1819-1820 წლებში იმერეთში მოხდა აჯანყება, რომელშიც სამღვდელოებაც აქტიურად მონაწილეობდა. სავარაუდოდ, მათ რიცხვში უნდა ყოფილიყო გრიგოლიც, რომელმაც აჯანყების დამარცხების შემდეგ სხვა ქართველებთან ერთად დატოვა საქართველო და ოსმალეთის იმპერიას შეაფარა თავი. გერასიმე იერუსალიმში ჩავიდა და ქართველთა წმ. ჯვრის მონასტერში გაჩერდა, სადაც გერასიმეს სახელით ბერად აღიკვეცა.
ათონის მთის ქართველთა ახალი წმ. იოანე ღვთისმეტყველის სავანის წინამძღვარმა, სქემიღუმენმა ბენედიქტემ (ბარკალაია) ვიდრე ათონის მთაზე ჩავიდოდა, თავდაპირველად წმ. მიწა და იერუსალიმი მოილოცა. იგი წერდა: „დროსა ჩემის აღმოსავლეთთა ადგილთა მყოფობისა 1866 წელსა, მე არა ღირსი ღირს ვიქმენ ხილვად წმიდისა ქართველთა ჯვარის მონასტრისა იერუსალიმსა შინა, აღშენებულსა და შემკულსა ჩვენის ტომისაგან, ქართულნი წარწერანი და გამოხატულობანი კედელთა ზედა მისთა მრავალთა მეფეთა და ჩინებულთა ჩვენის ქვეყნისათა (რომელთა შორის არს სურათი პოეტის შოთა რუსთაველისაცა) და მდიდარი ქართულის წიგნებითა ბიბლიოთეკა ღირსნი არიან ყურადღებისა განათლებულთ ჩვენის ქვეყნის შვილთა, გარნა სდუმნიან განათლებულნი ჩვენნი. მონასტრის წიგნთსაცავი, სამსე მრავალგვარი ხელნაწერი პერგამენტის წიგნებითა, ხარტიებითა და გუჯრებითა ვპოვე დროთაგან განხრწნილ, წვიმისა და ნოტიოსაგან, არა საკმაოდ დაცულ, რაისა გამო გარდამოვიტანე წიგნნი იგინი სხვასა დიდსა ოთახსა შინა შემწეობითა და ბრძანებითა მონასტრის მის არქიმანდრიტისა გერასიმესითა (ქართვ. გვარად დოგრაშვილი), რომელიცა მიიცვალა 1868 წელსა და მისა შემდეგ მონასტერი უპყრიესთ ბერძენთა, რომელთაცა დააყოვნეს მონასტერი და სარგებლობენ დიდძალის შემოსავლითა...“
1883 წ. იანვარ-მაისში ა. ცაგარელი სპეციალურად სამეცნიერო მიზნით ეწვია ახლო აღმოსავლეთს. იგი იყო პირველი ქართველი მეცნიერი, რომელმაც მოინახულა იქ არსებული ქართული სავანეები. თავის ნაშრომში ის წერდა: „ჩვენს დროს საკუთრივ ქართულ მონასტრად ირიცხება იერუსალიმის მახლობლად ჯვარის მონასტერი, აშენებული XI ს-ში ბაგრატ IV-საგან. ამ 40 წლის წინათ იღუმენობდა ქართველი ვინმე გერასიმე“.
წმ. მღვდელმოწამე გრიგოლი (ფერაძე) 1936 წ. ზაფხულში ესტუმრა წმ. მიწას და დაგვიტოვა ძვირფასი ჩანაწერები, სადაც ის მოიხსენიებს გერასიმეს: „1841 წელს ჯვრის მონასტრის წინამძღვარი იყო არქიმანდრიტი გერასიმე, საქართველოდან. იგი სამი წელი წინამძღვრობდა, შემდეგ უარი თქვა თავის საეკლესიო თანამდებობაზე, 1845 წელს“.
დიაკ. გ. მაჩურიშვილი
წყაროები და ლიტერატურა
სცსა, ფ. 488, აღწერა 1, საქმე №170;
გაზ. „დროება“, 1880, №126-127;
გაზ. „ივერია“, 1886, №13; 1889, №70.
ფერაძე გ., უცხოელ პილიგრიმთა ცნობები პალესტინის ქართველი ბერებისა და ქართული მონასტრების შესახებ, თბ., 1995.
არქიმანდრიტი გერასიმე (დოგრაშვილი) XVIII ს-ის 80-იანი წლები -- 1868
არქიმანდრიტი გერასიმე -- ერისკაცობაში გრიგოლ დოგრაშვილი XVIII ს-ის 80-იან წლებში იმერეთის სამეფოში, სოფ. დოგრში დაიბადა. უცნობია, თუ სად მიიღო სასულიერო განათლება ან როდის მოხდა მისი ხელდასხმა. 1818 წელს უკვე მღვდელია, რადგან იმავე წლის 5 აგვისტოს იმერეთის ოლქის დროებითი მმართველი, გენერალი ალექსი ალექსანდრეს ძე ველიამინოვი (1785-1838წწ.) საქართველოს ეგზარქოს თეოფილაქტეს (რუსანოვი) წერდა: „ჩემთან შემოვიდა საჩივარი გარდაცვლილი აზნაურის ბეჟან კიკნაველიძის ანდერძთან დაკავშირებით. მისი ძმისშვილები ბერი და პაატა კიკნაველიძეები
ამტკიცებენ, რომ ბიძამ მთელი ქონება მათ დაუტოვა. მათ შორის ბერი კიკნაველიძემ განაცხადა, რომ დაკარგა ანდერძი და იმის შიშით, რომ ვინმე არ შეცილებოდა ქონებაში, ქუთაისის ოლქის სოფ. დოგრის მღვდელ გრიგოლ დოგრაშვილს შეადგენინა ყალბი ანდერძი ამა წლის აპრილის ხელმოწერით, რომელიც წარმოადგინა სასამართლოში.
საქმის განხილვისას ეს სიცრუე გამოაშკარავდა. მღვდელმა აღიარა დანაშაული, რის შემდეგაც ბერი კიკნაველიძე დავაპატიმრე და ერთი თვით მკაცრი ყარაულის ქვეშ ნაობახტში დავამწვდიე. თქვენი მხრიდან კი, გთხოვთ, შესაფერისი სასულიერო სასჯელი დაადოთ თქვენს დაქვემდებარებაში მყოფ მღვდელ გრიგოლ დოგრაშვილს“.
1819-1820 წლებში იმერეთში მოხდა ცნობილი საეკლესიო აჯანყება, რომელშიც სამღვდელოებაც აქტიურად მონაწილეობდა. სავარაუდოდ, მათ რიცხვში უნდა ყოფილიყო მამა გრიგოლიც, რომელმაც აჯანყების დამარცხების შემდეგ სხვა ქართველებთან ერთად დატოვა საქართველო და ოსმალეთის იმპერიას შეაფარა თავი. მამა გრიგოლი იერუსალიმში ჩავიდა და ქართველთა წმ. ჯვრის სახ. მამათა მონასტერში გაჩერდა, სადაც გერასიმეს სახელით ბერად აღიკვეცა. არქიმანდრიტ გერასიმეზე შემორჩენილია რამდენიმე ცნობა, რომელიც იმჟამინდელმა სასულიერო პირებმა შემოგვინახეს. მათ იმოგზაურეს იერუსალიმში და მამა გერასიმეს პირადად შეხვდნენ.
გაზ. „ივერიაში“ გამოქვეყნებულ თავის სტატიაში „საისტორიო და საბიბლიოგრაფიო წერილი (ჯვარის მონასტერი და მისი მდგომარეობა 1845 წლამდე)“ არისტო ქუთათელაძე წერდა: „ამჟამად მცხეთაში, წმ. ნინოს დედათ მონასტერში იმყოფება ხაზინადრად პატივცემული ნისიმე მონოზანი, დეკანოზის იოსებ ციციშვილის ასული, რომელმაც შემთხვევით გარდმომცა წასაკითხავად და გარდასაწერად შემდეგი წარწერანი, რომელნიც ჩამოუტანია მას ჯვარის მონასტრითგან (იერუსალიმშია) 1858 წელს. ამ პატივცემულმა მონოზანმა აგრე მიამბო ამ ხელთნაწერის თავგადასავალი.
1858 წელში მას უმგზავრნია ჯვარის მონასტერში და უნახავს მეფის სოლომონ II-ის მოძღვარი მღვდელი გერასიმე ყანჩაველი (აქ გვარი ეშლება ან არისტოს, ან დედა ნისიმეს -– გ. მ.), რომელიც გაჰყოლია მას იმერეთიდგან. მღვდელი გერასიმე ბერად შემდგარა ჯვარის მონასტერში და არხიმანდრიტის ხარისხიც მიუღია. თუმცა მამა გერასიმესთვის ბევრი უთხოვნიათ ჯვარის მონასტრის მღვდელმთავრად კურთხეულიყო, მაგრამ არ დასთანხმებულა. მამა გერასიმეს დროს სცხოვრობდა ჯვარის მონასტერში ბერი ლორთქიფანიძე, რომელიც, როგორც შემდეგ გამოვიკითხე, ჰყოფილა ალექსანდრე. ეს ალექსანდრე ლორთქიფანიძე იყო ტატუ ლორთქიფანიძის შვილი, იმერეთში ცნობილის ირაკლი ლორთქიფანიძის ძმა სოფ. საჩინოდან. როგორც მამა გერასიმეს უამბნია ნისიმე მონოზანისათვის, ალექსანდრე ლორთქიფანიძე მეტად განვითარებული ჰყოფილა ქართულში, ბერძნულში, არაბულში და თურქულში და, თუმცა მის დროს სცდილობდნენ მის მღვდელმთავრად კურთხევას, იგი უდროოდ ყვავილმა მოჰკლაო (დრო არ ახსოვს დედა ნისიმეს). ეს წარწერა, სა-
41-1 საპატრიარქოს უწყებანი N41 29დეკებერი 2016წ-11იანვარი 2017წ გვ.20
არქიმანდრიტი გერასიმე (დოგრაშვილი) XVIII ს-ის 80-იანი წლები -- 1868 (დასასრული)
ითგანაც ჩვენ პირი გარდმოვიღეთ ყოვლად უცვლელად, ეკუთვნის იმ ლორთქიფანიძეს და მონაზონისათვის სახსოვრად გარდმოუცია მამა გერასიმეს“. ათონის მთის ქართველთა ახალი წმ. იოანე ღვთისმეტყველის სავანის წინამძღვარი, სქემიღუმენი ბენედიქტე (ბარკალაია) ვიდრე ათონის მთაზე ჩავიდოდა, ჯერ წმ. მიწა და იერუსალიმი მოილოცა. თავის მოგზაურობის შესახებ იგი წერდა: „დროსა ჩემის აღმოსავლეთთა ადგილთა მყოფობისა 1866 წელსა, მე, არა ღირსი, ღირს ვიქმენ ხილვად წმიდისა ქართველთა ჯვარის მონასტრისა იერუსალიმსა შინა, აღშენებულსა და შემკულსა ჩვენის ტომისაგან, ქართულნი წარწერანი და გამოხატულობანი კედელთა ზედა მისთა მრავალთა მეფეთა და ჩინებულთა ჩვენის ქვეყნისათა (რომელთა შორის არს სურათი პოეტის შოთა რუსთაველისაცა) და მდიდარი ქართულის წიგნებითა ბიბლიოთეკა
ღირსნი არიან ყურადღებისა განათლებულთ ჩვენის ქვეყნის შვილთა, გარნა სდუმნიან განათლებულნი ჩვენნი. მონასტრის წიგნთსაცავი, სამსე
მრავალ-გვარი ხელნაწერი პერგამენტის წიგნებითა, ხარტიებითა და გუჯრებითა, ვპოვე დროთაგან განხრწნილ, წვიმისა და ნოტიოსაგან, არასაკმაოდ დაცულ, რაისა გამო გარდამოვიტანე წიგნნი იგინი სხვასა დიდსა ოთახსა შინა, შემწეობითა და ბრძანებითა მონასტრის მის არქიმანდრიტისა გერასიმესითა (ქართველი, გვარად დოგრაშვილი), რომელიცა მიიცვალა 1868 წელსა და მისა შემდეგ მონასტერი უპყრიესთ ბერძენთა, რომელთაცა დააყოვნეს მონასტერი და სარგებლობენ დიდძალის შემოსავლითა...“ 1883 წლის იანვარ-მაისში ენათმეცნიერი და ისტორიკოსი ალექსანდრე ცაგარელი სპეციალურად
ქართველოლოგიური მიზნებით ეწვია ახლო აღმოსავლეთს. იგი იყო პირველი ქართველი მეცნიერი, რომელმაც მოინახულა ეს სავანეები. თავის ნაშრომში იგი წერდა: „ჩვენს დროს საკუთრივ ქართულ მონასტრად ირიცხება იერუსალიმის მახლობლად ჯვარის მონასტერი, აშენებული XI ს-ში ბაგრატ IV-საგან. ამ 40 წლის წინათ იღუმენობდა ქართველი ვინმე გერასიმე“. წმ. მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე 1936 წლის
ზაფხულზე ესტუმრა წმ. მიწას და დაგვიტოვა ძვირფასი ჩანაწერები. იგი ასევე ახსენებს მამა გერასიმეს: „1841 წელს ჯვრის მონასტრის წინამძღვარი იყო არქიმანდრიტი გერასიმე, საქართველოდან. იგი სამი წელი წინამძღვრობდა, შემდეგ უარი თქვა თავის საეკლესიო თანამდებობაზე, 1845 წელს“. ნოროვის მიხედვით (1862 წ.), „ჯვრის მონასტერი ყოველთვის ეკუთვნოდა წმ. ბასილის ორდენის ქართველებს“. აქედან შესაძლებელია დავასკვნათ, რომ 1862წ., იმ დროს, როცა დაიბეჭდა ნოროვის აღწერა, ქართველები ჯერ კიდევ ცხოვრობდნენ ჯვრის მონასტერში“.