მღვდელი ნიკოლოზ გიორგის ძე ბოღლაშვილი
დაიბადა 1885 წელს სოფელ ჯუგანში. პირველდაწყებითი განათლება თავისივე სოფელში მიიღო. 1912-1915 წლებში თბილისის პრეობრაჟენსკის მონასტერში იყო. 1912-1916 წლებში იყო წმიდა მარინეს ეკლესიის მედავითნე. 1916-1918 წლებში სიონის ეკლესიის მედავითნეა. 1918-1924 წლებში დიაკონი. 1924-1926 წლებში პროტოდიაკონი, 1939-1952 წლებში იძულებით განმოსილია. 1952 წლიდან გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანის ეკლესიაში. ოჯახი ცხოვრობდა სოფელ ჯუგაანში.