სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11123

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
საინტერესო ადამიანები
დიმიტრი ჯორჯაძე 1898-1985წწ გარდ. 87 წლის  სპორტსმენი, ბიზნესმენი, მოღვაწეობდა ჰოლივუდშიც, ჰყავდა 175 ფუტიანი იახტა. დაბ. სიღნაღი კახეთი დიმიტრი ჯორჯაძე 1898-1985წწ გარდ. 87 წლის  სპორტსმენი, ბიზნესმენი, მოღვაწეობდა ჰოლივუდშიც, ჰყავდა 175 ფუტიანი იახტა. დაბ. სიღნაღი კახეთი დიმიტრი ჯორჯაძე 1898-1985წწ გარდ. 87 წლის  სპორტსმენი, ბიზნესმენი, მოღვაწეობდა ჰოლივუდშიც, ჰყავდა 175 ფუტიანი იახტა. დაბ. სიღნაღი კახეთი დიმიტრი ჯორჯაძე 1898-1985წწ გარდ. 87 წლის  სპორტსმენი, ბიზნესმენი, მოღვაწეობდა ჰოლივუდშიც, ჰყავდა 175 ფუტიანი იახტა. დაბ. სიღნაღი კახეთი

1898-1985 წწ. გარდ. 87 წლის

ბმულის კოპირება

საინტერესო ადამიანები

სიღნაღი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

443       ბეჭდვა

დიმიტრი ჯორჯაძე 1898-1985წწ გარდ. 87 წლის სპორტსმენი, ბიზნესმენი, მოღვაწეობდა ჰოლივუდშიც, ჰყავდა 175 ფუტიანი იახტა. დაბ. სიღნაღი კახეთი

დიმიტრი ჯორჯაძე ალექსანდრეს ძე 26 ოქტომბერი, 1898-1985  


დაკრძალვის ადგილი: მენტონის სასაფლაო, საფრანგეთი

დიმიტრი ჯორჯაძე 1898 წ. 26 ოქტომბერს დაიბადა სიღნაღში ტიტულარული მრჩევლის, ქველმოქმედისა და კავკასიის კავალერიის პოლკის ოფიცრის ალექსანდრე ჯორჯაძისა და დომენიკა ნაუმენკოს ოჯახში. სწავლობდა ვლადიკავკაზში იუნკერთა სასწავლებელში. 1918 წელს, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, დიმიტრი ჯორჯაძე თვითნებურად წამოვიდა სასწავლებლიდან და მოხალისედ შეუერთდა საქართველოს მუსლიმანურ კავალერიას ბათუმის დასაცავ ბრძოლაში. იყო ბათუმის ადმინისტრაციის წევრი. საქართველოში ბოლშევიკური რეჟიმის დამყარების შემდეგ, იმ იმედით რომ უკან მალევე დაბრუნდებოდა ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა თურქეთში, შემდეგ – იტალიაში, სადაც იტალიელ მრბოლელ ზანირატს დაუმეგობრდა. სწორედ ზანირატისგან ისწავლა ავტომობილის მართვა და ამ პერიოდშივე შეიძინა თავისი პირველი ავტომობილი იტალიური "Lancia".


იტალიიდან დიმიტრი ჯორჯაძე საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად და კერძო ტაქსოპარკი შეიძინა, სადაც მძღოლებად ქართველები დაასაქმა, მათ შორის ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულებიც. პარალელურად ის ავტოსპორტით იყო დაკავებული და საბოლოოდ პროფესიონალ ავტომრბოლელად ჩამოყალიბდა. იმ პერიოდში ძალიან პოპულარული იყო გზატკეცილის რბოლები, რომელიც ბელგიის საკურორტო ქალაქ სპას შემოგარენში ტარდებოდა და აღნიშნული ავტოდრომი ყველაზე სწრაფ ტრასად ითვლებოდა. 1931 წელს დიმიტრი ჯორჯაძემ სპა ფრანორშანზე 24 საათიან რბოლაში მერსედეს ბენც SSK გრან–პრი მოიგო. 1580.7 მილი საათში 65.8 მილი სიჩქარით დაფარა. რბოლისას მას პარტნიორობას იტალიელი გოფრედო ზეენდერი უწევდა. რუსული პრესა დიმიტრი ჯორჯაძეს ხშირად მოიხსენიებდა რუს ემიგრანტად, ზოგიერთი წყარო კი რუმინელ გრაფად მიიჩნევდა. ავტოსპორტში მას ხშირად მოიხსენიბდნენ როგორც "კაცს ავაზის ტყავში".


საზოგადოებაში დიმიტრი ჯორჯაძეს ფლეიბოის სახელი ჰქონდა მოხვეჭილი და თვითონაც აღიარებდა, რომ ძალიან უყვარდა ქალები... ...და ოცნებობდა, მისი შვილების დედა ქართველი ყოფილიყო, მაგრამ ეს ოცნება ვერ აისრულა...


1937 წელს დიმიტრი ჯორჯაძე დაქორწინდა ოდრი ემერზე. ოდრი უძრავი ქონების მულტიმილიონერ ჯონ ჯოსი ემერის ქალიშვილი და რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II შვილიშვილის დიდი თავადის დიმიტრი პავლეს ძე რომანოვის ყოფილი მეუღლე იყო. ქართველმა თავადმა აღზარდა ოდრი ემერისა და დიმიტრი რომანოვის ვაჟი – პავლე.


ოდრისთან განქორწინების შემდეგ, დიმიტრი ჯორჯაძემ 1954 წ. ცოლად მოიყვანა მოდელი და მსახიობი სილვია ეშლი. სილვია ეშლისთვის ის მეხუთე ქმარი იყო, ლორდ ეშლი კუპერის, მსახიობ დუგლას ფაბიანსკის, გრაფ ედუარდ ჯონ სტენლისა და ასევე მსახიობ კლარკ გეიბლის შემდეგ. დიმიტრი ჯორჯაძის ორივე მეუღლეს პრინცესას სტატუსი მიენიჭა. 1977 წელს კიბოთი გარდაცვლილი სილვია ეშლის საფლავის ქვას ჰოლივუდში შემდეგი შინაარსის წარწერა აქვს – პრინცესა სილვია ეშლი.


1940 წ. შტატებში, სამხრეთ კაროლინაში დიმიტრი ჯორჯაძემ ყველაზე ლამაზი და ისტორიული მნიშვნელობის პლანტაცია "Boone Hall" შეიძინა თავის ცხენსაშენთან ერთად. ჯორჯაძე ცნობილი იყო როგორც წმინდასისხლიანი ცხენების ბრწყინვალე სელექციონერი. მისი ცხენები რეგულარულად მონაწილეობდნენ დოღში. ყველაზე გამორჩეული იყო ცხენი "Princequillo", რომელმაც რამდენჯერმე მოიპოვა ჩრ. ამერიკის ჩემპიონობა და ყველაზე სწრაფი ცხენის ტიტული. 1945 წელს ჯორჯაძეებმა პლანტაცია 120 ათას დოლარად გაყიდეს, ძვირადღირებული იახტა კი პრეზიდენტ ეიზენჰაუერს აჩუქეს.


დიმიტრი ჯორჯაძე აქტიურად იყო დაკავებული სასტუმროების ბიზნესში სერჟ ობოლენსკისთან ერთად. იყო ცნობილი სასტუმროს "Ambassador"-ის ადმინისტრატორი.


გადმოცემით, მხატვარმა ირაკლი თოიძემ "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრირებისას ტარიელის პორტრეტისათვის დიმიტრი ჯორჯაძე შეარჩია.


1985 წ. დიმიტრი ჯორჯაძე მონტე–კარლოში გარდაიცვალა. მონაკოდან გადაასვენეს და მენტონის სასაფლაოზე დაკრძალეს.


გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე ამერიკელმა მწერალმა ქალმა გეილ ელტონ მეიომ დიმიტრი ჯორჯაძის შესახებ წიგნი – "კაცი ვეფხვის ტყავში: თავად დიმიტრი ჯორჯაძის ცხოვრება" – დაწერა.


დიმიტრი ჯორჯაძე: ამერიკელი მილიონრის სიძე, უშვილობის ხელწერილი და აუხდენელი ოცნება


Sputnik-საქართველო და იგორ ობოლენსკი ქართველი თავადის, დიმიტრი ჯორჯაძის ცხოვრებასა და ამერიკელი მილიონრის მემკვიდრის, ოდრი ემერის სიყვარულს იხსენებენ.


დიმიტრი ჯორჯაძე კახეთში დაიბადა 1898 წელს, ტიტულარული სავეტნიკის, თავად ალექსანდრე ჯორჯაძის ოჯახში.


სამშობლო 1921 წელს დატოვა, ათასობით თანამემამულის მსგავსად.


თავადი დიმიტრი ჯორჯაძე

არქივი

თავადი დიმიტრი ჯორჯაძე

პირველ ხანებში რომში ცხოვრობდა, სადაც მისი ბიძა, თავადი გიორგი მაჩაბელი იტალიაში ქართულ საელჩოს ხელმძღვანელობდა. ეს ის მაჩაბელი იყო, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვისა და საელჩოს დახურვის შემდეგ ამერიკაში გაემგზავრა და იქ ცნობილი პარფიუმერული კომპანია "პრინცი მაჩაბელი" დააარსა.


დისშვილი კი ევროპაში დარჩა და საარსებო სახსარს ავტორბოლებში მონაწილეობით შოულობდა. 1931 წელს თავადი ჯორჯაძე ჩემპიონიც კი გახდა.


ივლიტა ჯორჯაძე, დიმიტრი ჯორჯაძის ძმისშვილი იხსენებს:


"1934 წელს ერთ–ერთი რბოლის შემდეგ დიმიტრი სულის მოსათქმელად კაფეში შესულა და ფანჯრიდან ჯიშიან ცხენზე ამხედრებული ლამაზი გოგონა დაუნახავს. არადა, ქალები და ცხენები მისი მთავარი გატაცება იყო. ამიტომაც ძია მიტო ამ სურათის მიმართ გულგრილი ვერ დარჩებოდა. კაფეს მეპატრონისთვის უკითხავს, ვინ არის ეს ახალგაზრდა ქალიო? უთქვამთ, ეს ოდრი ემერია, ამერიკელი მილიონრის ქალიშვილიო".


იმ დროს ოდრი დიდთავად დმიტრი რომანოვზე იყო გათხოვილი. წყვილი 1926 წელს დაქორწინებულიყო, მაგრამ ქორწინებამ სულ რაღაც ათ წელს გასტანა…


თუმცა, ოდრი ემერისა და დმიტრი პავლოვიჩის ურთიერთობები რეალურად ოფიციალურ განქორწინებამდე ბევრად ადრე გაცივდა. დიდი კნიაზი სულ უფრო და უფრო იკეტებოდა საკუთარ ნაჭუჭში, ოდრის ცხოვრებაში კი ახალი მამაკაცი გამოჩნდა.


ოდრი ემერი

არქივი

ოდრი ემერი

დიმიტრი ჯორჯაძე ოდრი ემერის კვლავ მხოლოდ 1936 წელს შეხვდა — პირველი დანახვიდან ორი წლის შემდეგ. მეგობარ ქალთან ერთად მივიდა ლანჩზე, რომელსაც თავადიც ესწრებოდა.


და მათი ურთიერთობაც დაიწყო…


ერთ დღეს თავადს საყვარელი ქალისთვის, რომელიც ჯერ ისევ დიდთავად დმიტრი რომანოვის ოფიციალური ცოლი იყო, დროებით განშორება შეუთავაზებია. ამაზე ოდრი ატირებულა, ქმართან ყოფნა აღარ შემიძლია, შენ მიყვარხარო.


მაგრამ შეყვარებულები მაინც დაშორდნენ: ოდრი ინგლისში გაემგზავრა, დიმიტრი კი პარიზში დარჩა. თუმცა უერთმანეთოდ დიდხანს ვერ გაძლეს. მალე ქალმა მონატრებულ კაცს დაურეკა:


— ერთი სული მაქვს, შეგვხვდე. მოვდივარ და გთხოვ, დამხვდი.


— მე ყოველთვის შუა გზაზე დაგხვდები, — უპასუხა თავადმა…


ოდრი ემერი და დიდი თავადი დმიტრი რომანოვი

COURTESY OF MICHAEL ROMANOFF-ILYINSKY

ოდრი ემერი და დიდი თავადი დმიტრი რომანოვი

და მარსელში დახვდა. პარიზში ერთად ჩავიდნენ. რაღაც დროის განმავლობაში ოდრი კვლავ დმიტრი რომანოვის ცოლად რჩებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების თანამგზავრობას უკვე დიმიტრი ჯორჯაძე უწევდა. ის ფაქტი, რომ ახალი რჩეული ქმრის სეხნია იყო, ამერიკელ ქალბატონს ბედის მინიშნებად ეჩვენებოდა.


ერთ დღესაც წყვილმა ავსტრიაში გამგზავრება გადაწყვიტა. ოდრიმ თავად მოინდომა საჭესთან დაჯდომა და "მერსედესი" დაიქირავეს…


ისინი უკვე სასტუმროს ტერასაზე ისხდნენ, როდესაც ქართველ თავადს სასტუმროს შესასვლელიდან მანქანის კარის მძლავრად მიჯახუნების ხმა შემოესმა. ამბის გასაგებად გავიდა და აღმოაჩინა, რომ სასტუმროსთან ზუსტად მათნაირი "მერსედესი" იდგა.


დიდი თავადი დმიტრი რომანოვი

© PHOTO: SPUTNIK /

დიდი თავადი დმიტრი რომანოვი

იქიდან რამდენიმე გაუღიმარსახიანი ახალგაზრდა გადმოვიდა და სალონში დარჩენილ ჩია ტანის კაცს გზა დაუთმო. დიმიტრი ჯორჯაძემ მასში ჰიტლერი ამოიცნო, რომელმაც თავადს პირდაპირ თვალებში ჩახედა. ეს მომთვინიერებლის მზერა იყოო, იხსენებდა თავადი მოგვიანებით…


ოდრი ემერისა და დიმიტრი ჯორჯაძის ქორწილი 1937 წელს შედგა. ჯვრისწერამდე ცოტა ხნით ადრე ქართველი თავადი საპატარძლოს ძმამ, ჯეკ ემერიმ შეხვედრაზე მიიწვია. მან სასიძოს დოკუმენტის გაფორმება შესთავაზა, რომლის თანახმადაც დიმიტრის ოდრისთან საერთო შვილის ყოლაზე უარი უნდა განეცხადებინა. ამერიკელი მილიონრების ოჯახი ამ გზით ცდილობდა თავიდან აეცილებინა ახალი მემკვიდრის გაჩენა.


ოდრი ემერი

COURTESY OF MICHAEL ROMANOFF-ILYINSKY

ოდრი ემერი

ნინო ჯორჯაძე, დიმიტრი ჯორჯაძის ძმის შვილიშვილი იხსენებს:


"ძია მიტო ამბობდა, იმ მომენტში ჩემში კავკასიელმა გაიღვიძა და ხანჯალი რომ მქონოდა, დაუფიქრებლად განვგმირავდიო მომავალ ცოლისძმას. მაგრამ ოდრის სიყვარულით, ყველაფერზე მოუწერია ხელი".


ჯორჯაძეები რამდენიმე წლით საფრანგეთში დარჩენილან საცხოვრებლად.


ივლიტა ჯორჯაძე იხსენებს:


"ცოლსა და ქმარს არც ისე მარტივი ურთიერთობა ჰქონდათ. ოდრი სულ მოწყენილი იყო. დიმიტრი სულ ცდილობდა გაერთო ის მუსიკით, სპექტაკლებითა თუ წიგნებით. მაგრამ ამაოდ. ქალს არაფერი აინტერესებდა. ამბობდა, მოწყენილობისგან ვკვდებიო"…


თავადი დიმიტრი ჯორჯაძე

არქივი

თავადი დიმიტრი ჯორჯაძე

მალე მეორე მსოფლიო ომი დაიწყო და დიმიტრიმ და ოდრიმ საცხოვრებლად ამერიკაში გადასვლა გადაწყვიტეს. გამგზავრების წინ თავადმა ჯორჯაძემ 175 ფუტის სიგრძე იახტა შეიძინა, რომელსაც მეუღლის საპატივცემულოდ მისი მეორე სახელი "მარიანა" უწოდა.


ოდრის ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. როგროც იქნა, საქმე გამოუჩნდა: იახტას მორთვა-მოკაზმვა სჭირდებოდა.


მოგვიანებით სწორედ ეს იქცევა ოდრის უსაყვარლეს საქმიანობად. სახლის არჩევისას ძირითადი ყურადღება შენობის სიდიდეს დაეთმობა — რაც მეტი ოთახი იქნება სახლში, მით ნაკლებად იწუწუნებს ოდრი, რომ ცხოვრება ფრიად მოსაწყენია.


ჯორჯაძეები ვირჯინიაში დასახლდნენ. დიმიტრი მთელი სერიოზულობით შეუდგა თავისი გერის, ოდრის ვაჟის აღზრდას — თანაც, ქართული ტრადიციების მიხედვით: ბიჭი სპორტს მისდევდა და ცხენით ჯირითიც იცოდა. 

სწორედ ცხენები იყო ჯორჯაძეების შემოსავლის წყარო: დიმიტრი დოღებშიც მონაწილეობდა და ცხენების მოშენებითაც იყო დაკავებული. მასზე ხშირად წერდნენ გაზეთები, რის გამოც ოდრი საშინლად ეჭვიანობდა…

რუსეთის მეფის გვირგვინი, სკიპტრა და „დერჟავა“ (დამზადებულია 1627-1628 წლებში).

© PHOTO: SPUTNIK / ALEXANDER POLYAKOV

ქართველი თავადი, რომელმაც იმპერიის საგანძური გადაარჩინა

ერთ დღესაც ქართველი თავადი კალიფორნიაში, ლოს-ანჯელესის ლეგენდარულ სასტუმრო "ბელ ეირში" მსახიობ კლარკ გეიბლს გადაეყარა და მალე ნაცნობობა მეგობრობაში გადაიზარდა.

ერთხელ მეგობრები სან-სეტ ბულვარზე სეირნობდნენ და იმ მომენტისთვის ნაკლებად პოპულარული მსახიობი რონალდ რეიგანი შეხვდათ.

— გამარჯობა, ფერმერო, — ხუმრობით მიესალმა ის დიმიტრის.

მალე ჰოლივუდის ვარსკვლავები თავად ჯორჯაძის კლიენტები გახდნენ. მის ცხენებს ყიდულობდნენ კლარკ გეიბლი, ჯორჯ ბრენტი თუ ფრედ ასტერი.

თავადს იმდენად მოეწონა კალიფორნია, რომ ცოლს იქ გადასვლა შესთავაზა. მაგრამ ოდრიმ იუარა:

— ჰოლივუდი? ეს ძალიან ვულგარულია…


მოულოდნელად ჯეკ ემერიმ დიმიტრის სასწრაფოდ ნიუ-იორკში ჩასვლა სთხოვა. როდესაც ის სასტუმრო "რიტცში" შესულა, ოდრის ძმა და ემერების ოჯახის ადვოკატი დაუნახავს. ჯეკს ზედმეტი მიეთმოეთის გარეშე მოუთხოვია დიმიტრისთვის, განქორწინების საბუთზე მოეწერა ხელი. ქართველ თავადს შეურაცხყოფისა და აღშფოთებისგან ლამის გონება დაუკარგავს, მაგრამ სწრაფადვე მოუთოკავს თავი, საბუთზე ხელი მოუწერია და სასტუმრო დაუტოვებია.


ოდრი ემერისთან დიმიტრი ჯორჯაძის ქორწინება გაუქმდა და ქალმა ქალიშვილობის გვარი დაიბრუნა.


სილვია ეშლი

არქივი

სილვია ეშლი

თავადს ცხოვრების თავიდან დაწყებამ მოუწია. ჯერ სასტუმრო ბიზნესში მოსინჯა თავი, მერე ნავთობით ვაჭრობა სცადა, ხან არგენტინაში ცხოვრობდა, ხან — დომინიკელთა რესპუბლიკაში, ხანაც — ინდოეთში… მოკლედ, ყველაფერში უმართლებდა, პირადი ცხოვრების გარდა.


მერე მეორედ დაქორწინდა — ამჯერად სილვია ეშლიზე, რომელიც მანამდე ჯერ დუგლას ფერბექსის, მერე კი კლარკ გეიბლის ცოლი იყო. თუმცა დიმიტრი ჯორჯაძემ მასთან მხოლოდ რამდენიმე თვე იცხოვრა. მოგვიანებით გამოტყდა, სილვიაზე მხოლოდ იმის გამო დავქორწინდი, რომ სახის ნაკვთებით ოდრის ჩამოჰგავდაო.


წყვილი დაშორდა, მაგრამ სილვია სიცოცხლის ბოლომდე ჯორჯაძის გვარზე დარჩება და ამ გვარითვე დაიკრძალება…


თავადი ჯორჯაძე ნუგეშს მეგობრებთან ურთიერთობაში პოულობდა, რომელთა შორის გახლდათ კონსუელო ბალსანიც, ქალიშვილობაში ვანდერბილდი — უინსტონ ჩერჩილის კუზენის ყოფილი ცოლი.


სწორედ კონსუელო ბალსანის სახლში გაიცნო თავადმა უინსტონ ჩერჩილი, რომელსაც ყოფილ რძალთან ძალიან თბილი ურთიერთობა ჰქონდა. დიმიტრი იხსენებდა, თავიდან ჩერჩილმა ისე ახედ-დამხედა, როგორც ცხენს შეათვალიერებენ, მერე კი გამიღიმა, ხელი ჩამომართვა და მითხრა, კეთილი იყოს თქვენი გამოჩენა ჩემს ჰორიზონტზეო.


1963 წელს დიმიტრი ჯორჯაძე საცხოვრებლად მონტე-კარლოში გადავიდა. იქ კი მისმა უახლოესმა მეგობარმა, პრინცესა გრეის კელიმ შთააგონა, მემუარები დაეწერა. თანაც ლამაზი პრეზენტაციის მოწყობას დაპირდა.


წიგნი მართლაც დაიწერა. მაგრამ პრეზენტაციის მოწყობა სხვას მოუწია — გრეის კელი ავტოავარიაში დაიღუპა. დიმიტრი ჯორჯაძე ძმისშვილთან გაგზავნილ წერილში წერდა, რომ კელის სიკვდილის შემდეგ მონტე-კარლო მისთვის სრულიად გადასხვაფერდა და საბოლოოდ დაცარიელდა…


1971 წელს თავადს ტელეფონზე დაურეკეს. ეს ოდრი იყო:


— ვკვდები, ჩამოდი.


თავადმა დაუყოვნებლივ აიღო ბილეთი და ოკეანის მიღმა გაემგზავრა. მაგრამ ყოფილ ცოლს ცოცხალს ვეღარ ჩაუსწრო. მოსაგონებლად მხოლოდ ტელეფონით ოდრის მიერ ნათქვამი სიტყვები დარჩა:


— მე ისევ შენი გოგონა ვარ…


თავად ერთი სანუკვარი ოცნება მიჰყვა სიცოცხლის ბოლომდე: სამშობლოში დაბრუნება. მაგრამ 1985 წელს ისე გარდაიცვალა ნიცაში, რომ ეს ოცნება ვერ აისრულა…

Read more: https://sputnik-georgia.com/columnists/20170328/235378048/dimitri-jorjadze-odri-emeri.html



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 05.03.2022
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 05.12.2021
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0