ჭაჭაშვილი ილარიონ ვასილის ძე დაიბადა 16 მაისი 1957წელს აზერბაიჯანის სსრ კახის რაიონი სოფელ ალიბეგლოში.
1964 წელს შევიდა სასწავლებლად სოფელ ალიბეგლოს ქართულ საშუალო სკოლაში, დაამთავრა 1974 წელს.
1975-77 წლებში სამხედრო სავალდებულო სამსახური.
1979წელს შევიდა სასწავლებლად მცხეთის სასულიერო სემინარიაში, სემინარიაში სწავლის პერიოდში სტიქაროსნად მსახურობდა თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში.
1981 წლის ივნისში სასულიერო სემინარიის მეორე კურსის დახურვის შემდგომ, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის მიერ, ხელდასმულ იქნა დიაკვნად და მსახურობდა სიონის საპატრიარქო ტაძარში.
1981 წლის 28 აგვისტოს მარიამობის დღესასწაულზე პატრიარქის მიერ ხელდასხმულ იყო მღვდლად და გაამწესეს ლაგოდეხის წმიდა ნიკოლოზის ტაძარში მღვდელმსახურად.
1987 წელს დაჯილდოვდა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით.
1990-91წწ მსახურობდა კახის წმიდა გიორგის ტაძარში წინამძღვრად.
1992-93წწ მსახურობდა ბოდბის წმიდა ნინოს მონასტერშიმღვდელმსახურად.
1994 წლიდან ქ. ლაგოდეხის წმიდა ნიკოლოზის ტაძარში წინამძღვრად.
1995 წლიდან ქალაქ ლაგოდეხის წმიდა სამების ტაძარში მღვდელმსახურად.
1996 წლის ივნისიდან აყვანილია დეკანოზიოს ხარისხში და გამშვენებული ჯვარი.
1998 წელს დაჯოლდოვდა მიტრის ტარების უფლებით.
2001-2009წწ ამავე ტაძრის წინამძღვარი.
2009 წლიდან მსახურობს ალავერდის ეპარქიაში.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი, თამარი, გიორგი და ანა. სამი შვილიშვილი