სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
რობიტაშვილი გიორგი,1845-1913წწ. წინამძღვარი მღვდელი, მოღვ. სოფ. ბოდბისხევის მაცხოვრის ამაღლების ეკლესია რობიტაშვილი გიორგი,1845-1913წწ. წინამძღვარი მღვდელი, მოღვ. სოფ. ბოდბისხევის მაცხოვრის ამაღლების ეკლესია

1845-1913 წწ. გარდ. 68 წლის

ბმულის კოპირება



გვარი რობიტაშვილი სია

სიღნაღი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

28       ბეჭდვა

რობიტაშვილი გიორგი,1845-1913წწ. წინამძღვარი მღვდელი, მოღვ. სოფ. ბოდბისხევის მაცხოვრის ამაღლების ეკლესია

1845 წელს ზემო მაჩხაანში დაიბადა. იგი ადრეული ასაკიდან დაუახლოვდა ეკლესიას და ღვთისმსახურებისადმი ინტერესი და 
მონდომება გამოიჩინა. მან კარგად შეისწავლა საეკლესიო ტიბიკონი და წირვა-ლოცვის დროს ადგილობრივ მედავითნეს ეხმარებოდა.
1863 წლიდან უკვე დამოუკიდებლად მსახურობს წიგნისმკითხველად. თითქმის ორი ათეული წლის მანძილზე მოუწია მას მედავითნეობა. ამ პერიოდში იგი დაოჯახდა კეთილმორწმუნე ოჯახის ასულ სოფიო ფხოველიშვილზე.



XIX საუკუნის 70-იან წლების მიწურულს მას მღვდლად დაასხეს ხელი და ბოდბისხევის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს.მამა გიორგიმ უპირველესი ყურადღება მიაქცია სოფელ ბოდბისხევის ყმაწვილების განათლებას. სამრევლო სკოლაში თავად ასწავლიდა წერა-კითხვას, საღმრთო სჯულს. სწავლის დროს მისი ვაჟი ნიკოლოზი გამორჩეულად 
ეხმარებოდა. სხვათაშორის ნიკოლოზმა პედაგოგობა აირჩია პროფესიად 
და მსახურობდა სოფელ ველისციხეში, მაგრამ 1900 წელს მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ ნაადრევად შეწყვიტა ახალგაზრდა მასწავლებლის სიცოცხლე. დიდმა მწუნარებამ მოიცვა მამა გიორგი, მაგრამ რწმენით დაითმინა განსაცდელი და მეტი მონდომებითა და ღვთის სიყვარულით გააგრძელა ღვთისა და ერის სამსახური. გაწეული შრომისათვის 1901 წლის აღდგომას სკუფიით დაჯილდოვდა.
1911 წლის 6 მაისს კამილავკა უბოძეს. თავს გადახდენილმა განსაცდელებმა მამა გიორგის ჯანმრთელობა შეარყია, მას 
ფიზიკურად აღარ შეეძლო ღვთისმსახურების გაგრძელება. ამიტომ 1913 წლის 28 იანვარს ავადმყოფობის გამო მას თავისი თხოვნის საფუძველზე სინოდის ბრძანებით 300 მანეთი პენსია დაენიშნა. ჯანმრთელობა შერყეული მოძღვარი მალევე, 1913 წლის 20 მაისს გარდაიცვალა. მისი სიკვდილის შემდეგ მეუღლეს სოფიოსა და განუკურნებელი სენით დაავადებულ შვილ თებრონიას დაენიშნათ 200 მანეთი პენსია. 

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 28.11.2023
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0