარეთ და სამშვიდობო მისიებში
აჩიკო (ჯაყო) დევრისაშვილი 1979-2023წწ გარდ. ბახმუტი უკრაინა, დაბ. თბილისი, ცხოვრ. კოჯორი აჩიკო (ჯაყო) დევრისაშვილი 1979-2023წწ გარდ. ბახმუტი უკრაინა, დაბ. თბილისი, ცხოვრ. კოჯორი

1979-2023 წწ. გარდ. 44 წლის

ბმულის კოპირება

გარდ. მებრძოლები საზღვარგარეთ და სამშვიდობო მისიებში

გვარი დევ­რი­საშ­ვი­ლი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

389       ბეჭდვა

აჩიკო (ჯაყო) დევრისაშვილი 1979-2023წწ გარდ. ბახმუტი უკრაინა, დაბ. თბილისი, ცხოვრ. კოჯორი

აჩიკო (ჯაყო) დევ­რი­საშ­ვი­ლი არჩილის ძე დაიბადა 01 იანვარი 1979 წელი თბილისში, ცხოვრობდა კოჯორი გარდაიცვალა 27 ივლისი 2023 წელი, ბახმუტი უკრაინა


უკ­რა­ი­ნა­ში  35 წლის აჩი­კო დევ­რი­საშ­ვი­ლი ბახ­მუტ­თან სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმას შე­ე­წი­რა, არი­ან დაჭ­რი­ლე­ბიც.

ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ ქარ­თვე­ლი და უკ­რა­ი­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი თა­ნა­მებ­რძო­ლის გა­მოყ­ვა­ნის პრო­ცეს­ში  თავ­დას­ხმის შე­დე­გად და­იჭრ­ნენ. გარ­დაც­ვლი­ლი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი უკ­რა­ი­ნუ­ლი ბა­ტა­ლი­ო­ნის 28-ე ბრი­გა­დის ერთ-ერთი და­ნა­ყო­ფის “შავი არ­წი­ვის" მე­თა­უ­რი იყო. მე­ო­მა­რი შიდა ქარ­თლი­დან უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის დღი­დან იბ­რძო­და.


აჩი­კო დევ­რი­საშ­ვი­ლის თა­ნა­მებ­რძო­ლი:

"გუ­შინ სა­ღა­მოს უკ­რა­ი­ნე­ლი და ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლე­ბი ბახ­მუ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე ერთ-ერთი და­სახ­ლე­ბის ასა­ღე­ბად შე­ვიდ­ნენ, ისი­ნი წარ­მა­ტე­ბით ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ ოპე­რა­ცი­ას, რა დრო­საც და­ბომბვა­ში მოყ­ვნენ - სა­არ­ტი­ლე­რიო არ­მი­ამ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა სა­ჰა­ე­რო იე­რი­ში და სწო­რედ ამ დროს და­ი­ღუ­პა ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცი. აჩი­კოს გა­მოყ­ვა­ნას ცდი­ლობ­დნენ მისი თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი, რა დრო­საც მათ ჭურ­ვის ნამ­სხვრე­ვე­ბი მოხ­ვდათ და 5 ქარ­თვე­ლი და 3 უკ­რა­ი­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცი და­იჭ­რა.

ყვე­ლა მათ­გა­ნი ბრძო­ლის ვე­ლი­დან გა­მოყ­ვა­ნი­ლია, მათ შო­რის გარ­დაც­ვლი­ლი ჯა­რის­კა­ციც. ამ­ჟა­მად ყვე­ლა დაჭ­რი­ლი თავს კარ­გად გვრძნობს. აჩი­კო უკ­რა­ი­ნუ­ლი ბა­ტა­ლი­ო­ნის ერთ-ერთი და­ნა­ყო­ფის -"შავი არ­წი­ვის" მე­თა­უ­რი იყო. ის შიდა ქარ­თლი­დან უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის დღი­დან იბ­რძო­და. ძა­ლი­ან დიდი და­ნაკ­ლი­სია, გა­მოც­დი­ლი მებ­რძო­ლი და ვაჟ­კა­ცი ბიჭი იყო აჩი­კო“.


არ­ჩილ დევ­რი­საშ­ვი­ლი ამ­ჟა­მად პრო­ზექ­ტუ­რა­შია დას­ვე­ნე­ბუ­ლი. მას თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი ჯერ უკ­რა­ი­ნა­ში, ერთ-ერთ ტა­ძარ­ში და­ას­ვე­ნე­ბენ და, სა­ვა­რა­უ­დოდ, მომ­დევ­ნო კვი­რა­ში შიდა ქარ­თლში ჩა­მო­ას­ვე­ნე­ბენ.

28 ივლისი 2023 წელი 

წყარო ამბები.გე


14 წლის იყო პირველად აფხაზეთის ომში რომ გაიპარა 1993 წელს, პირველად მოაბრუნეს და მერე ისევ მალევე გაიპარა და იმის მერე ყველა ბრძოლაში აქვს მიღებული მონაწილეობა, მონაწილეობას იღებდა უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებეში 2014 წელს.

არჩილ დევრისაშვილი, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილეა. იბრძოდა მეოთხე ბრიგადის საარტილერიო დივიზიონში. დარჩა მშობლები, მეუღლე, ორი ვაჟი და ახალმოვლენილი შვილიშვილი.




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.07.2023
ბოლო რედაქტირება 29.07.2023
სულ რედაქტირებულია 6





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0