სოფელ მაშნაარის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა)- წინამძღვარი მღვდელი დავით ქოქიაშვილი.
1891-95 წლებში თელავის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა.
1896 წლის 24 იანვარს კარდენახის ფერისცვალების სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა.
1900 წლის 17 იანვარს სიღნაღის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საკათედრო ტაძრის მედავითნედ გადაიყვანეს.
1902 წლის 27 აგვისტოს თავისი თხოვნის საფუძველზე გადადგა შტატიდან. ამავე წლის სექტემბრიდან ქ. თბილისის სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძართან
გვ191
არსებულ სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად ინიშნება.
1905 წლის 9 ნოემბერს მღვდლად დაასხეს ხელი და კალამშინის სამრევლოს წინამძღვრად განამწესეს.
1908 წლის აგვისტოში მაშნაარის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1913 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოედა.
1921 წელს კვლავ იხსენიება მოქმედ სამღვდელოების რიგებში.
მისი შემდგომი ბედი უცნობია.
1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების 64 წევრს შორის ირიცხებოდნენ: გიორგი სიმონის ძე პაიჭაძე, პართენ თომას ძე გონაშვილი, ვასილ იაგორის ძე ალუღიშვილი, ათანასე ბებურიშვილი, აბრამ ილიას ძე მატიაშვილი, მიხეილ ზედელაშვილი, მიტო ალექსანდრეს ძე მატიაშვილი, რაჟდენ იოსების ძე კიკილაშვილი, სიმონ გულბათის ძე კიკილაშვილი, მარიამ ზაქარიას ასული ჭუჭულაშვილი, მღვდელი ილია ალექსანდრეს ძე შანშიაშვილი, ფიფო გიორგის ძე ალადაშვილი, მღვდელი ვლადიმერ ქოქიაშვილი, მიხეილ არსენის ძე მატიაშვილი, ალექსანდრე ჯავშანაშვილი, ალექსანდრე დავითის ძე თათარაშვილი, იოსებ დავითის ძე ქადაგიძე, მღვდელი კონდრატე დავითის ძე ნინიკაშვილი, ხირსის მონასტრის იღუმენი დიმიტრი, ლევან დავითის ძე კობიაშვილი, მღვდელი არჩილ ალადაშვილი, გრიგოლ გრიგოლის ძე მირიანაშვილი, რომანოზ დავითის ძე მჭედლიშვილი, ოლღა ჩიკვაიძე (გამგეობის თავმჯდომარე – მღვდელი კონდრატე დავითის ძე ნინიკაშვილი).