სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10528

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდანები
ღირსი მამაჲ ჩვენი არსენ იყალთოელი (+1127)  მოღვვაწობდა სოფ. იყალთო, თელავი. დაარსა იყალთოს აკადემია. ხსენება  6 (19) თებერვალი  ღირსი მამაჲ ჩვენი არსენ იყალთოელი (+1127)  მოღვვაწობდა სოფ. იყალთო, თელავი. დაარსა იყალთოს აკადემია. ხსენება  6 (19) თებერვალი 
ბმულის კოპირება

წმიდანები

თელავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

57       ბეჭდვა

ღირსი მამაჲ ჩვენი არსენ იყალთოელი (+1127)  მოღვვაწობდა სოფ. იყალთო, თელავი. დაარსა იყალთოს აკადემია. ხსენება  6 (19) თებერვალი 

ღირსი მამაჲ ჩვენი არსენ იყალთოელი (+1127) ხსენების დღე  6 (19) თებერვალი სოფ. იყალთო თელავი



ღირსი არსენ იყალთოელი დაიბადა დაახ. XI საუკუნის შუა წლებში. მამამისი კახეთის თავადი იბად ვაჩნაძე იმ დროისათვის ცნობილი კაცი იყო. მან შვილს სამეცნიერო და საღვთისმეტყველო განათლება მიაღებინა.

სასულიერო და საერო მეცნიერების უბადლო მცოდნე „ბრძენი და მეცნიერი“ არსენ იყალთოელი იყო წმიდა მეფის დავით აღმაშენებლის ერთ-ერთი საიმედო მრჩეველი და „მოძღვარი სამეცნიერო“. წმიდა არსენმა დააარსა ცნობილი იყალთოს აკადემია, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა საქართველოში ფილოსოფიური და საღვთისმეტყველო მეცნიერების აღორძინების საქმეში.



სრული ბიოგრაფიული ცნობები წმიდა მამის შესახებ არ შემონახულა, ვიცით მხოლოდ, რომ ის იყო უმცროსი თანამედროვე ღირსი ეფრემ მცირისა. მას საფუძვლიანი და ღრმა განათლება კონსტანტინე მონომახის მიერ დაარსებულ მანგანის აკადემიაში მიუღია, სადაც უთარგმნია თავისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თხზულება, გიორგი ჰამრტოლის „ხრონოგრაფი“, აქვე, მანგანის მონასტერში თარგმნა არსენმა დოგმატურ-პოლემიკური ხასიათის კრებული, რომელსაც ქართულ მწერლობაში „დოგმატიკონი“ ეწოდება. იგი შემდგომ თანდათან შეივსო სხვადასხვა პირთა მიერ ნათარგმნი თხზულებებით.



ფოტო გადაიღო ქეთევან ფეიქრიშვილმა დაბადებულია 2004 წელს თელავში. 

სწავლის დამთავრების შემდეგ არსენი შავ მთაზე წავიდა და მოღვაწეობა ღირსი ეფრემ მცირის (ხს. 18 იანვარს)ხელმძღვანელობით  დაიწყო. ეფრემის გარდაცვალების შემდეგ არსენმა დატოვა შავი მთა, ისევ მანგანის მონასტერში დაბრუნდა და გააგრძელა მთარგმნელობითი მოღვაწეობა.

1114 წელს წმიდა არსენი, მეფე დავით აღმაშენებლის მოწვევით, საქართველოში ჩამოვიდა და მოღვაწეობა დაიწყო გელათის აკადემიაში. აქ ყოფნისას თარგმნა მან „დიდი სჯულისკანონი“. გელათის მონასტრის ერთ-ერთ ნუსხაში ვკითხულობთ: „ქრისტიანეთა წინამძღვარი, დიდი ესე სჯულის კანონი, საუკუნოდ მოჴსენებულისა და ჩუენ ქართველთათჳს ფრიად ჭირთა თავმსდებელისა არსენი იყალთოელის თარგმნილი“. შემდეგ არსენი კახეთში გადავიდა და იყალთოს მონასტერთან დააარსა უმაღლესი სკოლა-აკადემია.


წმიდა არსენი ესწრებოდა დავით აღმაშენებლის თაოსნობით მოწვეულ კრებას. დავითის ისტორიკოსი წერს, რომ მეფემ მოუწოდა „არსენ იყალთოელსა, თარგმანსა და მეცნიერსა ბერძენთა და ქართველთა ენისასა და განმანათლებელსა ყოველთა ეკლესიათასა“.

„ღვთისმეტყველი, ფილოსოფოსი, ფიზიკოსი, ანატომოსი, ალიღორიკულთა შეთხზვათა შინა ქებული, უცხო და მაღალი მესტიხე და საეკლესიო ტიპიკონთა მეტყუელი“ წმიდა არსენ იყალთოელი საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ წმიდანად შერაცხა. იგი დაკრძალულია იყალთოში, მონასტრის დამაარსებლის, წმიდა ზენონის გვერდით.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.

orthodoxy.ge



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 19.02.2023
სულ რედაქტირებულია 9





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0