- 1912 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
- 1906 - სამკერდე ოქროს ჯვარი
დეკანოზი გრიგოლ გამდლიშვილი 1861-1921
დეკანოზი გრიგოლ გიორგის ძე გამდლიშვილი 1863 წელს ქ. თბილისში დაიბადა. 1921 წელს თბილისის მმაჩის მიერ გაცემულ გარდაცვალების ცნობაში წერია, რომ იგი 60 წლის იყო, ე. ი. ამ ცნობის მიხედვით იგი 1861 წელს დაბადებული გამოდის. მისი ორი გვარის შესახებ დეკანოზი ნიკიტა თალაქვაძე სწერდა: „ტფილისის სამღვდელოების მთავარხუცესი გრიგოლ გიორგიძე (ყოფილი გამდლიშვილი, ეს გვარი გიორგიძეთ გადაიკეთა მან ნიკოლოზ იმპერატორის წინაშე უქვეშევრდომილეს შუამდგომლობით -–– იუკადრისა ეს ძველი გვარი. 1886 წელს გრიგოლმა დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1887 წლის 7 ივლისს გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა, იმავე წლის 11 ივლისს მღვდლად დაასხა ხელი და თბილისის მაზრის სოფელ ახალსოფლის წმ. ნინოს სახ. ტაძარში დანიშნა. 1887 წლის სექტემბრიდან 1892 წლის იანვრამდე უსასყიდლოდ, საკუთარი ხარჯით ასწავლიდა საღვთო სჯულსა და ყველა სხვა საგანს ტაძართან გახსნილ სამრევლო-საეკლესიო სკოლაში. 1892 წლის 10 იანვარს ქაშვეთის წმ. გიორგის სახ. ტაძრის მეორე მღვდლად განამწესეს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატე (ცინცაძე) თავის მოგონებებში მის თბილისში გადმოსვლაზე წერდა:
„... აღმოჩნდა, რომ არქ. მაკარის უნდოდა ახალსოფლიდან (მარტყოფის რაიონი) გადმოეყვანა ტფილისში თავისი ძმისწულის ქმარი მღ. გრ. გამდლიშვილი, რომელსაც უნდა მიეღო (და შემდგომ მიიღო კიდეც)
ტფილისში ადგილი თავისი „ტეტიაობით“ (ამ საქმის გარიგებისათვის განსვენებულს ბევრჯერ ეთხოვნა ალექსანდრე ეპისკოპოზისათვის). ამ სულელურმა საკითხმა პრესაშიაც კი ამოყო თავი ამ საუკუნის პირველ ათეულ წლებში“, 1892-1899 წლებში მღვდელი გრიგოლი ქაშვეთის
ტაძართან არსებულ სამრევლო-საეკლესიო სკოლაში საღვთო სჯულს ასწავლიდა.
1892 წლის 1 ნოემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1893 წლის 12-13 იანვარს საეგზარქოსო წმ. ჯვრის სახ. კარის ეკლესიისა და სასახლის კუთვნილი ქონების აღმწერი კომისიის წევრია. 1897-1899 წლებში იყო ქაშვეთისა და ვერის წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძრებთან არსებული საკვირაო სკოლის საღვთო სჯულის პედაგოგი. 1897 წელს სკუფია უბოძეს. 1899 წლის 23 თებერვალს საქართველოს
9-1 საპატრიარქოს უწყებანი N9 10-23ივნისი2021წ გვ.22
დეკანოზი გრიგოლ გამდლიშვილი 1861-1921 (გაგრძელება)
ეგზარქოსმა ფლაბიანემ (გოროდეცკი) სასწავლო დარგში ნაყოფიერი სამსახურისათვის მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. 1899 წლის 25 თებერვალს დავით გარეჯისა და წმ. იოანე ნათლისმცემლის სახ. მონასტრების სარევიზიო კომიტეტის წევრია. როგორც ვხედავთ, მღვდელი გრიგოლი აქტიურად მონაწილეობდა ქ. თბილისის საეკლესიო ცხოვრებაში. აქ ისევ უწმინდეს კალისტრატეს მოვუსმინოთ: „ჩემი მღვდლობის პირველსავე დღეებში შევამჩნიე, რომ თბილისის სამღვდელოება გათიშულად ცხოვრობდა. მღვდლები ერთმანეთს ან საკეთილმოწესო ოლქის ოფიციალურ კრებებზე ხვდებოდნენ (წელიწადში ორჯერ) ან ტაძარში სამეუფო პარაკლისებზე, ან აღდგომასა და შობას ეგზარქოსის მილოცვისას, ან ქელეხებში –– შეძლებულ პირთა ოჯახებში. არც ერთ ამ შეხვედრაზე არ შეიძლებოდა გესაუბრა მღვდელმსახურებაზე, მქადაგებლობაზე, სასკოლო საქმის გაძღოლაზე და სხვ. ამიტომ ახალგაზრდა მღვდლების (თოთიბაძის,
გამდლიშვილის, მაჭავარიანისა და სხვათა) ინიციატივით გადაწყდა, შექმნილიყო სრულიად ლეგალური დაწესებულება -–- „თბილისის სამღვდელოების ურთიერთდახმარების სალარო“, რომელიც მღვდლებს შესაძლებლობას შეუქმნიდა, ერთად შეკრებილიყვნენ და ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ გამოცდილება და ცოდნა მღვდელმსახურების საკითხებთან დაკავშირებით. შეიმუშავეს „სალაროს“ წესდება და დასამტკიცებლად მიართვეს ეგზარქოს ვლადიმერს, რომელმაც ცოტა იყოყმანა, მაგრამ მაინც დაამტკიცა იგი. წესდების ერთი მუხლი საზოგადოებას უფლებას აძლევდა, რელიგიურ-ზნეობრივი შინაარსის წიგნაკები გამოეცა“. 1899 წლის 8 აგვისტოს ვერის წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. 1899 წლის 1 სექტემბრიდან იმავე ტაძართან არსებული სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგე და საღვთო სჯულის პედაგოგია. 1900 წლის 5 მაისს სკოლაზე გაწეული ღვაწლისათვის ეგზარქოსმა მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. 1901 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1901 წლის 21 ივნისს კიდევ გამოეცხადა მადლობა. 1902 წლის 31 იანვარს საქართველოს ეპარქიალურმა სასწავლო საბჭომ ნება დართო საბურთალოზე გაეხსნა ვაჟთა და ქალთა სკოლები და მასვე დაევალა მეთვალყურეობა. 1904 წლის 9 ივლისიდან თბილისის
სასულიერო სასწავლებლის მმართველი საბჭოს წევრია. 1905 წელს რუსეთის უწმინდესმა სინოდმა გადასცა მადლობის ფურცელი, სიგელის გარეშე. 1906 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო.
1910 წელს ვერის წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძრის სამზრუნველოს ერთ-ერთმა წევრმა, ვინმე დიმიტრი კახნიაშვილმა, პრესის ფურცლებზე მღვდელ გრიგოლს უჩივლა და მასზე ცილისმწამებლური წერილი გამოაქვეყნა. აი, რას წერდა იგი რედაქტორს: „ბ-ნო რედაქტორო! გთხოვთ, საშუალება მომცეთ, ვაუწყო ყველას ვერის წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მღვდლის გრიგოლ გამდლიშვილის საქციელი. მღვდელმა გამდლიშვილმა ეკლესიის გალავანში გააჭრევინა უწმინდურების ადგილისათვის სასაფლაო. ადგილი არ უნდა გაჭრილიყო, რადგან საფლავის ქვა სჩანდა, მაგრამ მღვდელმა მაინც გააჭრევინა სასაფლაო, საიდანაც ადამიანის ძვლები ამოიღეს. როგორც სამზრუნველოს წევრმა, პოლიცია მივიყვანე და ვაჩვენე, რომ მღვდელი საფლავს ათხრევინებდა უწმინდურების ადგილისათვის. იმედია, სხვა წევრებიც ხმას ამოიღებენ და ყურადღებას მიაქცევენ მოძღვრის ამ შეუფერებელ საქციელს“. მღვდელმა გრიგოლმა იმავე გაზეთში პასუხი გასცა აღნიშნულ წერილს და თავი ასე იმართლა: „ქ-ნო რედაქტორო! გთხოვთ, თქვენს პატივცემულ გაზეთში ადგილი დაუთმოთ ამ ჩემ მცირე წერილს, საპასუხოდ იმ წერილისა, რომელიც დაიბეჭდა
თქვენივე გაზეთის მე-42 ნომერში. წერილის ავტორი დიმიტრი კახნიაშვილი გთხოვთ საშუალებას, თქვენი გაზეთით აუწყოს ყველას, ვითომ მე ვერის ეკლესიის გალავანში გავაჭრევინე უწმინდურობის ადგილისათვის სასაფლაო, რომელიც არ უნდა გაჭრილიყო, რაკი საფლავის ქვა სჩანდა; მაინც გავაჭრევინე სასაფლაო, საიდანაც ადამიანის ძვლები ამოიღეს. ამაზედ იგი ხმას იღებს, როგორც ეკლესიის სამზრუნველოს წევრი, და იმედოვნებს, რომ სხვა წევრებიც ხმას ამოიღებენ. მსგავსი რამ ამისი არა მომიხდე-
9-2 საპატრიარქოს უწყებანი N9 10-23ივნისი2021წ გვ.23
დეკანოზი გრიგოლ გამდლიშვილი 1861-1921 (გაგრძელება)
ნია-რა ეკლესიის გალავანში, რომელიც ჩემს ზედამხედველობის ქვეშაა. ეს არის სრული ჭორი და ცილის-წამება. მე ბევრთან უსიამოვნება შემმთხვევია იმისთვის, რომ შეხებიან სასაფლაოს და ეხლა მევე შევეხე? და თუ შევეხებოდი, კახნიაშვილი გაზეთს არასოდეს არ მიმართავდა, არამედ თვით ჩემ მთავრობას და აი, რისთვის: კახნიაშვილმა ვერის სასაფლაოს მახლობლად აიშენა ერთი ოთახი, რომელიც გაადიდა 1907 წ. საკუთარი საშუალებით; ადგილი აქვს ოთხმოცდაათი (90) საჟენი. მაგრამ არ დასჯერდა ამას, ისარგებლა „დროთი“ და ძალმომრეობით უკანა კედელი სახლისა ააგო ეკლესიის ადგილზე; დააყოლა კარი-აკოშკა, ეკლესიის ადგილი ეზოთ გაიხადა და საფლავების ნიშნები წაშალა. იგი ითვლებოდა სამზრუნველოს წევრად და, ამ საქცილისა გამო, სამზრუნველომ დაადგინა (აპრ.8-ს 1910 წ.) გამორიცხულ იქმნას იგი სამზრუნველოდან, რაიცა ეცნობოს სასულიერო მთავრობას; ეკლესიის ადგილის დაჩემებისათვის კი სამსახურის ვალდებულობისა გამო და თანახმად სინოდალურ კანტორის ბრძანებისა (მარტის 12-ს 1908წ. #3946). საჩივარი არის მიცემული რაზედ ტფილისის ოლქის სასამართლოში, სადაც პირველი დაბარება მოხდა 24 ამ ივნისს და ცხადია, რომ სასარგებლოდ არ გადაწყდებოდა საქმე, მაშასადამე, მას სურს სიცრუით და ცილის დაწამებით სამაგიერო გადამიხადოს, მეტი არაფერი. როდესაც ეკლესიის გალავანში კეთდება რამე, უეჭველად იცის სამზრუნველომ, რომელიც შესდგება თორმეტი კაცისაგან; ყოველივე გაკეთებას უნდა მთავრობის ნებართვა; ჩვენ არც ნება აგვიღია, არც რამე გაგვიკეთებია; და თუ მაინც რამეს გავაკეთებდით, უეჭველად ეცოდინებოდა სამზრუნველოს წევრს ბ. ს. კლდიაშვილს, როგორც ხუროთმოძღვარს, ურომლისოდაც ეკლესიის გალავანში არაფერი გაკეთებულა ამ ხუთი-ექვსი წლის განმავლობაში, არც 26 ივნისს. ბ. დ. კახნიაშვილის წერილი, როგორცა სჩანს, თავიდან ბოლომდე ცილისწამებაზეა აგებული და ეხლა კი ვაცხადებ, რომ რაც უნდა დასწეროს გაზეთში, პასუხს არ გავცემ“. 1912 წლის 15 მაისს წმ. ანასIII ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1915 წლის 6 მაისს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1918 წელს თბილისის მაზრის I ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა.
1921 წლის 25 თებერვალს, როდესაც კომუნისტებმა ქ. თბილისი აიღეს და ქალაქში შეიჭრნენ, წინა დღეს დედაქალაქი დატოვა და ქუთაისში გადავიდა კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე (ოქროპირიძე). ამასთან დაკავშირებით შეიკრიბა ქალაქის სამღვდელოება, მთავარხუცეს დეკანოზ გრ. გამდლიშვილის თავჯდომარეობით და იქონიეს მსჯელობა შექმნილ
უმძიმეს ვითარებაზე. ქალაქი და ეპარქის უეპისკოპოსოდ და უმმართველოდ იყო დარჩენილი. როგორც გამოირკვა, უწმინდეს ლეონიდეს არავისთვის არ მიუნდვია ეპარქიის მართვა-გამგეობაც კი, არ კი
უფიქრნია ამაზე ვინმეს, ეგონათ, რომ ბოლშევიკები ქვა-ქვაზე არ დასტოვებდნენ თბილისში არაფერს, ეკლესიებს გაძარცვავდნენ, მღვდლებს გაჟლიტავდნენ და ვის რაღათ ენდომებოდა ან ეპისკოპოსი,
ან ეპარქიის მმართველი. სამღვდელოების გადაწყვეტილებით დროებით ხელმძღვანელობა დეკ. გრიგოლს მიენდო. დეკანოზი ნიკიტა თალაქვაძე თავის მოგონებებში დეკანოზ გრიგოლის შესახებ წერდა: „წასვლისას კონტრიძემ ყოფილი მთავარხუცესი გიორგიძე, რომლის ადგილი დაიჭირა თოთიბაძემ ვერაზე,ვერ მოიხსენია კარგად. მე ამაზე უპასუხე: „მართალია,
გიორგიძე მძიმე კაცი იყო, სასტიკი კრებულში, ოჯახშიც, მაგრამ მტკიცე ხელი ჰქონდა საქმეში, ის იჭერდა ხალხს ხელში, არ უშვებდა მათ, ვერა
„საზოგადო სასაფლაოდ“ გაეხადა, როგორც კერძო-პრივილეგიურ სასაფლაოს, უვლიდა მას, ის ციხე-გალავანი აგურისა მან შემოავლო ამ ვებერთელა ადგილს. სიკვდილის შემდეგ დასტოვა 25 მილიონი ნაღდი ფული, ხოლო ათი ფუთი სანთელი“. 1921 წლის ივნისში დეკანოზ გრიგოლს უბედურება ეწვია. გარდაიცვალა მისი ვაჟი, უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც იყო კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს ნათლული. წირვას დაესწრო თავად პატრიარქი, მხოლოდ მწირველი არ ბრძანდებოდა. წირვაზე მგალობლები არ იყვნენ და საკურთხეველში
9-3 საპატრიარქოს უწყებანი N9 10-23ივნისი2021წ გვ.24
დეკანოზი გრიგოლ გამდლიშვილი 1861-1921 (დასასრული)
მყოფმა უწმინდესმა ლეონიდმა, დეკანოზებმა: დიმიტრი ლაზარიშვილმა და ნიკიტა თალაქვაძემ მთელი წირვის წესი იგალობეს. წირვის შემდეგ, წესის აგებაზე თავად პატრიარქი შეიმოსა და მაშინაც თავადვე გალობდა.
დეკანოზი გრიგოლი 1921 წლის 27 ოქტომბერს (ახ. სტ. დაიცვალა. 29 ოქტომბერს, შაბათს, დაკრძალვაზე, 9 ნოემბერს) „გულის სიგანივრით“ გარმწირველი იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ამბროსი (ხელაია), რომელმაც გრძნობიერი სიტყვაც წარმოსთქვა. დაასაფლავეს ვერის წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძრის ეზოში, სადაც ამჟამად ვერის ჭადრაკის სასახლე და დასასვენებელი ბაღი მდებარეობს, რის გამოც მისი საფლავი დაკარგულია. ყავდა მეუღლე -ეკატერინე მათეს ასული მატათაშვილი (დაბ. 1867წ., არქიმანდრიტ მაკარის ძმისშვილი) და შვილები: გიორგი (დაბ. 1889წ.); მარიამი (დაბ. 1890წ.); მიხეილი (დაბ. 189ვწ.); დავითი (დაბ. 1896წ.); გრიგოლი (დაბ. 1900წ.).