ბერი ნეოფიტე (გულაია) (1894-1937)
ბერი ნეოფიტე (ერისკაცობაში შერენდი გულაია) დაიბადა 1894 წელს ზუგდიდის მაზრის სოფელ ორსანტიაში პახვალა და ოლღა გულაიების კეთილმორწმუნე ოჯახში. მან სიყრმიდანვე გამოიჩინა სამონასტრო ცხოვრებისადმი ინტერესი და 1913 წელს, 19 წლის ასაკში ბერად აღიკვეცა აფხაზეთში, ბედიის მონასტერში. საქართველოში კომუნისტური ხელისუფლების დამყარების შემდგომ ბედიის მონასტერი დაიხურა და იქ მოღვაწე ბერები განიდევნენ.
მამა ნეოფიტემ არ მიატოვა მონასტერი და თითქმის ორი ათეული წლის განმავლობაში გაუსაძლის პირობებში აგრძელებდა მოღვაწეობას მას დიდ დახმარებს უწევდა ჭითანავებისს ღრმადმორწმუნე ოჯახი, რომელთაც შეიფარეს დევნილი ბერი. მამა ნეოფიტეს ახლო ურთიერთობა ჰქონდა არქიმანდრიტებთან–იოაკიმესა (შენგელაია) და კონსტანტინესთან (ქვარაია), ასევე მღვდელ-მონაზვნებთან - ივსიხი (გეგეჭკორი) და ტიხონთან (ბულია).
მამა. ნეოფიტემ ვეღარ გაუძლო მძიმე სულიერ და ფიზიკურ ზეწოლას და ჯანმრთელობაშერყეული 43 წლის ასაკში, 1937 წელს გარდაიცვალა. იგი დაკრძალულია მშობლიურ სოფელ ორსანტიაში.
ფოტო მოგვაწოდა მამა ნეოფიტეს ძმისშვილმა, ქალბატონმა მიმოზა გულაიამ