მღვდელი გიორგი იოსების ძე ინანიშვილი
დაიბადა 1878 წელს საგარეჯოს რაიონ სოფელ ნინოწმინდაში. სწავლობდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში. 1899-1906 წლებში იყო უჯარმის წმიდა გიორგის ეკლესიის მედავითნე, 1906-1917 წლებში ქვაშვეთის ეკლესიის მედავითნეა, 1917-1922 წლებში იყო დუშეთის რაიონის სოფელ ახალდაბის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის მღვდელი. 1925-1942 წლებში იძულებით განმოსილია. 1942-1943 წლებში ახალგორის რაიონის ავლევის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელია. 1943 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ვაკის სასაფლაოს ეკლესიის მღვდელი. ოჯახი ცხოვრობდა თბილისში ახალციხის ქ. N 7.