სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11198

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
საინტერესო ადამიანები
ლევან მაქსიმეს ძე წიწილაშვილი 1914-1978წწ პედაგოგი, 40 წელი სკოლის დირექტორი დაბ. სოფ. ლელიანი, ლაგოდეხი ლევან მაქსიმეს ძე წიწილაშვილი 1914-1978წწ პედაგოგი, 40 წელი სკოლის დირექტორი დაბ. სოფ. ლელიანი, ლაგოდეხი

1915-1979 წწ. გარდ. 64 წლის

ბმულის კოპირება

საინტერესო ადამიანები

გვარი წიწილაშვილი სია

ლაგოდეხი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

14       ბეჭდვა

ლევან მაქსიმეს ძე წიწილაშვილი 1914-1978წწ პედაგოგი, 40 წელი სკოლის დირექტორი დაბ. სოფ. ლელიანი, ლაგოდეხი


ლევან მაქსიმეს ძე წიწილაშვილი დაიბადა 1914 წელს  სოფელ ლელიანში (ლაგოდეხის რაიონი). 1934 წელს წარჩინებით დაამთავრა აფენის საშუალო სკოლა, როგორც წარჩინებილმა კურსდამთავრებულმა მაშინვე მუშაობა დაიწყო ლელიანის საშუალო სკოლაში ისტორიის მასწავლებლად. 1937 წელს სწავლა განაგრძო თბილისის პუშკინის სახელობის ორწლიან პედაგოგიურ ინსტიტუტში ისტორიის ფაკულტეტზე, რომელიც 1939 წელს დაამთავრა და იმავე წელს დაინიშნა აფენის ახლანდელი მე-2 საჯარო სკოლის დირექტორად და ისტორიის მასწავლებლად.


1940 წელს გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში, სადაც მოუსწრო დიდმა სამამულო ომმა. იგი გმირულად იბძოდა ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ, რისთვისაც სამშობლომ ორდენებითა და მედლებით დააჯილდოვა. 

ვალმოხდილი პედაგოგი საბრძოლო ჯილდოებით მკერდდამშვენებული დაუბრუნდა თავის ოჯახს და საყვარელ სკოლას, სადაც ისევ დირექტორად გააგრძელა მოღვაწეობა.


პარალელურად დირექტორობისა 1947 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ისტორიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1953 წელს. მან მოღვაწეობა დაიწყო ძველ ერთსართულიან შენობაში, მის ხელში, 60-იან წლებში, აშენდა ახალი სკოლა, ის რაც დღეს არის. იგი თითქმის ოთხიათეული წელი უცვლელად ხელმძღვანელობდა სკოლას.

თავისი საქმის პროფესიონალი, მონდომებით ასრულებდა საზოგადოებრივ საქმეს. იგი წლების განმავლობაში იყო ილია ჭავჭავაძი სახელობის საზოგადოება “ცოდნის” აფენის ლექტორთა ჯგუფის თავმჯდომარე, ჰქონდა გასვლითი ლექციები საზოგადოებასთან ცნობილი მეცნიერებთან ერთად. სწორედ საზოგადოებისთვის გაწეული საქმისა და სალექციო პროპაგანდისათვის მან  დაიმსახურა ქებისა და საპატიო სიგელები.


საზოგადოებაში სარგებლობდა დიდი ავტორიტეტით. ბუნებით დემოკრატი, ჰუმანური დირექტორი უყვარდა პედკოლექტივს, მოსწავლეთა მშობლებს და თავად მოსწავლეებს. დღესაც არ ივიწყებენ მის ამაგს, მან უამრავი თაობა ღზარდა და დაუვიწყარი ეპოქა შექმნა აფენის მე-2 საჯარო სკოლაში. ამ სიყვარულის დასტურია ის რომ 2023 წლის სექტემბერში მის საყვარელ სკოლაში დიდი პატივისცემით გაიხსნა ლევან წიწილაშვილის სახელობის მუზეუმი.


 მისი მოღვაწეობა თავისი არსით ამ სკოლის ისტორიაცაა, გამოიფინა ამ სკოლაში მოღვაწე თითქმის ყველა ადამიანის ფოტო და თავი მოუყარეს საინტერესო მასალას, რაც მომავალ თაობას ცნობიერების ამაღლებაში დაეხმარება. გახსნას დესწრნენ სტუმრები პარლამენტიდან და რაიონის ხელმძღვანელობა.


შთამომავლებისაგან დაარსდა, წელიწადში ერთხელ, სასწავლო წლის ბოლოს, ლევან წიწილაშვილის სახელობის სტიპენდია გამორჩეული ნიჭისა და უნარების მქონე მოსწავლებისათვის. ასევე ლაგოდეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მე-20 საუკუნის გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეთა დარბაზში გამოიფინა ლ. წიწილაშვილის ფოტოები.

იგი სკოლის დატოვებასთან ერთად, ხუთ დღეში, 1978 წლის 22 დეკემბერს ინფარქტით გარდაიცვალა და დაემშვიდობა სკოლასაც და სიცოცხლესაც, ვერ შეძლო ცხოვრება გაგრძელებინა საყვარელი სკოლის გარეშე, რამაც იმდროინდელი საზოგადოების უდიდესი გულისტკივილი გამოიწვია.



მადლობა ნინო წიწილაშვილს ინფორმაციის მოწოდებისთვის (ლევანის შვილიშვილი ემირის მხრიდან)


მადლობა გაგა წიწილაშვილს ინფორმააციის მოწოდებისთვის (ლევანის შვილიშვილის შვილი)

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 27.01.2024
ბოლო რედაქტირება 27.01.2024
სულ რედაქტირებულია 4





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0