სულ ნახვა : 8 384 577
სტატია : 54 608
ფოტო: 78 455

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ბარელაძე თეოფილე მღვდელმონაზონი დაბ. ჭიათურა 1981წ. ბარელაძე თეოფილე მღვდელმონაზონი დაბ. ჭიათურა 1981წ.
ბმულის კოპირება



გვარი ბარელაძე სია

ჭიათურა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

93       ბეჭდვა

ბარელაძე თეოფილე მღვდელმონაზონი დაბ. ჭიათურა 1981წ.


2024 წლის 4 მარტს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი) ჭიათურის წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის სახელობის საკათედრო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი ჯრუჭის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წევრს, ბერ-დიაკონ თეოფილეს (ბარელაძე).


წიგნი: საქმემან შენმან. ჭიათურა საჩხერე 2023წ. გვ. 65


ბერ-დიაკვანი თეოფილე (ბარელაძე) დაიბადა 1981 წლის 24 დეკემბერს ქ. ჭიათურაში,

1999 წ. დაამთავრა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფ. პერევისის საშუალო სკოლა და

ამავე წელს ჩააბარა საქართველოს ტექნიკურ

უნივერსიტეტში სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე, ღია სამთო სამუშაოების სპეციალობით. დაამთავრა 2004 წელს. 

2009 წელს ჩააბარა თბილისის სასულიერო სემინარიაში, გაიარა ერთი კურსი. 

2017 წლის მარტში მივიდა კაცხის წმ. სვიმეონ მესვეტის მონასტერში. ამავე წლის 4 ივლისს, მიტროპოლიტ დანიელის კურთხევით, გადავიდა ჯრუჭის წმ. გიორგის მონასტერში. 

2022 წ. 13 აპრილს აღკვეცეს მონაზვნად. 

2023 წ. 13 აგვისტოს კი ხელდასხმულ იქნა ბერ-დიაკვნად.





ბარელაძე - გვარის 1 ღვთისმსახური

1 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.03.2024
ბოლო რედაქტირება 21.07.2026
სულ რედაქტირებულია 3