კოჭლამაზაშვილი ანუსია/ნინო ნოდარის ასული 1878 - 1957წწ იღუმენია - 1950-იანი წლები.
დაბადებულია სოფელ ბოდბეში, სიღნაღი
სამთავროს დედათა მონასტერში მივიდა 1898 წელს, სამონაზვნედ შეიმოსა 1907 წელს, მონაზვნად აღიკვეცა 1913 წელს; 1910 წელს მონასტრის ხაზინადარად დააამტკიცეს. სამთავროს დედათა მონასტრის იღუმენიად აკურთხეს II მსოფლიო ომის შემდეგ, 1950-იანი წლებიდან კი ანუსია კოჭლამაზიშვილს იღუმენიად მოიხსენიებდნენ. 1924 წელს სამთავროს მონასტრის დედებს არტელი ჩამოუყალიბებიათ, სადაც საბნებს კერავდნენ. მონასტერი გარეგნულად არტელად გადაიქცა, "მცხეთის I საფეიქრონადი - ფეიქარი"; 1933 წლიდან ამ საწარმოს თავმჯდომარე ანუსია კოჭლამაზიშვილი იყო. 1930 წელს სამთავრო კულტურის ძეგლად გამოცხადდა. 1938 წელს დედა ანუსია ძეგლის მცველად არის დასახელებული. ანუსია კოჭლამაზაშვილმა მრავალი წელი იღვაწა მონასტრის საკეთილდღეოდ და მონასტრის გაუქმების შემდეგაც შემწედ და მცველად ედგა ამ წმიდა სავანეს.
წყარო: სამთავროს წმინდა ნინოს დედათა მონასტერი: samtavro.ge; ambioni.ge; karibche.ambebi.ge
ფოტო აღებულია სამთავროს დედათა მონასტრში არსებული მამა გაბრიელის მუზეუმიდან.
დედა ანუსიას დის შვილი მარიამ მაჭარაშვილი
მადლობა ნატო ანზორის ასული უსენაშვილი, დედა ანუსიას დის შვილისშვილის შვილი