სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10643

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
უნაფქოშვილი ალექსანდრე ზაქარიას ძე, 1866-1936წწ. წინამძღვარი მღვდელი, მოღვ. სოფ. კალაურის წმინდა ნინოს ეკლესია უნაფქოშვილი ალექსანდრე ზაქარიას ძე, 1866-1936წწ. წინამძღვარი მღვდელი, მოღვ. სოფ. კალაურის წმინდა ნინოს ეკლესია

1866-1936 წწ. გარდ. 70 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი უნაფქოშვილი სია

გურჯაანი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

33       ბეჭდვა

უნაფქოშვილი ალექსანდრე ზაქარიას ძე, 1866-1936წწ. წინამძღვარი მღვდელი, მოღვ. სოფ. კალაურის წმინდა ნინოს ეკლესია



1866 წელს სოფელ პატარძეულში, მედავითნის ოჯახში დაიბადა.

1884 წლის 11 იანვარს ბოჭორმის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1885 წლის დასაწყისში ბოჭორმის ეკლესია დაიკეტა და ალექსანდრე ამავე წლის 15 მარტს კარდენახის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის უშტატო მედავითნედ განამწესეს.




1888 წლის 25 აპრილს ჩალაუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს.

1891 წლის 25 მაისს ზემო ავჭალის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში დაინიშნა.

1894 წლის 1 აგვისტოს დიღომის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიაში დაადგინეს.

1902 წლის 14 სექტემბერს დიაკვნად აკურთხეს.

გვ184

 1907 წლის 9 დეკემბერს მღვდლად დაასხეს ხელი და კალაურის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის 

წინამძღვრად და ამავე სოფლის ორკლასიან სამრევლო-საეკლესიო სკოლაში საღვთო სჯულის მასწავლებლად დანიშნეს. ამავდროულად თელავის ქალთა გიმნაზიაშიც ასწავლიდა.

1913 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვდა.

1923 წლის თებერვალში მამკოდის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარია.

1925 წლის მონაცემებით ისევ ალავერდის ეპარქიის მღვდელმსახურია.

XX საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს დეკანოზის წოდება მიენიჭა. დეკანოზი ალექსანდრე 1936 წლის 19 ივლისს გარდაიცვალა.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.11.2023
ბოლო რედაქტირება 29.11.2023
სულ რედაქტირებულია 1





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0