სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12220

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
ციქუბაძე დიმიტრი სოლომონის ძე, 1860-1936წწ. წინამძღვარი მღვდელი, მოღვ.  სოფ. ვეჯინის წმინდა იოანე ღვთისმეტყევლის ეკლესია ციქუბაძე დიმიტრი სოლომონის ძე, 1860-1936წწ. წინამძღვარი მღვდელი, მოღვ.  სოფ. ვეჯინის წმინდა იოანე ღვთისმეტყევლის ეკლესია

1860-1936 წწ. გარდ. 76 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ციქუბაძე სია

გურჯაანი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

76       ბეჭდვა

ციქუბაძე დიმიტრი სოლომონის ძე, 1860-1936წწ. წინამძღვარი მღვდელი, მოღვ. სოფ. ვეჯინის წმინდა იოანე ღვთისმეტყევლის ეკლესია

მღვდელი დიმიტრი ციქუბაძე 1860-1936

მღვდელი დიმიტრი სოლომონის ძე ციქუბაძე 1860 წელს თბილისის გუბერნიაში, სიღნაღის მაზრის სოფ. კაკაბეთში, გლეხის ოჯახში დაიბადა.
1880 წლის 8 ივნისს იგი ქვათახევის მონასტერში მორჩილად მიიღეს, სადაც წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი ისწავლა. 1886 წლის 29 სექტემბერს კაკაბეთის წმ. მარინეს სახ. ტაძრის უშტატო მედავითნედ დაინიშნა. 1887 წლის 14 მაისს თბილისის კარის წმ. გიორგის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1891 წლის 10 მაისს სასულიერო უწყებაში
მიიღეს და შტატში დაამტკიცეს. 1908 წლის 4 ოქტომბერს მღვდლად დაასხეს ხელი და ვეჯინის წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახ. ტაძრის წინამძლვრად დაინიშნა. 1914 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1920 წელს ბოდბისხევის წმ. კვირიკესა და ივლიტას სახ. ტაძარში დაადგინეს. 1922 წლის 25 ივლისს მღვდელმა დიმიტრიმ მთავარხუცეს, დეკანოზ
მიხეილ მენთეშაშვილს კაკაბეთის წმ. მარინეს სახ. ტაძარში გადაყვანზე შუამდგომლობა სთხოვა, რაც მალევე დაუკმაყოფილდა. 1923 წელს, ეკლესიების საყოველთაო დაკეტვის პერიოდში, იძულებული გახდა დროებით მიეტოვებინა მსახურება. ამავე პერიოდში, სოფ. კაკაბეთში
ჩამოართვეს სახლი და მიწა, რაც შემდგომში გაასაჩივრა. შევიწროებული მოძღვარი იძულებული გახდა თავი თბილისში, ქალიშვილებთან შეეფარებინა, სადაც ერთი-ორი წელიწადი გაჩერდა. 1924 წლის ბოლოდან ხელისუფლებამ გამოსცა დეკრეტი, რის შემდეგაც, კვლავ გაიხსნა ეკლესიები და სამღვდელოებას მიეცა საშუალება მსახურების გაგრძელებისა. მლვდელი დიმიტრიც ამოქმედდა და გადაწყვიტა, 1923 წელს კაკაბეთში დაკარგული ქონება დაებრუნებინა. 1925 წლის 28 თებერვალს იგი ცენტრალურ სააღმსრულებლო კომიტეტს სწერდა:.............იმავე წლის 29 აპრილს სიღნაღის მაზრის აღმასრულებელი კომიტეტი ცაკის საქმეთა მმართველობას წერდა, რომ დიმიტრი ციქუბაძის მიერ ამავე წლის თებერვალში წარდგენილი წერილი არ შეესაბამება სიმართლეს. რომ მას, ციქუბაძეს, სოფ. კაკაბეთში არავითარი სახლი არ ჩამორთმევია და არც ჰქონია, მას სამოცი წლის განმავლობაში უცხოვრია ქ. თბილისში და არა კაკაბეთში და ახლა ის კაკაბეთში დროებით სტუმრად ყოფილა თავის ქალთან. როგორც ვხედავთ, ხელისუფლება არ აპირებდა მამა დიმიტრისთვის წართმეული სახლის დაბრუნებას და ცრუ ბრალდებებით (კდილობდა თავისი უსამართლო დადგენილების გატანას ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტში. 1925 წლის 25 ოქტომბერს ბოდბელ ეპისკოპოსად არქიმანდრიტ სტეფანეს (კარბელაშვილი) დაასხეს ხელი, რომელიც იმავე წლის ნოემბრიდან შეუდგა ეპარქიის მართვას. მის დანიშვნას ადგილობრივი სამღვდლოება დიდი სიხარულით შეხვდა. ეპისკოპოსი სტეფანეც ჩასვლისთანავე აქტიურად შეუდგა ეპარქიის აღორძინების საქმეს. დაიწყო დაკეტილი და გაუქმებული ტაძრების შემოვლა-დათვალიერება და კურთხევები. რომელი ტაძარიც დანგრეული არ იყო, სწრაფად აღასრულეს მისი ხელახლა სატფურება (კურთხევა). მღვდელი დიმიტრიც კვლავ ჩაე- ბა საეკლესიო ცხოვრების ფერხულში და 1926 წლის 28 მარტს ეპისკოპოს სტეფანეს წერილი მისწერა:
„მის მეუფებას ეპისკოპოს სტეფანე ბოდბელს სიღნაღის მაზრის სოფელ კაკაბეთში მცხოვრები მღვდელ დიმიტრი ციქუბაძის თხოვნა: გთხოვთ,
თქვენო მეუფებავ, გამამწესოთ ჩემ სამშობლო კაკაბეთში და სოფელ ჩალაურის მღვდლად სიღნაღის მაზრაში და დროებით მომაწეროთ სოფელი ჭერემი. ამასთანავე, ვთხოვ მის მეუფებას, სანამ ეკლესიებს მოვაწესრიგებდე, დიაჩოქი არავინ გაამწესოთ, რადგან ეკლესიები სრულებით მოშლილია შიგნით თუ გარეთ და არც საეკლესიო
წიგნები და საღვთისმსახურო ნივთები მოიპოვება, სანამ ამეებს შევაგროვებდე და მოვაწყობდე. შემდეგ მოვახსენებ თქვენს მეუფებას ეკლესიების საკურთხებლად და შემდეგ დიაჩოქი, ვინც თქვენი ნება იქნება, ის იყოს. ამასთანავე, ვადგენ

5-1  საპატრიარქოს უწყებანი N5 10-23მარტი 2022წ გვ.23
მღვდელი დიმიტრი ციქუბაძე 1860-1936 (გაგრძელება)

კაკაბეთის მორწმუნეთა სიებს ორ ცალად“. ამ თხოვნას ეპისკოპოსმა სტეფანემ შემდეგი მინაწერი გაუკეთა: „გამოცხადდეს მღვდელი ციქუბაძე ჩემთან 15 აპრილს და შემოიტანოს თხოვნა დასამტკიცებლად“. რადგანაც კაკაბეთის ლვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესია გაუქმებული იყო და მისი აღდგენა ვერ მოხერხდა, ამიტომ ეპისკოპოსმა სტეფანემ მღვდელი დიმიტრი მოქმედ ჩაილურის წმ. გიორგის სახ. ტაძრის წინამძღვრად განამწესა. როგორც შემდეგ ნაწარმოები საეკლესიო საბუთებიდან
ჩანს, მღვდელი დიმიტრი არ დაემორჩილა ეპისკოპოს სტეფანეს ბრძანებებს და მას რამდენიმე საყვედურიც გამოეცხადა. 1927 წლის 30 დეკემბერს ეპისკოპოსი სტეფანე თავის პირად დღიურში წერდა, რომ მღვდელი დიმიტრი ციქუბაძე არ ემორჩილება თავისი ოლქის მთავარხუცეს, დეკ. ვასილ ნათაძეს და ხშირად არღვევს საეკლესიო კანონებსო. 1928 წლის 4 სექტემბერს მღვდელი დიმიტრი ყანდაურას წმ. გიორგის სახ. ტაძარში მსახურობდა და ასევე აქცევდა ყურადღებას კაკაბეთისა და ჩაილურის სამრევლოებს. 1928 წლის 30 სექტემბერსა და 1929 წლის 4 იანვარს შედგენილ ბოდბის ეპარქიის სამღვდელოების ჩამონათვალში უკვე კაკაბეთის ღვთისმშობლის გაუქმებული სამრევლოს წინამძღვარია და ჩაილურის სამრევლო აბარია.
როგორც ჩანს, მას არც ბოდბის შემდეგ მღვდელმთავართან, იოანესთან (მარღიშვილი), ჰქონია კარგია ურთიერთობა, რასაც მისი აღნიშნული სამრევლოებიდან დათხოვნა მოჰყვა. აი, რას წერდა იგი 1929 წლის 24 აგვისტოს მიტროპოლიტ იოანეს  (მარღიშვილი): „უმორჩილესად ვთხოვ თქვენ მაღალ მეუფებას მიბრძანოთ, რა მიზეზით გამომიყვანეთ კაკაბეთის წმ. მარინეს ეკლესიის ყოფილ სამრევლოდან და ჩააბარეთ დროებით ყანდაურას მღვდელ დავით ხატიაშვილს და სოფელ ჩალაურის სამრევლოთაგან და დროებით ჩააბარეთ სხვა ეპარქიის მანავის მღვდელ ლაშაურს, ვთხოვ თქვენს მაღალ მეუფებას, წერილობით მიბოძოთ
თქვენი რეზოლუცია ჩემი გამოყვანის თაობაზე“. 1931 წლის 12 მაისს ბოდბის ეპარქიის დროებითი მმართველი, ნინოწმინდელი ეპისკოპოსი იეროთეოზი (აივაზაშვილი) სრულიად საქართველოს საკათალიკოსო სინოდს წერდა: „აღსასრულებლად მისი უნეტარესობის ა/წ აპრილის 24 #457 განკარგულებისა წარმოვადგენ ბოდბის ეპარქიის ამ ჟამად მოქმედ ეკლესიათა და კრებულის წევრთა სიას: 1) კელმეჩურის წმ. გიორგის -– დეკ.
კ. ღვთისავარიშვილი; 2) ველისციხის წმ. იოანე ნათლისმცემლის -–- მღვდ. გ. ტაბლიაშვილი; 3) კაკაბეთის სამრევლოს -– მღვდ. დ. ციქუბაძე; 4)
ანაგის სამრევლოს -– დეკ. ი. მერებაშვილი“. როგორც ვხედავთ, 1931 წლის 12 მაისს ბოდბის ეპარქიაში ოთხი სამრევლოღა მოქმედებდა და ოთხი
მღვდელი მსახურობდა, რომელთა შორის მღვდელი
დიმიტრიც მოიხსენიება. 1933 წელს უკვე ყოფილი მღვდელი კაკაბეთის
სოფლის საბჭოს თავმჯდომარეს წერდა: „ხუთ წელზე მეტია, რაც მღვდლობას თავი დავანებე და არავითარ მღვდელმოქმედებას არ ვასრულებ. საბჭოს პრეზიდიუმის მიერ მქონდა აღძრული შუამდგომლობა და დღემდე მაინც არა მაქვს აღდგენილი ხმის უფლება. გთხოვთ გამოიკვლიოთ, რაშია საქმე და აღმიდგინოთ ხმის უფლება. ვარ 80 წლის და მინდავიყო შვილის კმაყოფაზე“. უნდა ითქვას, რომ ამ წერელში მოძღვარი არ ასახავს თავის რეალურ მდგომარეობას, სინამდვილეში, 1933 წელს მას ორი წლის დანებებული ჰქონდა მღვდლობისათვის თავი.
თავის მხრივ, კაკაბეთის სოფლის საბჭოს თავჯდომარე სიღნაღის მაზრის ცაკის თავმჯდომარეს სწერდა: „მოქ. დიმიტრი სოლომონის ძე ციქუბაძე, ყოფ. მღვდელი 1929 წლამდე. თვითონ არის 80 წლის მოხუცი, მუშაობა არ შეუძლია, არჩენენ შვილები ტფილისიდან (მასწავლებელი და ბუღალტერი). სასოფლო საბჭო შუამდგომლობს, რა-

5-2  საპატრიარქოს უწყებანი N5 10-23მარტი 2022წ გვ.24
მღვდელი დიმიტრი ციქუბაძე 1860-1936 (დასასრული)

თა აღდგენილ იქნეს საარჩევნო უფლებებში, რაც კანონიერია როგორც სათანადო სტაჟგავლილი“. მღვდელი დიმიტრი 1936 წლის 14 იანვარს გარდაიცვალა. გაზეთ „კომუნისტში“ გამოქვეყნდა პატარა ნეკროლოგი: „დამწუხრებული შვილები - ნინო და თამრო - აუწყებენ ნათესავებსა და მეგობრებს ძვირფასი დიმიტრი სოლომონის ძე ციქუბაძის გარდაცვალებას. დაკრძალვა ს. კაკაბეთში, 18 იანვარს  ჰყავდა მეუღლე - ბარბარე გიორგის ასული (დაბ. 1867წ.) და შვილები: ნიკოლოზი (დაბ. 1889წ., ღამე ლამპა დარჩა ანთებული და ღრმად ჩაძინებული ჭვარტლისაგან გაიგუდა), სოლომონი (1892- 1916წწ., იყო სოფ. ტატიანოვკას სკოლის პედაგოგი, დაკრძალულია კუკიის წმ. ნინოს სასაფლაოზე), ნინო (1894-1978 წწ.), თამარი (დაბ. 1896წ., პროფესიით პედაგოგი), არჩილი (დაბ. 1902წ., გარდაიცვალა ადრეულ ასაკში, ერთი ვერსიით მსახურობდა იუნკრად და დაიღუპა კოჯრის ბრძოლაში). სამწუხაროდ, არცერთ შვილს ოჯახი არ შეუქმნია და, შესაბამისად, არც მემკვიდრე დარჩათ.


1860 წელს გლეხის ოჯახში დაიბადა.
1880 წლის 8 ივნისს ქვათახევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში მორჩილად მიიღეს, სადაც რამოდენიმე წელიწადში საფუძვლიანად შეისწავლა წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი. 1908 წელს მღვდლად დაასხეს ხელი და ვეჯინის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1914 წლის 30 აპრილს საგვერდულით დაჯილდოვდა.
1921 წელს ბოდბისხევის წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს.
1922 წელს კაკაბეთის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1926 წლის ბოდბის ეპარქიის აღწერის დროს მამა დიმიტრი ისევ კაკაბეთის ეკლესიაში მსახურობს.მღვდელი დიმიტრი 1936 წლის 14 იანვარს გარდაიცვალა. 

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.11.2023
ბოლო რედაქტირება 23.02.2026
სულ რედაქტირებულია 6





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0