თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
ბუტიკაშვილი დავითი - მღვდელი.
2011 წლის 11 სექტემბერს დიაკვნად ხელდასხმა. 2014 წლის 26 ოქტომბერს მღვდლად ხელდასხმა. 2025 წლის 27 აპრილს, დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში;
11 სექტემბერს ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიის V კურსის სტუდენტი დავით ბუტიკაშვილი, დიაკონი დავითი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
26 ოქტომბერს რუსთავის წმ. ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) მღვდლად დაასხა ხელი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის დიაკვან დავით ბუტიკაშვილს, ხოლო დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ვახტანგ ოდიშელიძე.მღვდელი დავითი სამხედრო კაპელანად იმსახურებს. დიაკვანი ვახტანგი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.