მიხა ჯიღაური (დ. 1859, კაკაბეთი — გ. 1950, იქვე) — მომღერალი, ლოტბარი და მწერალი.
დაბადების ადგილი: სოფელი კაკაბეთი, საგარეჯოს რაიონი.
ბავშვობიდანვე ლაზათიანად, დიდი გემოვნებით ასრულებდა ქართლ-კახურ სიმრერებს დღეობებსა და ქორწილებში. მღეროდა თავშესაქცევად, თან მიწას ამუშავებდა; 1927 წელს მწერალმა იოსებ მჭედლიშვილმა კახელ მომღერალთა კონცერტი გამართა რუსთაველის სახელობის თეატრში; მან კონცერტზე გამოიყვანა ცნობილი მომღერლები: შილდელი ლევან ასაბაშვილი("დედას ლევანა") და ალექსი ელოშვილი("ოსტატი ალექსა"), გრემელი მიხა ავგაროზიშვილი და კაკაბელი მიხო ჯიღაური; მათგან ყველაზე ახალგაზრდა, 60 წელს მიღწეული, მიხო ჯიღაური იყო, მაგრამ როგორც სხვების, ისე მისი ხმაც ჭექდა და ელვარებდა;
კონცერტმა აღტაცებაში მოიყვანა კომპოზიტორები ზაქარია ფალაშვილი, დიმიტრი არაყიშვილი, მელიტონ ბალანჩივაძე, კოტე ფოცხვერაშვილი და ახალგაზრდა მუსიკოსები; იოსებ მჭედლიშვილმა მომდევნო წლებში ზედიზედ გამართა კაკაბელთა გუნდის კონცერტი როგორც თბილისში, ისე სხვაგანაც; მოკლე ხნით სანდრო ახმეტელმა კაკაბელთა გუნდი, უფრო კი მიხო ჯიღაური, ჩართო რუსთაველის თეატრის სპექტაკლებში; კირილე პაჭკორიამ ალღო აუღო მიხოს ნიჭს, შესაძლებლობებს და კაკაბელები ძუკუ ლოლუას სახელობის გუნდში მიიწვია ქართლ-კახური სიმღერების შემსრულებლებად(მათ ახალგაზრდა მომღერალი ვანო მჭედლიშვილი ხელმძღვანელობდა); 1930 წლიდან ისინი ძუკუ ლოლუას სახელობის გუნდთან ერთად წარმატებით გამოდიოდნენ სადღესასწაულო კონცერტებზე; იყვნენ აჭარა-აფხაზეთსა და ბაქოში; განსაკუთრებით აღსანიშნავია 1935 წლის კონცერტები მოსკოვში - კრემლში და აგარაკ გორკაში; აქ გუნდი წარდგა მაქსიმ გორკისა და მისი სტუმრის, ფრანგი მწერლის და მუსიკოსის რომენ როლანის წინაშე; რომენ როლანი დაატყვევა მიხოს ხმამ და ოსტატობამ, აგრეთვე კახური სიმღერების მდიდარმა პოლიფონიამ; მიხო ჯიღაურმა ბევრს გადასცა თავისი ცოდნა, გამოცდილება და დიდი ამაგი დასდო ქართული ხალხური სიმღერის შემდგომი დახვეწისა და გავრცელების საქმეს; ხალხური მომღერალი, ლოტბარი.
წყარო: http://chanting.ge/?page_id=7
შვილიშვილი ჯამბულ 'ჯაბა' ჯიღაური (დ. 8 ივლისი, 1992, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი, ბათუმის „დინამოსა“ და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი.
ითანამშრომლა ნინო ამონაშვილი, (დედა მიხა ჯიღაურის ძმის შვილი)