სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11137

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
საინტერესო ადამიანები
მოსე ივანეს ძე გოგიბერიძე 1897-1949წწ ფილოსოფოსი სოფ.  ქვენობანი, ჩოხატაური მოსე ივანეს ძე გოგიბერიძე 1897-1949წწ ფილოსოფოსი სოფ.  ქვენობანი, ჩოხატაური

1897-1949 წწ. გარდ. 52 წლის

ბმულის კოპირება

საინტერესო ადამიანები

გვარი გოგიბერიძე სია

ჩოხატაური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

368       ბეჭდვა

მოსე ივანეს ძე გოგიბერიძე 1897-1949წწ ფილოსოფოსი სოფ. ქვენობანი, ჩოხატაური


მოსე გოგიბერიძე (დ. 27 აგვისტო 1897, ქვენობანი — გ. 10 ოქტომბერი 1949, აქტიუბინსკი) ГОГИБЕРИДЗЕ МОИСЕЙ ИВАНОВИЧ, 27 авг. 1897- 10 окт. 1949) - сов. философ. Окончил филос. фак-т Берлинского ун-та (1922). Проф. Тбилисского ун-та (с 1927). В первый период науч. деятельности Г. стоял на позициях идеализма. Благодаря изучению марксизма-ленинизма Г. становится материалистом. Он разрабатывает отд. проблемы марксистской философии: отношение марксистской философии к домарксовскому материализму и диалектике, вопросы ленинского филос. наследства и др. Г. занимался также вопросами логики и диалектики, истории философии (филос. мысли в Грузии, в частности). Г. перевел на груз. яз. сочинения Канта "Пролегомены" (изд. 1936) и "Критика чистого разума". В. Гагоидзе. Тбилиси.


1918-1922 წლებში სწავლობდა ბერლინისა და მარბურგის უნივერსიტეტებში ფილოსოფიას, ბუნებისმეტყველებასა და პოლიტეკონომიას. 1922 წელს მარბურგში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ცნობილი ფილოსოფოსის ნიკოლაი ჰარტმანის ხელმძღვანელობით. 1923 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი, 1930 წლიდან პროფესორი, ბუნების დიალექტიკის კათედრის გამგე, 1933 წლიდან ფილოსოფიის კათედრის გამგე. 1941 წელს დააპატიმრეს ფაშისტური გერმანიის აგენტობის ბრალდებით და გადაასახლეს აქტიუბინსკში, სადაც გარდაიცვალა; 1954 წელს ახლობლების ინიციატივით გადმოასვენეს და დაასაფლავეს თბილისში ვაკის სასაფლაოზე, მეუღლის გვერდით.


მისი კვლევა-ძიების ძირითადი სფეროები იყო ფილოსოფიის ისტორია, შემეცნების თეორია, ბუნებისმეტყველების ფილოსოფია, ქართული ფილოსოფიის ისტორია და სხვა. მან დიდი წვლილი შეიტანა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მარქსისტულ-ლენინური ინტერპრეტაციისა („აინშტაინის რელატივობის თეორია და მისი ფილოსოფიური საფუძვლები“, 1924) და მატერიალისტური ფილოსოფიის ძირითადი პრინციპის — ცნობიერებისაგან დამოუკიდებელი ობიექტური სამყაროს არსებობის — დასაბუთების საქმეში („შემეცნების აქსიომატური დასაბამი“, 1926). „შემეცნების აქსიომატურ დასაბამში“ განვითარებული დებულებანი წარმოადგენდა ახალი, ორიგინალური ფილოსოფიური კონცეფციის შექმნის ცდას. გოგიბერიძემ ნათელყო შოთა რუსთაველის მსოფლმხედველობის კავშირი ქართულ ქრისტიანულ მწერლობასთან და, საერთოდ, ქრისტიანულ კულტურასთან, პოემის რენესანსული სულისკვეთება; მოგვცა საინტერესო დაკვირვებები რუსთაველის პოეტური ენის შესახებ („რუსთაველის მსოფლმხედველობის სათავეები“, 1937; „უზენაესი არსების ცნება „ვეფხისტყაოსანში“, 1941; „რუსთაველის ლექსის ენამზეობა, მუსიკალური ფერი და მხატვრობა“, 1956; „რუსთაველის ესთეტიკა“, 1957-1958). 1941 წელს გამოსცა „ფილოსოფიის ისტორია“.


აღსანიშნავია აგრეთვე წერილი „ნიკოლოზ ბარათაშვილის „მერანის“ ესთეტიკურ-ენტიფიკატური ანალიზი" (1959). გოგიბერიძე ნაყოფიერ მთარგმნელობით მუშაობასაც ეწეოდა. ქართულ ენაზე გადმოთარგნილი აქვს იმანუელ კანტის თხზულებები „პროლეგომენები“ და „წმინდა გონების კრიტიკა“.[2] 1970-1978 წლებში გამოიცა გოგიბერიძის რჩეული ფილოსოფიის თხზულებანი (4 ტომად).


მოსე გოგიბერიძე (1897-1949) წინა პლანზე, პროფილში

თბილისსა და ჩოხატაურში არის მოსე გოგიბერიძის ქუჩა.[1]მის მშობლიურ სოფელ ქვენობანში არის მოსე გოგიბერიძის სახლ-მუზეუმი, სადაც ძირითადად დაცულია მის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები: ხელნაწერები, მემორიალური ნივთები, ფოტომასალა, დოკუმენტები, მისი შრომები ფილოსოფიის ისტორიის, შემეცნების თეორიის, ბუნებისმეტყველების ფილოსოფიისა და ქართული ფილოსოფიის ისტორიის შესახებ.[3]


ბიბლიოგრაფია

„სპინოზა“, თბილისი, სახელგამი, 1927

ლიტერატურა

ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 197.

თევზაძე გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 61-62.

ცაიშვილი, ს.. „ლიტერატურული წერილები“ — თბილისი, 1966

ჯიბლაძე, გ. „კრიტიკული ეტიუდები“ ტ. 5 — თბილისი, 1974

სქოლიო

↑ 1.0 1.1 მოსე გოგიბერიძე — საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

↑ მოსე გოგიბერიძე — ფილოსოფიის ენციკლოპედია (რუსული)

↑ მოსე გოგიბერიძის სახლ-მუზეუმი


 

მადლობა ზაზა კიაზოს ძე შარაშენიძე, სოფ ჯვარცხმას, ჩოხატაური მკვიდრი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 03.11.2023
ბოლო რედაქტირება 03.11.2023
სულ რედაქტირებულია 1





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0