სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12096

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
 ბაღაშვილი აბრაამ ტიმოთეს ძე, 1849-1932წწ დეკანოზი დაბ. სოფ. ბოდბე (სიღნაღი)  ბაღაშვილი აბრაამ ტიმოთეს ძე, 1849-1932წწ დეკანოზი დაბ. სოფ. ბოდბე (სიღნაღი)
ბმულის კოპირება



გვარი ბაღაშვილი სია

სიღნაღი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

42       ბეჭდვა

ბაღაშვილი აბრაამ ტიმოთეს ძე, 1849-1932წწ დეკანოზი დაბ. სოფ. ბოდბე (სიღნაღი)


1887 წლის აღდგომას სკუფიით დაჯილდოვდა.
1893 წლის 13 მაისს სიღნაღის მაზრის III ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს და კამილავკა უბოძეს.
1894 წლის დასაწყისში ველისციხის ყოვლადწმინდა ღვისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.
1895 წლის თებერვალში კვლავ ბოდბის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიაში დააბრუნეს. 

1899 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.
1904 წლის 6 მაისს წმინდა ანას III ხარისხის-ორდენი მიიღო.
1907 წლის 6 მაისს დეკანოზის წოდება მიენიჭა, ხოლო 1912 წლის 6 მაისს კი - წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოედა.
1918 წლის 24 სექტემბერს სიღნაღის მაზრის | ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. 
1925 წლის 29 მაისს ბოდბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად და სიღნაღის ოლქის მთავრსუცესად დაინიშნა. მიუხედავად მრავალი დევნისა და შევიწროებისა ანაფორა არ გაუხდია და ღეთისმსახურება არ შეუწყვეტია.დეკანოზი აბრაამი 1932 წლის 16 ოქტომბერს გარდაიცვალა. იგი 18 ოქტომბერს სოფელ ბოდბეში სოფლის სასაფლაოზე დაასაფლავეს. 

დეკანოზი აბრაამ ბაღაშვილი 1849-1932

დეკანოზი აბრაამ ტიმოთეს ძე ბაღაშვილი 1849 წელს თბილისის გუბერნიაში, სიღნაღის მაზრაში, სოფ. ბოდბეში მღვდ. ტიმოთე და ანასტასია სიმონის ასულ ბაღაშვილების ოჯახში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1872 წლის 18 თებერვალს დიაკვნად აკურთხეს, იმავე წლის 20 თებერვალს მღვდლად დაასხეს ხელი და ვეჯინის წმ. გიორგის სახ. ტაძარში დაინიშნა. 1874 წლის 4 მაისს ბოდბის ყოვლადწმინდა სამების სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1876 წლის 6 მაისს სიღნაღის მაზრის | ოლქის სამღვდელოებამ აირჩია დეპუტატად თელავი-სიღნაღის სასწავლებლების საქმეებზე. ამ პოსტზე ყოფნის პერიოდში მღვდ. აბრაამს მრავალი უსიამოვნებისა და ცილისწამების დათმენა უხდებოდა. 1881 წელს გაზ. „დროებაში“ მას დაპირისპირება მოუვიდა თელავის სასულიერო სასწავლებლის ქართული ენისა და ქართულ-რუსული გალობის მასწავლებელ, სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზ გრიგოლ ცამციშვილი-ძამსაშვილის ძმისშვილთან, ცნობილ ეთნოლოგ-მუსიკოს, ჟურნალისტთან რომანოზთან.

13-1  საპატრიარქოს უწყებანი N13 19-25აპრილი 2018წ გვ.18
დეკანოზი აბრაამ ბაღაშვილი 1849-1932 (გაგრძელება)

1886 წლის 16 იანვარს ბოდბის სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგედ დაინიშნა. 1888 წელს ქართული პრესა მღვდ. აბრაამის მოღვაწეობაზე წერდა: „სოფ. ბოდბე (სიღნაღის მაზრა). ჩვენში ყრილობა იყო გამართული სკოლის თაობაზედ. სოფელმა მღ. ბაღაშვილის მოთავეობით 1888 წ. გამართა სასწავლებელი და დახარჯა რვაას მანეთამდე. ამასთანავე, ყოველწლიურად გაიწერეს ას-ასი მანეთი სკოლის შესანახად. პირველში ყველა დიდი ხალისით ეკიდებოდა სკოლის საქმეს და ბავშვებს დიდის სიხარულით ჰგზავნიდნენ სასწავლებელში. ბავშვებმაც ცოტა ხნის განმავლობაში საქებურად შეისწავლეს ქართული წერა-კითხვა და ცოტაოდენი რუსულიც. მაგრამ, საუბედუროდ, აქაც იჩინეს თავი კეთილის მოძულეთა და თავზე ხელაღებულებმა. გაავრცელეს ხალხში სკოლაზე ცუდი ხმა და გული აუცრუეს შვილების სკოლაში გზავნაზე. ამ მიზეზით 1 მაისიდან 17 ოქტომბრამდე სკოლის კარი აღარ გაღებულა. ბოლოს ცუდი მითქმა-მოთქმით გაბრიყვებულებმა და გულაცრუებულმა ხალხმა ესეც არ იკმარა. იფიქრეს, იქნება მღ. ბაღაშვილმა გვიჩივლოს მთავრობასთან სკოლის დაკეტვის გამოვო და გადასწყვიტეს: ამოვირჩიოთ ახალი წლიდამ ისეთი მამასახლისი და მოსამართლენი, რომელთაც კარგად შეეძლებათ ლაპარაკი მაზრის უფროსთან და ამით გამარჯვება ჩვენ დაგვრჩებაო. თუმცა, მ. ბაღაშვილი ბევრს ეხვეწა და უქადაგა სოფელსა და იმათ მოთავეებს, რომ სკოლაზე ხელს ნუ აიღებთო, მაგრამ ამაოდ, ყური არავინ არ ათხოვა. ბოლოს რომ ვეღარა გააწყო რა, ბაღაშვილმა მიჰმართა ბ-ნს სიღნაღის მაზრის უფროსს და სთხოვა: 10 ოქტომბერს ყრილობა აქვს გამართული სოფელს სკოლის საქმეზე და თქვენც დაგ- ვესწარითო. მაზრის უფროსმა თხოვნა შეასრულა და მობრძანდა ზემოხსენებულს კრებაზედ. ჩადგა გლეხებში და მამაშვილურის კილოთი გამოჰკითხა
მიზეზი სკოლის დაკეტვისა. ხალხმა ერთხმად შესძახა: არ გვინდა არც სკოლა და არც იმისი ხარჯიო. ვისაც სურს, იმან გადაიხადოს ხარჯი და შვილიც იმან გამოზარდოსო. დასასრულ, ბ-ნმა მაზრის უფროსმა ჰკითხა მამა ბაღაშვილს: რამდენი აქვთ სკოლის ხარჯი გაწერილიო. მღვდელმა უპასუხა, სულ ასი მანეთია და ამ ასი მანეთიდან 40 მან. მოსამსახურეს ვაძლევთ და დანარჩენით კი წიგნებსა და სასწავლო ავეჯს ვყიდულობთო. მაზრის უფროსის დარიგების შემდეგ სკოლა ისევ გაიმართა და
დღეს ბავშვები კვლავ სწავლობენ“. 



1893 წლის 13 მაისს ველისციხის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარში განამწესეს და სიღნაღის მაზრის III ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს; 1893 წლის 21 სექტემბერს საქართველოს საეპარქიო სასწავლო კომიტეტის, სიღნაღის მაზრის განყოფილების წევრად; 1894 წლის 12 იანვარს!II
სამთავარხუცესო ოლქის სამღვდელოების შეკრებაზე -– თავჯდომარედ. 1895 წლის 19 იანავრს კვლავ ბოდბის ყოვლადწმინდა სამების სახ. ტაძარში დააბრუნეს. 1896 წლის 4 იანვარს ბოდბის ტაძართან არსებულ სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად დაინიშნა. 1897 წლის
21 იანვარს საეპარქიო სასწავლო კომიტეტმა მადლობა გამოუცხადა. 1898 წლის 2 სექტემბერს საქართველოს ეგზარქოს ფლაბიანეს (გოროდეცკი)
ლოცვა-კურთხევით მღვდ. აბრაამმა აკურთხა მელანიის ყოვლადწმინდა სამების სახ. ტაძარი. 1900 წლის 20 მაისს გათავისუფლდა მთავარხუცესის პოსტიდან და საქართველოს ეგზარქოსმა ფლაბიანემ (გოროდეცკი) ამ პოსტზე რამდენიმეწლიანი პატიოსანი სამსახურისთვის მადლობა გამოუცხადა. 1902 წელს გაზ. „ივერიაში“ უცნობმა ავტორმა, ვინმე „მარეხმა“ სოფ. ბოდბეზე კორესპონდეციას გამოაქვეყნა, სადაც ახსენებს მღვდ. აბრაამის დაარსებულ სკოლას და დადებითად ახასიათებს მის მოღვაწეობას: „..აქ არის ერთკლასიანი სამრევლო სასწავლებელი, დაარსებული მამა აბრაამ ბაღაშვილის თაოსნობით 1884 წელს.
ამ სკოლის სასარგებლოდ საზოგადოება იხდის 500 მანეთს ყოველ წლივ. თვით სკოლის შენობა სიძველისა გამო დანგრეულ იქმნა ამა სკოლის მმართველისაგან, მამა აბრაამ ბაღაშვილისაგან, საეპარქიო სამოსწავლო საბჭოს ნებართვით. შენობის გადაკეთება უნდოდა და ფული კი არსაიდგან სჩანდა. მ. ბაღაშვილმა ითხოვა უმაღლეს მთავრობისაგან შემწეობა, რომელმაც დახმარება აღუთქვა. მ. ბაღაშვილი სახლის აგებას შეუდგა, მოახმარა შენობას 727 მანეთი. შენობა დასრულდა 25 ოქტომბერს და 28-ში აკურთხეს. შენობა ორ განყოფილებიანია -–– ქალებისა და ვაჟებისათვის, ორი ოთახიც მასწავლებლებისათვის. დიდი მადლობის ღირსია მ. ა. ბაღაშვილი, მწყემსი პატიოსანი და დაუღალავი მუშაკი“. 1916 წელს მღვდ. აბრაამს უცნობი პირები დაესხნენ თავს. ამასთან დაკავშირებით გაზ. „საქართველო“ წერდა: „როგორც გუბერნატორის კანცელარიას ატყობინებენ სიღნაღიდან, სოფ. ბოდბეში უცნობი პირნი შესცვივიან ადგილობრივ მღვდელსა. ბაღაშვილს და სროლა დაუწყვიათ. მღვდელს სროლითვე გაუცია პასუხი, რის შემდეგ უცნობნი გაქცეულან“


13-2  საპატრიარქოს უწყებანი N13 19-25აპრილი 2018წ გვ.19
დეკანოზი აბრაამ ბაღაშვილი 1849-1932 (გაგრძელება)

1918 წლის 24 სექტემბერს ალავერდის ეპარქიის, სიღნაღის მაზრის I ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს.



1921 წლიდან, ათეისტური პროპაგანდის აღზევების ხანაში, რასაც თან ახლდა უამრავი ცილისწამება, დევნა-შევიწროება და მუქარა, დეკ. აბრაამს ანაფორა არ გაუხდია და მღვდელმსახურება არ შეუწყვეტია. მან ლვთის შეწევნითა და მორჩილებით გაუძლო ყველა შემოტევას და დაუღალავად იმსახურა ქრისტეს ყანაში. იმჟამინდელ პრესაში მრავლად ქვეყნდებოდა ეკლესიისა და მოძღვრების შეურაცხმყოფელი სტატიები. ერთ-ერთი ასეთი ფელეტონი დეკ. აბრაამზეც დაიწერა. აი, რას წერდა უცნობი ავტორი „ბოდბელის“ ფსევდონიმით მასზე: „ჩვენს სოფელში არის ტაბლებით განებივრებული მღვდელი აბრამა ბაღაშვილი. კარგა ხანია, სოფელმა მას პანჩური ამოჰკრა და ეკლესიაც გამოუკეტა. ბევრი იხეტიალა, ბევრი იფიქრა და ბოლოს მოიგონა -- მოდი, ხინით ვაჭრობას დავიწყებო. თქმა და ასრულება ერთი იყო. დღეს ეს „მოძღვარი“ ჩვენს სოფელში თითო პარაშოკ ხინას ხუთ შაურად ყიდის და ახლა ასეთი ვაჭრული საშუალებით ყვლეფავს საწყალ გლეხობას. ქვეყანა მათ გაიძვერობაზე და გაუმაძღრობაზე ლაპარაკობს, ყველამ გაიგო მათი ქცევა და ბოროტება, გვეგონა, ეხლა მაინც მოიშლიდნენ და დაუბრუნდებოდენ ალალი ლუკმა-პურის ჭამას, მაგრამ მოვსტყუვდით. ჩვენი აბრამი მაინც თავისას განაგრძობს, რომელზედაც ნათქვამია: არ
გათეთრდება ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითაო“. 1925 წლის 29 მაისს ალავერდელ-ბოდბელმა მიტროპოლიტმა იოანემ (მარღიშვილი) იგი ბოდბის ღვთისმშობლის შობის სახ. ტაძრის წინამძღვრად და ბოდბის ეპარქიის | ოლქის (მაჩხაანის ოლქი) მთავარხუცესად დაინიშნა. 1925 წლის 1 ოქტომბერს მიტროპოლიტი იოანე მთავარხუცეს, დეკანოზ აბრაამს
წერდა: „ამა წლის 12 სექტემბრის რეზოლუციით მთავარხუცესთ ვაძლევ წინადადებას, რათა მათ სასწრაფოთ შეკრიბონ თავთავიანთ ოლქებში აწ
ხმარებული რუსეთის სინოდის მიერ გამოცემული ოდიკები (ძველი და ახალი) და წარმომიდგინონ მე, ქ. თბილისში, ყაზბეგის ქუჩა N18-ში, საკათოლიკოსო საბჭოში გადასაცემად, რომელთა ნაცვლად,
თანახმად სრულიად საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს ა. წ. 14 აგვისტოს დადგენილებისა, ეპარქიის ეკლესიებმა დაუყოვნებლივ უნდა შეიძინოს საქართველოს ეკლესიის მიერ ახლად გამოცემული ოდიკები, ფასი 5 მანეთი“. 1925 წლის 24 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ამბროსის (ხელაია) ლოცვა-კურთხევით, დეკანოზი ვასილ კარბელაშვილი, სტეფანეს სახელით,
ბერად აღიკვეცა და მეორე დღეს ბოდბელ ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. ეპარქიაში ჩასულ ახალ მღვდელმთავარს მხარში ამოუდგა დეკანოზი აბრაამი. 1926 წლის 22 თებერვალს ეპისკოპოსმა სტეფანემ გამოცდილი და მრავალ ჭირ-ვარამ გამოვლილი მოძღვარი მღვდელ-დიაკვნების გამომცდელი კომისიის თავმჯდომარედ დანიშნა. იმავე წლის 26 თებერვალს მასვე დაევალა საეპარქიო სასამართლოს თავმჯდომარეობა. 1926 წლის 16 ივნისს ბოდბელი ეპისკოპოსი სტეფანე (კარბელაშვილი) მედავითნე სვიმონ ინაშვილს წერდა: „სანამ თოღნიანში ტაძარი აშენდებოდეს, მანამდე დაეხმარე დეკანოზ აბრაამ ბაღაშვილს. იგი არის უხუცესი მთავარხუცესი და კეთილი ღვთისმსახური, ცნობილი კეთილსინდისიერი და სიმართლის სიყვარულით აღსავსე ყოველთადმი.
მთელს კახეთში „ხალხის მამად წოდებული“. იგი ღირსია ყურადღებისა და ხელის გამართვისა“. 1926 წლის 20 აგვისტოს მოხუცებული მოძღვარი,
თავისი თხოვნის საფუძველზე, გათავისუფლდა მთავარხუცესის პოსტიდან, მანამდე კი, 4 აგვისტოს, მან სამი თვე შვებულება ითხოვა შერყეული ჯანმრთელობის მისახედავად. მისი ეკლესია და სამრევლო დროებით დეკანოზმა კირილე ღვთისავარიშვილმა ჩაიბარა. როგორც საეკლესიო საბუთებიდან ჩანს, სამოცდაჩვიდმეტი წლის მოძღვარმა ვეღარ შეძლო მსახურების

13-3 საპატრიარქოს უწყებანი N13 19-25აპრილი 2018წ გვ.20
დეკანოზი აბრაამ ბაღაშვილი 1849-1932 (დასასრული)

გაგრძელება. 1928 წლის 30 სექტემბერს შედგენილ ბოდბის ეპარქიის სამღვდელოების ჩამონათვალში იგი აღარ იხსენიება მოქმედი სამღვდელოების რიგებში. იგი პენსიაზე გავიდა და სიცოცხლის დარჩენილი წლები სახლში გაატარა. დეკანოზი აბრაამი სრული სამოცი წელიწადი ერთგულად და თავდადებით ემსახურა დედაეკლესიას. ღვაწლმოსილი დეკანოზი 1932 წლის 16 ოქტომბერს გარდაიცვალა. დაასაფლავებულია ბოდბის საერო სასაფლაოზე. ჰყავდა მეუღლე ეკატერინე ზაქარიას ასული მირიანაშვილი (დაბ. 1859წ.) და შვილები: არჩილი (დაბ. 1874წ., მუშაობდა ქ. შემახაში, მისი მეუღლე იყო ანასტასია სტეფანეს ასული, დაბ. 1886წ.); აარონი (დაბ. 1879წ., დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტი, მისი მეუღლე გახლდათ ნადეჟდა ზაქარიას ასული, დაბ. 1886წ.); აპოლონი (დაბ. 1887წ.); ელენე (დაბ. 1891წ.).  დეკ. აბრაამი დაჯილდოებული იყო: 1880 წლის 21 ივლისს საგვერდულით; 1882 წლის 31 დეკემბერს წითელი ჯვრის საზოგადოების სამახსოვრო ჯვრით; 1887 წლის 17 მარტს --– სკუფიით; 1888 წლის 26 იანვარს სასწავლო დარგში ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის ქართული „ბიბლიით“; 1893 წლის 15 მაისს -- კამილავკით; 1899 წლის 6 მაისს -–- სამკერდე ოქროს ჯვრით; 1904 წლის 6 მაისს წმ. ანას III ხარისხის ორდენით; 1907 წლის 27 მაისს დეკანოზის წოდებით; 1912 წლის 6 მაისს -– წმ. ანას!II ხარისხის ორდენით; 1918 წლის 12 მარტს -- ენქერით.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 28.11.2023
ბოლო რედაქტირება 13.01.2026
სულ რედაქტირებულია 4





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0